თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

საქართველოდან ემიგირირებული მილიონ ნახევარი ჩვენი თანამემაულე ცხოვრობს მსოფლიოს 32 ქვეყნაში, უცხოეთში დღემდე მოქმედებს  200-ზე მეტი ქართული დიასპორული ორგანიზაცია, 70-ზე მეტი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, 50-ზე მეტი ქართული სკოლა, 70 მეტი სამრევლო. ქართველი ემიგრანტები,  ყოველწლიურად მილიარდი დოლარზე მეტ ფულადი გზავნილების აკეთებენ საქართველოში. ამ სიკეთის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო ერთ თვეში,  ორმაგი მოქალაქეობის მქონე 10 ათას ქართველ ემიგრანტს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა და მათი პასპორტების ანულირება მოახდინა. ეს პროცესი გრძელდება და მის შესაჩერებლად ლონდონიდან სპეციალურად თბილისში ჩამოვიდა  „გაერთინაბული ემიგრანტების" თავმჯდომარე    ზვიად ზვიადაძე.

-ორგანიზაცია „გაერთიანებული ემიგრანტები"-ს სახელით საქართველოს პრემირ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავთ თხოვნით, რომ შეწყდეს ორმაგი მოქლაქეობის მქონე ემიგრანტი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის სტატუსის გაუქმება. რომელმა უწყებამ განახორციელა ეს შეზღუდვა და რა გახდა ამის მოტივი.

 

-ბევრმა საქართველოს მოქლაქემ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში,  სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო. ამავდროულად მათ არ დატოვეს საქართველოს მოქალეობა, რადგნაც არ სურთ ამ სტატუსის დაკარგვა. საქართველოს მოქმედი კანონომდებლობით, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, მაშინ ეს საფუძველი ხდება მისი მოქალაქეობის დაკარგვის. თუმცა კანონის ამ მოთხოვნის შესრულება დღემდე არცერთ მთავრობას არ უფიქრია, ალბათ მოარლური თვალსაზრისიდან გამოდინარე.  ამ ბოლო ერთ თვის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ აღმოაჩინა, რომ 24 ათას ემიგრანტ   საქართველოს მოქალაქეს იმავდრულად აქვს   სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც და გადაწყვიტა კანონის აღსრულება. პროცედურულად ასე მოხდა ემიგრანტებს წერილები გაუგზავნეს და შეატყობინეს, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობის უფლება შეუწყდათ.

-ამ უფლება დაკარგულ ადამიანებს თუ სურვილი გაუჩნდებათ, მათთვის შესაძლბელია მოქალაქეობის ხელმეორედ მიიღება.

-ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება და მათ ახლა საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიმართონ, რათა საქართველოს მოქლაქეობა მიიგონ. ამას არც ერთი ემგრანტი არ გააკეთებს. რა გვაქვს სათხოვარი?! წართმეული მოქლაქეობის უფლების უკან დაბრუნება, ეს როგრო უნდა ითხოვო შენს სამშობლოში. პრეზიდენტს შეუძლია ეს მოქალაქეობა ემიგრანტს ან დაუბრუნოს და ან არა. კანონი ამბობს, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული დამსახურება აქვს მოქალაქეს  ქვეყნის წინაშე მაშინ შეიძლება მოქალაქეობა მიენიჭოს.

-შეიძლება ამ პროცესის შეჩერება, რას ითხოვთ პრემიერისგან?

-პასპორტების წართმევა უნდა შეაჩერონ, ეს ციფრი ძალიან დიდი იქნება. 100 ათასზე მეტი ემიგრანტს აქვს სხვა მოქალაქეობაც. მერე უნდა მოვიფიქროთ რა გაკეთდეს. ბოლოს და ბოლოს ამინისტია გამოვაცხადოთ, ყველა დანაშულზე ახლა ხომ ამინისტიას აცხადებენ, რათა საქართველოს მოქალაქეობა არ დაკარგონ ემიგრანტებმა და მათ ქვეყანაში დაბრუნების შანსი ჰქონდეთ.

-ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თუ მიმართეთ?

-თეა წულუკიანი არაფერს არ წყვეტს. ამიტომაც მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს. მართალი გითხრათ, იმის ილუზია არ მაქვს რომ ემიგრანტების მდგომარეობა გამოსწორდება და პასპორტების ჩამორთმევას მთავრობა შეწყვეტს. ალბათ ეს პრობლემა მიიჩქმალება.

-აბა ვისი დახმარების იმედით ჩამოხვედით თბილისში?

-ვაპირებთ ასევე ამ საკითხთან თხოვნთ მივმართოთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია-II-ს. ის ერთადერთია, რომელსაც ნამდვილად ვუყვართვართ და როცა ის საზღვარგარეთ ჩამოდის, ყოველთვის თხოვნით მოგმართავს: „დაბრუნდით შვილებო საქართველოშიო. ალბათ ის ინფრომირებული არ არის და არ იცის, რომ ათასობით ქართველ ემიგრანტს საქართველოს მოქალეობის პასპორტი წაართვეს და ეს პროცესი გრძელდება, ქვეყანა ასე უაზროდ კარგავს ჩვენს მოქლაქეებს.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.