თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ვახტანგ მახნიაშვილი, რომელიც პოსტ-ტრავმატულ ფონზე ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს კანადის ფედერალურ ციხეში, კვლავ ოფიციოზის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომლებიც ხელს უშლიან მის კანონის ფარგლებში ვადამდელ გათავისუფლებას. როგორც მახნიაშვილის მეუღლემ ლელა ტაბიძემ შეგვატყობინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რამდენჯერმე კრიტიკულ ზღვარსაც მიახლოვდა.

სანიმუშო ყოფაქცევისა და სასჯელის ვადის თითქმის ამოწურვის მიუხედავად, ვახტანგის ყოველი მოთხოვნა ნებაყოფლობითი დეპორტაციის, ან კანადის ციხიდან საქართველოს ციხეში ტრანსფერის მოთხოვნით ყოველ ჯერზე სრულიად გაურკვეველ წინააღმდეგობას აწყდება.

საქართველოს საკონსულო კანადაში დიდი ყურადღებას და მხარდაჭერის იჩენს. მათ რამოდენიმეჯერ პირადად ციხეშიც მოინახულეს მახნიაშვილი და მის ყველა მოთხოვნას დაუყოვნებლივ და დიდი გულისყურით ეხმიანებიან.

მიუხედავად ამისა, მახნიაშვილის ყოველ განცადებასა თუ კანონიერ მოთხოვნეაზე პასუხი კანადური მხრიდან ან ჭიანურდება, ან უგულვებელყოფილია.

სულ ახლახან, მახნიაშვილის განცხადება პაროლის შესახებ საერთოდ უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რაც აღმაშფოთებელია და ყოველგვარ საზღვრებს სცდება. ერთადერთი რასაც ვახტანგ მახნიაშვილი ამდენი ტანჯვა-წამების შემდეგ ითხოვს არის ან დეპორტაცია, ან ტრანსფერი სამშობლოში.

მაშინ, როდესაც კანადის მთავრობა ზოგადად ქვეყნიდან არასასურველი პირების დეპორტაციის პროცესის დაჩქარებაზე მუშაობს, თითქოს არავითარი საფუძველი არ უნდა იყოს მახნიაშვილის მოთხოვნის უარყოფისათვის.

ვახტანგ მახნიაშვილის აზრით, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, რომელიც დაკავების დღიდან პერმანენტულად მიმდინარეობს, არის არაკანინიერი და შელახავს მის უფლებებს და ადამიანურ ღირსებას.

შეგახსენებთ, რომ  ვახტანგ მახნიაშვილის ქალიშვილი, 17 წლის მარიამ მახნიაშვილი კანადაში, ფორესტ ჰილის კოლეჯის ტერიტორიიდან 2009 წლის სექტემბერში გაუჩინარდა.

2010 წლის მაისში ვახტანგ მახნიაშვილი კანადის პოლიციამ მეზობელზე თავდასხმის გამო დააკავა. მაშინ კანადის სასამართომ არ გაითვალისწინა შვილის დაკარგვით გამოწვეულ ვახტანგ მახნიაშვილის პოსტ-ტრამვატული მდგომარეობა.  ის 6-წლიან სასჯელს ონტარიოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.