ქეთი ჯაყელი

საქართველო, ბათუმი

ბათუმის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში, გაიმართა ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულის, ანა ნიკოლაიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა ბავშვთა საერთაშორისო დღეს და თემატურად სრულად პასუხობდა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ცნობილი მხატვრის ტილოებიდან, რომლის პერსონალური გამოფენაც არაერთხელ ჩატარებულა თბილისში, თუ მის მშობლიურ ოზურგეთში, უჩვეულოდ ბედნიერი და ხალისიანი ბავშვების გაბრწყინებული სახეები იმზირებოდნენ და  სიცოცხლის, ბედნიერების, სიკეთის, სილამაზის მუხტს აფრქვევდნენ გამოფენაზე მოსულ სტუმრებს.

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ინდური ჰანგებით იმპროვიზირებულმა კომპოზიციამ „მე და შენ", თბილისის ცხელი ზაფხულის, კიდევ ერთი სამუშაო კვირით გადაღლილი  მსმენელი „ათას ერთი ღამის" ზღაპრულ სამყაროში გადაიყვანა და თითეულ მათგანს აშლილი ნერვები კარგად დავარცხნა.კომპოზიცია ლიტველმა მუსკოსებმა რითის გრისკასმა (გიტარა) და რუთა დაუგრისკაიტემ (ფლეიტა) აღმაშენებელის გამზირზე მდებარე შთამბეჭდავ და  მყუდრო კაფე-რესტორან Folk Garden-ში, Kavkaz Jazz-ფესტივალის ეგიდით გამართულ ერთ-დღიან კონცერტზე შეასრულეს.

 

მასშტაბური თბილისური წვეულებების, „ტუსოვკებისა" და სხვა ამდაგვარი თავყრილობების აუცილებელი ატრიბუტიკისგან (მიწვეული პოლიტელიტა, ცნობილი ექსპერტები, ბიზნესმენებები) შორს მდგარი Kavkaz Jazz-ფესტივალის კონცერტს სულ რაღაც, როგორც თბილისში იტყვიან,  „50 სული ესწრებოდა", რამაც საღამოს მეტი ჰაეროვნება და მუსკის კარგად აღქმის შესაძლებლობა მიანიჭა. შეიძლება ითქვას, ეს იყო ჯაზის საღამო, ანუ ხელოვნება ხელოვნებისთვის და არა ხელოვნება მასებისთვის და ეს განაპირობა იმანაც, რომ ფესტივალი არაკომერციული ხასიათის გახლდათ.

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.