ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

დღემდე კავკასიასა და აზიის ქვეყნებში, უცხოეთის ამბების მიწოდების თვალსაზრისით, დომინანტის როლში რუსული და ევროპული საინფორმაციო საშუალებები გვევლინებიან. კარგად ორგანიზებული რეპორტიორების ქსელი მაყურებელსა და მკითხველს სათანადო ინფორმაციას ოპერატიულად აწვდის. ამის გათვალისწინებით ჟურნალი “Caucasian and Asian citizens” შექმნის რეპორტიორების ქსელს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ადიღე; და ცენტრალურ აზიაში:  ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. სამომავლოდ ქსელი გაფართოვდება შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ჟურნალი “Caucasian and Asian citizens” ხელმისაწვდომი იქნება მისამართზე www.citizens.ge

თავდაპირველად ჟურნალის წაკითხვა შესაძლებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. თუმცა, სამომავლოდ ქართულ ენას, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების სახელმწიფო ენა ჩაენაცვლება, რათა კავკასიისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ჟურნალის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.