თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

საქართველოში ბიზნესის დაწყებას აპირებს ქართველი ემიგრანტი ისრაელიდან ავი თეთრუაშვილი. citizens.ge ბიზნესმენს ისრაელი-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეხვდა და ინტერვიუ ჩამოართვა. „მოგების მიზნით ბიზნესის კეთება საქართველოში არ ვაპირებ. აქ დავიბადე, მიყვარს ეს ქვეყანა, მისი კულტურა, პოეზია. საქართველოს მიმართ რომანტიკული და მშობლიური განცდა მაქვს. დავიბადე სამტრედიის რაიონის დაბა კულაში, 10 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან ისრაელში გადავედით საცხოვრებლად.

დედა ყოველთვის მეუბნებოდა: „არ დაგავიწყდეს შვილო, სად ხარ დაბადებული, შეინახე შენი მშობლიური ენა. აქ რომ ჩამოვედი ბავშვობაში დაზეპირებული გალაკტიონ ტაბიძისა და ვაჟა-ფშაველას ლექსები ერთ წუთში გამახსენდა, ახლაც ზეპირად ვიმეორებ, თუმცა ქართულად თავისუფლად მანიც ვერ ვსაუბრობ. ოჯახით ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში, ჩემს შვილსაც შეუყვარდა ეს ქვეყენა.   

-კონკრეტულად რა საქმის წამოწყებას ფიქრობთ საქართველოში?

- ყველაზე მთავარი სატკივარი უმუშევრების დასაქმებაა. მსხვილი  ინვესტიცია, რომ ჩადო საქართველოში, მაგალითად 10 მილიარდი დოლარი წარმოებაში და ტექნოლოგიური პროცესები რობოტებით ააწყო, შეიძლება დიდი მოგების მიღება, მაგრამ ამ გზით ბევრი ადამიანი არ დასაქმდება. უმუშევრობის საკითხის გადაჭრას სხვა მიდგომა ჭირდება. საქართველოს მოსახლების უმეტესობა სოფლად ცხოვრობს, მთაში, ბარში. ამ ადამიანების დასაქმებისთვის  მსურს მცირე ბიზნესები გავაკეთო, მცირე ინვესტიციით, მაგალითად, აგროტური, როგორც იტალიაშია.

-რას ნიშანავს მცირე ბიზნესი აგროტურში?

-დიდი ინვესტიცია არ არის საჭირო, საქართველოს კარგი მდებარეობა უჭირავს, მუშახელი არის, ცოტა ტექნიკა და ცოდნაა მოსატანი. მცირე ინვესტიცია არის  და რაც მთავარია მარკეტინგია გასაკეთებელი.  

-ახლა საქმის წამოწყების რა ეტაპზე ხართ და საიდან იწყებთ აგროტურს?

-კომპანიის დაფუძნებისა და რეგისტრაციის ფორმალურ მხარეს ვაგვარებ. მსურს საქართველოს სამ რეგიონში მოეწყოს აგროტურები, თავდაპირველად კახეთიდან ვიწყებ. ერთი წერტილი იყალთო იქნება, ალაზნისკენ ავიღებთ ორ, პატარა ტბას, ამისთვის მთავრობამ გზა უნდა მიიყვანოს და ინფრასტრუქურა მოაწყოს. ამ ადგილებს კარგად დავალაგებთ, აგროკულტურების მინდორს მოვაწყობთ და ფერმერების სადემონსტარციო ბაზარსაც გავხსნით.

-რა მოცულობის ფართობზე აპირებთ აგროკულტურების მინდორის მოწყობას?

-იყალთოში გარიგების საგანი იქნება 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეც შეიძლება ჩვენი პარტნიორი გახდეს, ან ამ ქონებას მისგან მთლიანად ვიყიდით.

-საინტერესოა 10 ჰექტარზე რა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ ტურისტი მიიზიდოთ?

-თავადაპირველად ვიზიტორების ცენტრს მოვაწყობთ, რომელშიც თავს მოიყრის რესტორანი, ფერმერის სადემონსტრაციო ბაზარი. ფერემერები ამ ბაზარზე პროდუქტებს გამოფენენ, კაკლის მურაბას და ჩურცხელას „დაანახებენ", ტურისტი სოფილადან სოფელში აღარ ივლის, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და კოხტად იქნება გაკეთებული. ასევე ტურში შევა ტბაზე თევზაობა, რესტორანში დასვნება და ღამის დასვენება. ოთახები იქნება სოფლური-პატარები, გრანდიოზული სასტუმრო არ არის საჭირო. ერთი ნომრის ღირებულება 50 დოლარზე მეტი არ იქნება.

-ვის შესთავაზებთ ამ ტურს.

-ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება აგროტურზე ევროპელი ტურსიტების მხრიდან, რუსებსაც მოვიზიდავთ. აგროტური მოსწონს იმ კატეგორიას ადამიანების, ვისაც ფეხით ხეტიალი უყვარს და არა ვაჭრობა.

-ფეხით მოხეტიალე მილიონობით ადამიანი შემოვიდა საქართველოში გასულ წელს.

-სხვათა შორის, მინისტრს დაუსვი შეკითხვები: 5 მილიონი ტურისტი, თუ შემოვიდა გასულ წელს საქართველოში, სად წავიდა, როგორ გაერთო, რომელ ტურს მიანიჭია უპირატესობა. კითხვებზე პასუხი მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არ ჩანს, ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ოფიციალურ სტატისტიკას, თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ  საქართველოში უფრო მეტი ტურისტი შემოდის, ვიდრე ისრაელში, ეს სისულელე. შეიძლება ვიზიტორების რაოდენობას საქართველოს ტრანზიტის ფუნქცია, ან ვაჭრობა განაპირობებს, აუცილებელია ტურისტების ზუსტი რაოდენობა ხელისუფლებამ ინვესტორებს ჩააბაროს, რათა მათ მარკეტინგი სწორად განსაზღვრონ.

-კიდევ რომელ რეგიონებში აპირებთ აგროტურის განვითარებას?

-იმერეთი და რაჭა. აქაც ექსპერმენტი უნდა ჩავატაროთ.

-რამდენ ადამიანს მოემსახურებით იყალთოში და რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებთ?

-თავდაპირველად, მილიონი დოლარის ებრაული კაპიტალი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სამივე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, რაჭა) ბიზნესი აეწყოს.

-ისრაელში ბიზნესის რა სეგემნეტში მუშაობთ

-უძრავი ქონება, სასტუმროები, კომერციული ცენტრი.

-თქვენ, როგორც ჩანს მცირე ბიზნესით ხართ დაინტრესებული.

-ვფირობ, საქართველო  განვითარდება მცირე საწარმოების გახსნით, დიდი და გრანდიზული  საქმე მდიდრებს გაამდიდრებს, ეს დაიმახსოვრეთ.

-ამ ფორუმის დევიზია „მოიძიე შენი პარტნიორი", თქვენი პარტნიორები იყალთოში ადგილობრივები იქნებია?

-დიახ, მათ მიწა ექნებთა, ჩვენ თანხას და ტექნიკას ჩამოვიტანთ და ექსპერტებს მოვიწვევთ. თუმცა აგროტექნიკის შესყიდვა ძალიან ფაქიზი საკითხია. ევროპაში დღეს ბუნებრვი ხილი და ბოსტნეული უნდათ, ისრაელის ტექნოლოგიების  გამოყენებით, შეიძლება დიდი მოცულობით მოვიდეს ხორბალი, მაგრამ არა ბუნებრივი იქნება და ხარისხიც შესაბამისია.

- ეკოლოგიის დაცვას გულისხმობთ?

-დიახ, ეკოლოგიური პროდუქტი ეს არის საქართველოს ეკონომიკის წარმატების ნამდვილი გასაღები. ცნობილია, რომ ბიზნესის კეთების დროს ადგილს და ხალხს კი არ უნდა ეჩხუბო და შეცვალო, მათთან ერთად უნდა შექმნა ღირებული პროდუქტი.  ხალხს საქართველოში მოტივაცია არ აქვს მუშაობის, თუმცა მე იმედი მაქვს ამ გაზაფხულზე ისეთ ადგილობრივ პარტნიორებს შევხდებით, რომლებსაც კარგად გაუგებთ და კახეთში საქმესაც ავაწყობთ.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.