ანასტასია მირონოვა

მოსკოვი, რუსეთი

ივლისის ბოლოს, საქართველოს შესახებ, ყველგან, ერთი და იგივე შინაარსისა და სათაურების სტატიებს ვკითხულობ. ქართველი ხალხი, რუსეთ-საქართველოს მორიგი ჩხუბის შედეგად დაკარგული შემოსავლების გამო,  მწარედ ტირის. ერთი ნაწილი ქართველებს  თანაგრძნობს, მეორე კი გახარებულია. მაგრამ, რუსების შესახებ არავინ წუხს, თითქოს და მე და თქვენ არა დავზარალებულვართ.

საინტერესოა, სად დაისვენა ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქემ ამ ზაფხულს, ვინ შეძლო მატარებლით მოგზაურობის საფასურის გადახდა? მართლაც, რომ რუსებისთვის, დასვენების მთავარი სიმბოლოა ზღვა. ისინი ქართული ზღვის გარეშე დარჩნენ. მართლაც, რომ დარჩნენ?!-რადგან მათ უმეტესობას, ვინც საქართველოში პირდაპირი რეისით გადაფრენა დაგეგმა, (მილიონზე მეტი ადამიანი იყო), შესთავაზეს მინსკის გავლით, ან მატარებლით ვლადიკავკზამდე და მერე იქედან სამარშრუტო ტაქსით, საქართველოში ჩასვლა.

ამ შეთავაზებზე ხალხმა უარი თქვა. მხოლოდ ერთეულებმა გადაწყვიტეს კავკასიის მთები გადაელახათ და ასევე მცირე რაოდენობამ გადაწყვიტა ერევანის გავლით, ბათუმში მოხვედრილიყო.

ჩემს სანაცნობო წრეში, ყველა აპირებდა ზაფხულისა და შემდოგომის არდადეგების საქართველოში გატარებას, ყველა მათგანამა ერთი ოჯახის გარდა, გეგემების შეცვლა და ამის გამო, ფული დაკარგა.

ვიცი, რომ რამდენიმე ავია-კომპანიამ პირდაპირი ფრენისთვის დაჯავშნული ბილეთების სანაცვლოდ ტურისტებს ერთი, ან თუნდაც ორი ტრანსფერით, საქართველოში გამგზავრება შესთავაზა. მაგრამ ეს ვარიანტი პენსიონერებისა და მცირეწლოვანი შვილების მქონე ოჯახებისთვის არაკომფორტული აღმოჩნდა. ეს დაუსაბუთებელ უარად ჩათვალა ავიაკომპანიამ და მათ ბილეთის ფული არ დაუბრუნა

თბილისის ნაცვლად, ერთ რუსულ ოჯახს შესთავაზეს გადაფრენა ბაქოში ... ისინი გაფრინდნენ. მათ თქვეს, რომ ზღვას ნავთი სუნი აქვსთავად ბაქო შეაქეს: ფერადი, მდიდარი, სუფთა ... მაგრამ ის ისეთი აკურატული არ არის, როგორც თბილისი. აზერბაიჯანულ სამზარეულოშიც განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინეს. ამ ქვეყნაში ფასები უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოში.

იცით, ბათუმი, რატომ სარგებლობს ასეთი პოპულარულობით რუს ტურისტებში? -საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ჩვენც ღარიბები ვართ. ის იაფი ქვეყნაა. სანამ პირდაპირი ფრენები შესაძლებელი იყო, ბილეთის ფასს ანაზღაურებდა, საქართველოში არსებული დაბალი ფასები.  სხვათა შორის, დაახლოებით, სოჭში გადაფრენის ფასიც იგივეა, მაგრამ ამ საკურორტო ადგილზე ფასები 2-4 ჯერ მეტია.

ამ წუთებში, პირდაპირი რეისი მოსკოვიდან ჩვენს (სოჭი) შავი ზღვის სანაპიროზე, 12,500 რუბლი (ჩასვლა-დაბრუნება) ღირს. კვირაში ოთხ-ვარსკვლავიანი სასტუმრო სოჭში, თუ ახლა დაჯავშნით, მინიმუმ 54,000 რუბლს შეადგენს. ეს არის ფასები კონკრეტულად 18-25 აგვისტოსთვის. ამასთან, არსებობს ალტერნატივა: 29,500 რუბლით შეგიძლიათ დაბინავდეთ საეჭვო ოთხ-ვარსკვლავიან სასტუმროში, "გლეხის სახლი", თუ რაღაც ამგადვარი სახელით, საბჭოთა კავშირის დროინელი შენობა, აღდგენილი ყუთი.

კარგი, აბა, მოდით, ყირიმის ვარიანტები ვცადოთ. იმავე დღეებში იაფი რეისი სიმფოროპოლის მიმართულებით 11.460 რუბლი ღირს და იქ, სხვათა შორის, ზღვა არ არის. ვთქვათ, რომ გსურთ დაისვენოთ გურზუფში ან თავად იალტაში. კეთლი ინებეთ, და 81 კმ.-ის ტრანსფერის ბილეთისთვის, დამატებით 5 000 რუბლი გადაიხადეთ. საერთო ჯამში, ბილეთის ფასი გამოდის 16 460 რუბლი. საცხოვრებელი ... აქაც, იცით, ოდნავ უხერხულიც კი არის იგივეს განმეორება, მაგრამ „საბჭოთა ყუთის“ ტიპის სასტუმრო,  ერთი კვირით,  ერთ პერსონაზე, 77 000 რუბლი ღირს. კარგი ხედებით და კომფორტით ნომერი ასობით ათასი რუბლიდან იწყება.

და ფასები? ზოგადად, დამსვენებლებისთვის კვებისა და სხვა დანახარჯების უნივერსალური გაანგარიშება მარტივია: თითოეული ადამიანი საშუალოდ, დღეში ხარჯავს იმდენს, რამდენიც ღირს თავისი სასტუმრო ღამეში. ყველას, ვინც მიეჩვია ოთხ-ვარსკვლავსსადილი და ვახშამი შესაბამის რესტორნებში ექნება. ასე რომ, დაითვალეთ, კიდევ 77 ათასი. შეძლებთ დაზოგავს? გინახავთ ფასები ყირიმში?

ქსელში რეგულარულად ვხედავ მაღაზიებისა და ბაზრების ფასების ფოტოებს. იქ ადგილობრივი თევზი და ხილ-ბოსტნეულიც კი უფრო ძვირია, ვიდრე მოსკოვში, ან პეტერბურგში. მაგალითად, ძალიან გამიკვირდა, როდესაც ვნახე, რომ ყირიმის წითელი თუთა, ყირიმში 400 რუბლად, ჩვენთან კი  300 რუბლად იყიდება. იქ, სასმელი წყალიც კი ძვირია, ვიდრე მოსკოვის ცენტრში, და კიდევ უფრო ძვირია სოჭში.  ეს საკურორტო ქალაქი, თავის მხრივ, მოსკოვზე და ყირემზე ძვირია. ერთი კვირით დასვენება, ერთ ადამიანს, რომელიც მიჩვეულია საშუალო დონის კომფორტს და ხარისხს, სჭირდება სამოცი ათასი....

საქართველო ... აჰ, საქართველო! ახლა ტირილს დაიწყებთ...

18-25 აგვისტოს ანალოგიურ სასტუმროში დასვენება ერთი კვირით დაგიჯდებათ 13,500 რუბლი. ეს არის შეთავაზება, რომელიც ახლა შეგიძლიათ დაჯავშნოთ. და ეს არ იქნება პანელის ყუთი, ეს არის კეთილმოწყობილი სასტუმროს ნომერი, შიდა ბაღით.  30 ათას რუბლით, შესაძლებელია ერთი კვირა იცხოვროთ სასტუმროში უზარმაზარი აუზით და საოცარი ხედებით. მსგავსი სასტუმრო სოჭში 100 ათასზე მეტი ღირს.

ადრე, თბილისში, ბათუმში, ან ქუთაისში გაფრენა შესაძლებელი იყო 10 500 რუბლად, ახლა უკვე რუსეთიდან ათენის გავლით, საქართველოში ჩასვლა  17 000 ათასი რუბლი ღირს.

საქართველოში გართობისა და კვების ფასები ყირიმთან, ან სოჭთან შედარებით, სასაცილოა. ყველაფერი, საშუალოდ, ორჯერ იაფია. განვიხილოთ ზარალი. 10 500 ფრენა + 13 500 სასტუმრო + 15 000 ხარჯებისთვის. სულ 38,500 რუბლი. ამდენი დაჯდებოდა ბათუმის  4-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთ კვირიანი დასვენება, თუ ფრენებს არ აკრძალავდნენ. ახლაც კი შესაძლებელია 45,000 რუბლით გამგზავრება, მაგრამ ყველასთვის მისაღები ვერ იქნება 23 საათის განმავლობაში იფრინოს და ათენის გავლით ბათუმის პლიაჟამდე მიაღწიოს.

სხვათა შორის, მინდა შეგახსენოთ, რომ ყველას არ შუძლია ოთხ-ვარსკვლავიან სასტუმროში დაისვენოს. და აქ ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება: რაც უფრო მცირე ბიუჯეტს ფლობს ტურისტი, მით უფრო დიდია განსხვავება შეთავაზებების ხარისხში, რომელიც მას ელოდება შავი ზღვის სხვადასხვა სანაპიროზე. იაფი ნომერი საკუთარი აბაზანითა და ზღვის ხედით,  გესტჰაუზში, ან ჰოსტელში ბათუმში 3,100 რუბლი ღირს. სოჭში 3.500 რუბლად   შეგიძლიათ, დაქირავოთ საწოლი საერთო საცხოვრებელში. ან ოთახი ქალაქიდან 60 კილომეტრში. 5,600 რუბლად თქვენ მიიღებთ ადგილს სოფელ ბარანოვკაში. სოჭიდან 20 კილომეტრში. ზღვიდან თითქმის 9 კილომეტრში. არავის არ სურს ბარანივკაში წასვლა?

იალტა - 4 300 რუბლი კაფსულის სასტუმროში ადგილისთვის. იცი ეს რა არის? ნომრის ფასები საკუთარი აბაზანით იწყება 11,300 – დან, მართალია, 8,400 რუბლში თქვენ დაიქირავებთ 12 კვადრატულ მეტრს. კერძო სახლში. ცალკე სველი წერტილით. მაგრამ ინტერიერი- "იყავი ჩემი ქმარი" ფილმის მსგავსია.

გულწრფელად, რომ გითხრათ, მცირე ბიუჯეტის ტურისტები, რომლებიც ყირიმში ან სოჭში მიდიან - ძვირია და გზა რთულია. ადგილი მოსკოვ-სოჭის მატარებელში, პლაცკარტის ვაგონში ტუალეტი არ იკეტება,  3,249 რუბლი ღირს. მატარებელი საშუალოდ 39 საათს მიდის.

მოგზაურობა ყირიმის მიწაზე?  იცით, რა უნდა გააკეთოთ მოსკოვიდან იალტაში მოსახვედრად? უნდა გადაიხადოთ 3,900 რუბლი, იმოგზაუროთ მატარებლით 32 საათით, შემდეგ გადადით ავტობუსში და იარეთ კურთხეული ყირიმის ხიდთან ერთად კიდევ 12 საათის განმავლობაში. ნახევარი დრო სჭირდება გადაჯდომას-ორი საათიდან თოთხმეტ საათამდე. ეს ღირს 800 რუბლზე მეტი.

თითქმის ხუთი ათასი მატარებლით, შემდეგ კი ნახევარი დღე ავტობუსში - არა, თუთა შემიძლია სახლშიც ვჭამო მით უფრო, აქ ის უფრო იაფია, ვიდრე ყირიმში.

ახლა, რათ ქმა უნდა, თქვენი ტყვით, რომ სოჭთან ყირიმი, როგორც მათ ხალხი უწოდებეს, ძვირია, რადგან ქართველებმა ფასები დასწიეს რუსეთთან კონფლიქტსი გამო. დიახ, დასწიეს. მაგრამ არსებობს ორი დიდი "მაგრამ". ჯერ ერთი, ყველაფერზე ფასები ბევრად არ შემცირებულა. მე თვითონ ვაპირებდი და ახლაც ვაპირებ საქართველოში წასვლას. გაზაფხულის ფასების მონიტორინგით ჩანს, რომ ყველაზე იაფ სეგმენტში სასტუმროს ფასები 20-35%-ით  შემცირდა. ეს ყველას არ გაუკეთებია.  მეორეც, სხვათაშორის. ფასები ყირიმისა და სოჭის სასტუმროებშიც შემცირდა რადგან მათ ნაკლები ტურისტები ჰყავთ.

შემოთავაზება საცხოვრებელის, თუ გინდა დღეს, ან ერთი კვირის შემდეგ - ბევრია. ასევე ხელმისაწვდომია  სოჭის მიმართულებით მატარებლის, ან თვითმფრინავის ბილეთი. სტატიას ვწერ 6 აგვისტოს საღამოს, ვუყურებ.მატარებელი სოჭში გადის 7 აგვისტოს, ადგილები თავისუფალია -არ მინდა. და მათაც არ უნდათ გამგზავრება!

მათ არც  ყირიმში წასვლა სურთ. ყირიმთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან რთულად არის. ვხედავ, რომ ზუსტად 50 წუთის შემდეგ გადის ღამის მატარებლი მოსკოვიდან ანაპაში. 68 ადგილი თავისუფალია. ის კრასნოდარში ჩაიყვანათ, მაგრამ არ გინდა იქ წასვლა. იქნებ მიტომ, რომ გაერთიანებული ტრანსპორტის დირექტორატს, რომელსაც კრასნოდარის ტერიტორიიდან ყირიმში ტურისტებს შემოჰყავს, ავტობუსებზე თავისუფალი ადგილები არ აქვს? ყოველ შემთხვევაში, რუსეთის რკინიგზის ვებსაიტი ზუსტად ამას მეუბნება: ამ ღამით მატარებლით მოსკოვიდან, ან პეტერბურგიდან, შემიძლია გავემგზავრო კრასნოდარში  მაგრამ შემდეგი გადაჯდომა ნაჩვენები არ არის, აშკარაა ხელმისაწვდომი არ არის.

ძვირია მგზავრობა. ხალხი სახლში დარჩა. პორტალმა Momondo- მა ჩაატარა გამოკითხვა: აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა მეოთხედი მზად არის შვებულებაში კვებაზე  500-1000 რუბლი დახარჯოს, დანარჩენი 32% -2000 რუბლს, მომხმარებელთა 18% -ი კი 4000 რუბლს ასახელებს.  გარდა ამისა, უფრო საინტერესოა: მოგზაურთა მხოლოდ 10% სარგებლობს ყოველდღიურად საზოგადოებრივი კვების ობიექტებით, მოგზაურთა 41% მხოლოდ რამდენჯერ სტუმრობს კაფე-რესტორნებს. სასტუმროში, ან ბინაში ამზადებენ კერძებს. წარმოიდგინეთ, რა არის ბიუჯეტი მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ არ შეუძლია გამგზავრება.

სად წავიდეთ? ჩვენი თეთრი ზღვის პლაჟები ზოგჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ბათუმის. ასე რომ, ხალხი სახლში დარჩა, ან აგარაკზე წავიად. კარტოფილი, სტაფილო,  ღობის მიღმა მეზობელმა მუსიკა ჩართო. ზაფხული გადის. სამუშაო ადგილებზე ბრუნდებიან ნერვოტიკები. მათ ვერსად დაისვენეს.

გაზეტა.რუ

7 აგვისტო

 

 

 

 

 

 

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

09
ოქტ2019

ქართული „საცუმა“ ევრ...

citizens.ge თბილისი, საქართველო ევროპული ჯიშის „კლემენტინი“ ქართული მანდარინისგან ერთი რამით განსხვა...

07
ოქტ2019

„ტვინის გამორეცხვის“...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი ცდილობს ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.