მერი შავაძე

თბილისი, საქართველო

საქართველოში არსებული 87  სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიიდან  ტურისტული  ინფრასტრუქტურა  მხოლოდ 16 ტერიტორიაზეა მოწყობილი, ამათგან კი შემოსავლის მიმღები მხოლოდ 13-ია-ამის შესახებ კვლევა დღეს ორგანიზაცია „საერთაშორიოს გამჭირვალობა საქართველო“-მ გამოაქვეყნა.

„მუნიციპალიტეტები დაცული ტერიტორიებიდან შემოსავალს არ იღებენ“  კვლევის თანახმად,  დაცული ტერიტორიების ნაწილს ცალკეული მუნიციპალიტეტები უწევენ ნარჩენების გატანის მომსახურებას, რის სანაცვლოდაც სააგენტო ყოველთვიურად იხდის თანხას. თუმცა სხვა რაიმე შემოსავალს ადგილობრივი ბიუჯეტები დაცული ტერიტორიებიდან არ ღებულობენ.

2017   წლიდან  2019  წლის მაისის ჩათვლით დაცულ ტერიტორიებს ჯამში 1,995,554 ვიზიტორი ეწვია, ამავე პერიოდში მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 13,634,498 ლარი შეადგინა.

თუკი გავითვალისწინებთ დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას, ძირითადი როლი ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს უკავიათ, თუმცა გვაქვს მაგალითები, როდესაც უფლებამოსილებები გადანაწილებულია ადგილობრივ  თვითმმართველობაზეც.

ჩეხეთში დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში ძირითად პოლიტიკას ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს, თუმცა რეგიონულ  და ადგილობრივ  თვითმმართველობებს აქვთ კონტროლის და მონიტორინგის უფლებამოსილება;

უნგრეთში ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ტერიტორიების მართვაზე მუნიციპალიტეტებიც არიან პასუხისმგებელნი.

 სერბეთში დაცული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი თვითმმართველობების საკუთრებაა და შემოსავალსაც თვითმმართველობები იღებენ.

 პოლონეთში კი უფლებამოსილებები გადანაწილებულია ცენტრსა და ადგილობრივ ადმინისტრაციებს შორის, შემოსავლის მიმღები ცალკეულ შემთხვევებში თვითმმართველობებიც არიან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსშეფასებით, მნიშვნელოვანია: მაქსიმალურად ბევრ დაცულ ტერიტორიაზე მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ტურისტებისა და ვიზიტორთა მხრიდან მისაღები შემოსავლის ოდენობა მუდმივად გაიზარდოს.

აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ იმსჯელოს, დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილებაზე.

 გრძელვადიან პერიოდში კი დაცული ტერიტორიების გარკვეული კატეგორიების (მაგალითად, მარტვილის და ოკაცეს კანიონები) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემაზე.

დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს და ამასთან, ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დაინტერესებას, იზრუნონ ტურიზმის განვითარებაზე.

რას ნიშნავს დაცული ტერიტორია? ეს არის ტერიტორია, რომელსაც სპეციალური სტატუსი აქვს მინიჭებული.  სტატუსისი მიჭიებით ტერიტორია ინარჩუნებს მის ფიზიკურ მახასიათებლებს, ასევე ხდება  კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც.

 დაცული ტერიტორია შეიძლება იყოს სახელმწიფო  ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, ან მრავლმხრივი გამოყენების ტერიტორია.

დღეს საქართველოში დაცული ტერიტორიები თავისი სტატუსით საკმაოდ ბევრია: სახელმწიფო ნაკრძალი 14.  ეროვნული პარკი 11, 20 აღკვეთილი 20.  ბუნების ძეგლი 40.  დაცული ლანდშაფტი 2.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი ერთადერთია, სადაც დაცული ტერიტორიები არ არის შექმნილი.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა, ცალკეული სახეობის ქონებები კი 100% სახელმწიფოს საკუთრებაშია. ეს მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას: მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად.

იდენტურია ქვეყანაში არსებული სიტუაცია დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც: საქართველოში სულ 87 დაცული ტერიტორიაა, ყველა მათგანი კი სახელმწიფოს საკუთრებაშია, შესაბამისად, შემოსავლის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოა.

 

 

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

08
დეკ2019

აია - სოფიას ტაძრის...

დღევანდელი ახალგაზრდობის წიგნიერების დონე დაბალია, ამბობს სულ ახლახან გამოქვეყნებული საერთაშორიოს კვ...

08
დეკ2019

დეკემბრის სიჩუმე ლის...

დეკემბერია. სიცივეა. მზის სხივები და ადამიანთა ხმა ერთიანად დააკლდა ბუნებას. ის ახლა საკუთარ თავთან...

07
დეკ2019

ლესბოსელების ევროპელ...

შვედი აქტივისტი 16 წლის შვედი იზაბელა ნილსონ ჯარვანდი (Izabella Nilsson Jarvandi) მსოფლიოში ცნობილი...

06
დეკ2019

„ფეისბუკზე“ რუსული „...

რუსული სერვისები ლიდერობენ „აყვავებულ ბზარს“, რომელიც სოციალური ქსელებით ადამიანების მანიპულირებას ე...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.