26.04.2016ნეიტრალიტეტი, დასავლეთი, ჩრდილოეთი

გიორგი კუჭავა

საქართველო, თბილისი

როცა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე ლაპარაკობენ, როგორც წესი, მის სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფენ: დასავლეთის, ჩრდილოეთისა და ნეიტრალიტეტს. მოკლედ შევჩერდეთ თითეულ მათგანზე. ჩრდილოეთის მიმართულებაში იგულისხმევა ორიენტაციის აღება რუსეთზე, რაც ფაქტობრივად მის სატელიტად გადაქცევას გულისხმობს. ამ ორიენტაციის არგუმენტები შემდეგია: საქართველო მდებარეობს იმ რეგიონში, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნეა, რუსეთის გავლენის სფეროა და მის სასიცოცხლო გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის. ამ რეგიონის დათმობა რუსეთის მხრიდან წარმოუდგენელია და ფიქრი სხვა ორიენტაციაზე საქართველოს მხრიდან უაზრო და საშიში თამაშია.

დაწვრილებით
31.03.2016 ისლამური სახელმწიფო და ცენტრალური აზიის ქვეყნები

გიორგი კუჭავა

საქართველო, თბილისი

რუსეთის მიერ კასპიის ზღვის გამოყენების შესახებ სულჰედინ აკპერმა აღნიშნა, რომ რუსეთი აქამდეც იყენებდა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს: "აზერბაიჯანი ვერ დაუხურავს თავის საჰაერო სივრცეს რუსეთს.პირველი: ნატოს, შეერთებულ შტატებსა და თურქეთს ნება აქ მისი გამოყენებისა ავღანეთის გამო. აზერბაიჯანი კი ვერ დაუდგება წინ რუსეთის სურვილს. მეორე, რუსეთმა შესაძლოა არც კი გამოიყენოს აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე და გახსნას საჰაერო დერეფანი სირიაში ირანსა და ერაყის გავლით. მესამე, თუ რუსეთი მოინდომებს აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გამოყენებას, იგი ამას გამოიყენებს ისე, რომ არც კი აიღებს ნებართვას".

დაწვრილებით
31.03.2016 „რუსული მშვიდობა“ კავკასიასა და სირიაში

გიორგი კუჭავა

საქართველო, თბილისი

ამერიკის შეერთებული შტატების კერძო სადაზვერვო-ანალიტიკური  კომპანია Stratfor-ის ცნობით, რომელსაც შეერთებულ შტატებში ფარულ ცენტრალურ სადაზვერო სამართველოს უწოდებენ,   უკრაინაში, კერძოდ კი დონბასში, საბრძოლო მოქმედებების "დაპაუზება" და სამხედრო კონფლიქტის აქტივიზაცია სირიაში, არის კრემლის სტრატეგიული ელემენტის გეგმა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, უკრაინა პირველია მოსკოვის პრიორიტეტების სიაში, ხოლო კრემლის გეოპოლიტიკური საქმიანობის უმთავრეს ელემენტებს წარმოადგენენ კვაზისახელმწიფოები - დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, დნეპრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და მთიანი ყარაბაღი.

დაწვრილებით
Copyright (c) 2010 citizens.ge - All Rights Reserved "
დაგვიმეგობრდით და მიიღეთ სიახლეები!!!