გიორგი კუჭავა

თბილისი, საქართველო

 

საიმპერატორო ბიბლიოთეკაში გათენებულმა ღამეებმა ცისის გონება ისე გაუხსნა, რომ ხარჭობის სტატუსი „აკრძალულ ქალაქის“  სატუსაღოს მიღმა დატოვა და ყველა დროის ყველაზე გავლენიან მმართველად გადაიქცა.

ჩინეთის მომავალი დედოფალი ცისი 1835 წლის 29 ნოემბერს, ერთი ღარიბი ჩინელის ოჯახში, დაიბადა. თქმულების თანახმად, მას დედამ შთააგონა ყოველდღიური, უსახური ცხოვრება გვერდზე გადაედო და უფრო მდიდრულ გარემოზე ეფიქრა. შანსიც გაჩნდა. ცისი საიმპერატორო კარის მეხუთე რანგის ხარჟა გახდა. დღეები გადიოდა. ათასობით რეზერვის ქალი ამაოდ ელოდა იმპერატორის ტახტის ხილვას.

ცისის დიდი არჩევანი არ ჰქონდა-ბევრის მსგავსად ის მდუმარედ უნდა დალოდებოდა ცვლილებას, ან ყველა საშუალების გამოყენებით ცხოვრების ახალი გზა გაეკაფა. ახალგაზრდა ცისიმ აირჩია მეორე და საბოლოოდ  წარმატებასაც მიაღწია. როგორ მიაღწია ახალგაზრდა გოგონამ, არც თუ ცნობილ ოჯახიდან ამგვარ წარმატებას?

ცისი მიხვდა, რომ ის სხვებისგან გამორჩეული და განსაკუთრებული ხარჭა უნდა გამხდარიყო. საიმპერატორო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა ქალი წიგნებს კითხულობდა. ასევე მან კარის მოსამსახურეებს სთხოვა სხვადასხვა საგნებში დახმარება.  განათლების მიღებასთან ერთად ცისიმ  შეისწავლა აკრძალული ქალაქის წესები და ეტიკეტი, მართველების ჩვევები. დროთა განმავლობაში, მომავალი დედოფალის მანერები ისე დაიხვეწვა, რომ დიდგვაროვან ქალბატონებს დაემსგავსა.

აკრძალული ქალაქი – არც ისეთი აკრძალული ყოფილა

უკვე განათლებულმა და „გონებაგახსნილმა“ ცისიმ იმპერატორ სიენ ფენის უშვილო მეუღლე მოხიბლა და მისი გულის მესაიდუმლეც გახდა. ამ ნაბიჯის გადადგმით მომავალი დედოფალი თავისი განსწავლულობით, დახვეწილი მანერებითა და მიზანსწრაფულობით, როგორც ნათქვამია: „საჭირო დროს, საჭირო ადგილას“ გაჩნდა. ასაკოვანმა იმპერატორმა ტახტის მემკვიდრის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვა. დედოფალმა  სიენ ფენის ალერსის ღირსად უკვე განსწავლული და მის ფავორიტი ხარჭა, ცისი დაასახელა, რომელიც 1856 წელს მომავალი იმპერატორის დედა (არსებობს თქმულება სუროგატ დედაზე, რომელიც მემკვიდრის გაჩენისთანავე გარდაიცვალა და დიდი, ალბათობითი ცისი მკვლელი ამ დროიდან არის) და ჩინეთის „რუხი’ კარდინალი გახდა. მას იმპერატორმა რიგი ძალაუფლება გადასცა. ამის წყალობით ცისი  ჩინეთში დედოფლის ამალაში პირველი ქალი, ანუ ჩინეთში მეორე ქალი გახდა.

უნდა ითქვას, რომ მოხერხებული საყვარელი მეორეხარისხოვან როლში დიდხანს არ ყოფილა. 1861 წელს მძიმედ ავადავამდყოფმა სიენ ფენიმ რვა უმაღლესი პირის თანდასწრებით, 6 წლის შვილი, ტუნ ჩინი მემკვიდრედ, ხოლო ცისი რეგენტად (მონარქიული სახლემწიფოს დროებითი მმართველის მოვალეობის შემსრულებელი) გამოაცხადა.  უნდა ითქვას რომ ამ გადაწყვეტილებას, ჩინეთის უმაღლესი პირები, თავდაპირველად,  შეეწინააღმდეგდნენ  და იმპერატორს რეგენტთა საბჭოს დანიშვნა მოსთხოვეს.   თხოვნა ვერ შესრულდა. სახელმწიფო ბეჭედი ცისის  ხელთ ეპყრა და შეთქმულებთან ვაჭრობდა.

 ძალაუფლების გადაცემისთანავე, ჯერ იმპერატორი და მერე დედოფალი (საკვებით მოწამვლის ვერსია არსებობს და ეს არის ცისის მეორე მკვლელობა)  გარდაიცვალა. ასე, რომ ბურთი და მოედანი  ცისის დარჩა.

გარდაქმნების სიო

უნდა ითქვას, რომ გზა მწვერვალისაკენ ცისისთვის მარტივი არ იყო. მას მუდამ უწევდა ბრძოლა არაკეთილმოსურნეებთან და კონკურენტებთან. თუმცა ბრძოლას კაცური გონიერებითა და სისატიკით, ასევე ქალური ეშმაკობითა და ინტუიციით იგებდა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩინეთი უმაღლესი დონის პატრიარქალიური ქვეყანაა, რომელიც პრაქტიკულად, საერთაშორისო ვაჭრობისთვის დაკეტილია. თუმცა დროის მოთხოვნამ პოლიტიკური გარდაქმნები დააყენა დღის წერიგში. ფრანგები და ინგლისელები, აზიაში ახალი გასაღების ბაზრებს ეძებდნენ. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით ჩინეთში ახალი იდეები გაჩნდა. იზოლაციამ, თანდათან დაკარგა აქტუალობა, მაგრამ არა ცისისთვის. რეგენტი  ცდილობდა შეენარჩუნებინა ფეოდალიზმის ძველი ტრადიციები და მოეცილებინა უცხოელები ქვეყნიდან. მაშინ, უცხოელ ვაჭრებს აშინებდნენ, მათ სავაჭრო ჯიხურებს წვავდნენ. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად უცხოელთა მხარე ადგილობრივმა ვაჭრებმა დაიკავეს, მათ სურდათ თანამშრომლობა ევროპელებთან. რეგენტმა სასტიკად დასაჯა ყველა ვინც არ იზიარებდა მის მოსაზრებას. პრაქტიკაში იყო ჩამოხჩობა, თავის მოკვეთა და სხვა. აკრძალულ ქალაქში კვლავ დაიწყო შეთქმულების მზადება რაზეც რეგენტმა გაორმაგებული სისასტიკით უპასუხა. რეგენტის ბრძანებით მოკლეს 500 ადამიანზე მეტი, მათ შორის მაღალჩინოსნებიც. ჩადენილი სისასტიკის გამო, ჩინეთში ცისის  დრაკონი უწოდეს, რადგამ მან არ იცოდა დანდობა.

 

იმპერატორი მკვდარია – გაუმარჯოს იმპერატორს

ტახტის მემკვიდრეს აღზრდას რეგენტი არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. როდესაც იგი სრულწლოვანი გახდა ეშმაკმა ცისიმ აღიარა თავის რეგენტობის დასასრული. მაგრამ, 1874 წელს, უცბად ჩინეთის ახალი იმპერატორი ავად გახდა და გარდაიცვალა. საუბრობდნენ, რომ შვილი დედამ მოკლა (ეს ნაწილობრივ ადასტურებს იმას, რომ ტახტის მემკვიდრის ბიოლოგიური დედა ცისი არ იყო).

რეგენტმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, თუ ვინ იქნებოდა ტახტის მემკვიდრე, თავის ოთხი წლის ძმისწული კუან სიუ. ამაზე რამდენიმე უმაღლესმა სახელმწიფო მოხელემ პროტესტი გამოთქვა, რაც  მათი სიკვდილით დასჯით დასრულდა.

ზაფხულის რეზიდენცია ფლოტის ნაცვლად

გადიოდა დრო, ბიჭი იზრდებოდა. ისე მოხდა, რომ ტახტის მემკვიდრეს თვალთახედვა ხშირად მამიდისგან განსხვავდებოდა. საღად მოაზროვნე თავად-აზნაურობამ მხარი დაუჭირა ახალგაზრდა მონარქს. მაგრამ რეგენტი ხელიდან არ უშვებდა მართველობის სადავეებს.

იაპონიის არმიის ჩინეთში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ცისინს სახელმწიფო ხაზინიდან გამოუყვეს თანხა სამხედრო ფლოტის მშენებლობისთვის. თუმცა, ფლოტის ნაცვლად რეგენტმა აღადგინა უცხოელ ინტერვენტების მიერ ოდესღაც დანგრეული იჰეუანი – მონარქების საზაფხულო რეზიდენცია, რომლის სიდიადეზე ლეგენდები დადიოდა.

რეგენტს ძალიან მოსწონდა რესტავრირებული სასახლე და ზაფხულის თვეებს სულ იქ ატარებდა. როდესაც სახელმწიფოს საბჭოს წევრები ეახლნენ მას, რომ ენახათ სამხედრო ფლოტი, რომელიც უნდა აგებულიყო გარკვეული დროისთვის, რეგენტმა მათ აჩვენა გასართობი გემი, რომელიც მოპირკეთებული იყო ძვირფასი ქვებით და მიუგო - „აი ჩემი ფლოტი“. ამგვარად ჩინეთის თავდაცვისუნარიანობა იყო ხელყოფილი და იაპონიამ მოიგო ომი.

უკმაყოფილობა ცისინის მმართველობით არა მარტო კარზე, არამედ უბრალო მოხელათა შორის იზრდებოდა. ცისინის ერთგულმა კარის მოხელემ მას აცნობა, რომ ახალგაზრდა კუან სიუ თავის მომხრეებთან ერთად მის დაჭერასა და სიკვდილით დასჯას აპირებდა. ცისინმა სწრაფად იმოქმედა. მისმა მომხრეებმა შეაღწიეს აკრძალულ ქალაქში და დააკავეს კუან სიუ. ევროპელ დიპლომატთა თხოვნით ახალგაზრდა იმპერატორი სიკვდილით დასჯას გადაურჩა. მაგრამ მან დარჩენილი სიცოცხლე აკრძალულ ქალაქში, შიდა პატიმრობაში გაატარა, ხოლო მისი ერთგული საყვარელი და შეთქმულების სხვა პირებიც სიკვდილით დასაჯეს. ამ სანახაობას ცისინი იმპერატორის დახტზე იჯდა, ჟასმინის ჩაის სვამდა და ისე უყურებდა.

ცინის დინასტიის დასასრული

1908 წელს აკრძალულ ქალაქში მოულოდნელად გარდაიცვალა კუან სიუ, რომელიც მოიწამლა საკვებით. „დრაკონმა“ ტახტის მორიგ მემკვიდრედ დანიშნა მცირეწლოვანი პუი. თუმცა, ბედის ირონიით, მეორე დღეს ცისინი, იმპერიის 50-წლიანი მმართველი,  თავადაც გარდაიცვალა, არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანების მოწამვლის დიდოსტატი, თავადაც ამ გზით გაისტუმრეს იმქვეყნად. ჩინეთის ელიტა და რიგითი მოსახლეობა ცისინის სიკვდილს დიდი სიხარულით შეხვდა.

1912 წელს სახალხო რევოლუციის შედეგად ჩინეთში ჩამოაგდეს უკანასკნელი მონარქი. ასე დასრულდა ცინის დინასტიის მართველობა ჩინეთში.

  

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

19
დეკ2017

2018 წლის საშიში რეგ...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ამერიკელმა ექსპერტმა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშ...

19
დეკ2017

ბიბლიოთეკიდან დანახუ...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო საიმპერატორო ბიბლიოთეკაში გათენებულმა ღამეებმა ცისის გონება ისე გა...

05
დეკ2017

ჩინეთმა რუსეთს გაუსწ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი დღეს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ველიკოდერჟავული მანიითა შეპყრობილ...

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.