გიორგი კუჭავა

საქართველო, თბილისი

 

ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების საქმეში მთავარ როლს განვითარებადი ქვეყნები შეასრულებენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ახლახანს გამოცემული ”გლობალური განვითარების ჰორიზონტების” ნაშრომის ავტორები.

2030 წლისათვის, 158 ტრილიონი დოლარს, ანუ მსოფლიო კაპიტალის ნახევარზე მეტს,  განვითარებადი ქვეყნები განათავსებენ, რომელიც დღეს 1/3-ზე  ნაკლებია.  ”გლობალური განვითარების ჰორიზონტების” მოხსენების თანახმად, მომავალი, ორი ათეული წელი, ეს არის შანსი აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის, რომლებიც კაპიტალის მოძრაობის მაჩვენებელში ლიდერები გახდებიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვნი ფაქტორია ახლგაზრდა მოსახლეობის წვლილის ზრდა ეკონომიკის განვითარებაში. 2020 წლისთვის, ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები  უზრუნველყოფს. თუ გავითვლისწინებთ, რომ 2030 წლისათვის განვითარებდი ქვეყნების მოსახლეობა გაიზრდება 1,4 მილიარდი სულით, ისინი მიიღებენ დემოგრაფიულ დივიდენდებს, განსაკუთრებით აფრიკის ”ახალგაზრდა” რეგიონები, რომლებიც საჰარას სამხრეთით მდებარეობენ და სამხრეთ აზიის ქვეყნები.

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონის განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გათანაბრების, ასევე სტრუქტურული გარდაქმნების ტემპისა და ფინანსური სისტემის განვითარების ორი სცენარი შეიმუშავეს. პირველი სცეანრის თანახმად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების დაახლოება მოხდება თანდათანობით, ხოლო მეორე სცენარის თანახმად სწრაფად.

ორივე სცენრის თანახმად იგულისხმება, რომ 2030 წლისათვის მსოფლიო დასაქმებულთა 60%-ი განვითარებდი ქვეყნების მომსახურების სფეროში დაკავებული ადამიანები იქნებია. ეს მაჩვენებელი პირდაპირპროპორციულად ასახება დემოგრაფიაზე, ანუ ურბანული დასახლება გაიზრდება, რომელიც გაზრდის მოთხოვნას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, და მათი დაფინანსება 2030 წლამდე  14,6 ტრილიონი აშშ დოლრს მიაღწევს..

რაც შეეხება რისკებს. ”გლობლური განვითარების ჰორიზონტები”-ში აღნიშნულია, რომ  აღმოსავლთ აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოსახლეობა „დაბერდება“, ანუ უფრო მეტი პენსიონერი იქნება. ეს გამოიწვევს დასაქმებულთა შემცირებას, პენსინორებზე ზრუნვას და შესაბამისად, ეს გახდება სახელმწიფო ფინანსების მდგრადობის შემაფერხებელი.

რაც შეეხება საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებს. ისინი ახალგაზრდა მოსახლეობით, ასევე ეკონომიკის ზრდის სწრფი ტემპებით, ფინანსურ პრობლემებს არ შეეჯახებიან.

ძირითადი მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის რეგიონები დაინახავენ, თუ როგორ მცირდება დანაზოგები და ინვესტიციები, ამის მიუხედავად მათი  წვლილი ინვესტიციებისა და დანაზოგების მსოფლიო საქმეში, 2030 წლამდე გაიზრდება.

ამჟამად რეგიონს გააჩნია მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დივიდენდი: ყოველ 10 შრომისუნარიან ადამიანზე საპენსიო ასაკის 4 ადამინი მოდის, რაც  ძალზედ დაბალ კოეფიციენტად ითვლება.

 ექსპერტების გათვლით, დასაქმებულთა ზრდა მალე შენელდება და შესაძლოა, უკვე 2040 წლისათვის რეგიონი გახდეს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კოეფიცენტის მატარებელი სამუშაო ადგილების ათვისების საქმეში. დემოგრაფიული ზეწოლის სურათი - საპენსიო ასაკი 5,5 ადამიანი ყოველ 10 შრომისუნარინ ადამიანზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი, როგორც რეგიონის მძლავრი ”ლოკომოტივი” შეინარჩუნებს დადებით სალდოს არსებულ ანაგრიშებზე რადგან შემცირდება სახელმწიფოს წვლილი საინვესტიციო საქმიანობაში.

აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია

ამ რეგიონებში 2030 წლისთვის მოსახლეობის ზრდის პროცესი შემცირდება ნულამდე. მიიჩნევა, რომ მოსახლეობის დაბერების პროცესი შეაკვებს ეკონომიურ ზრდას.  ეს ფაქტორი შეამცირებს დანაზოგების ნორმას უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერ სხვა განვითარებად ქვეყნებში.   მაგალითად, თურქეთში თუ შენარჩუნდება სააპენსიო უზრუნველყოფის დღევანდელი სისტემა, სახელმწიფოს ხარჯი პენსიის უზრუნველსაყოფად გაიზრდება 50%-ით. რეგიონის რიგ სხვა ქვეყნებში ასევე მნიშვნელოვნად გიზრდება საპენსიო და სამედიცინო მომსახურეობის ხარჯები.

ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის ბასეინის რეგიონი

ამ რეგიონში დანაზოგის დონე არასდროს ყოფილა მაღალი, და 2030 წლისათვის შესაძლოა ის გახდეს დანაზოგის ყველაზე დაბალი დონის მაჩვენებელი. 2025 წლამდე დემოგრაფიული ზეწოლის მაჩვენებლების შესაძლო შემცირების გამო, ფინანსური ბაზრის განვითარება (რომლის შედეგად მოსახლეობა ”რაღაც მიზეზთა გამო” ამცირებს ფინანსურ დანაზოგს) და ეკონომიური ზრდის ზომიერი ტემპები ითამაშებენ საპირწონეს როლს. ანალოგიურდ,  დემოგრაფიული მაჩვენებლის ზრდა, შემდგომ კი მისი ვარდნა გავლენას მოახდენს მუშა-ხელზე,  ამიტომაც, შესაძლოა, ველოდოთ ინვესტიციების ნორმის ზრდას მოკლევადიან პერსპექტივაში, შემდგომ კი მისი თანდათანობითი კლებას

ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა

ამ რეგიონს გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის, რომელსაც შესწევს უნარი უზრუნველყოს ინვესტიციები, ხოლო მოსახლეობის დაბერებისას შეუძლია დანაზოგების შემცირება. შესაბამისად, დადებითი სალდო მიმდინარე ანგარიშებზე ასევე ზომიერად შემცირდება 2030 წლამდე და ეს ტემპი დამოკიდებული იქნება ფინანსური ბაზრის განვითარების სისწრაფეზე. დემოგრაფიული ცვლილებები რეგიონში ადრეულ ეტაპზეა: მას ჯერ კიდევ ახასიათებს მოსახლეობისა და მუშა-ხელის სწრაფი ზრდა, თუმცა ამასთან ერთად იზრდება ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვი. დანაზოგის სტრუქტურაზე გავლენას იქონიებს მცირე, ოჯახური მეურნეობებიც. მაშინ, როცა  ოჯახში რამდენიმე თაობის წარმომადგენელი ცხოვრობს, მათი აქტიურობა მოხუცებულების საქმიანობას ეყრდნობა, ამ შემთხვევაში

სამხრეთ აზია

2030 წლამდე ეს რეგიონი იქნება მათ შორის, რომლებსაც მსოფლიოში მაღალი მაჩვენებელი ექნებათ, დანაზოგისა და ინვესტიციების კუთხით. რეგიონს გააჩნია შესაძლებლობები სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის და ფინანსური სექტორის განვითარების.

სამხრეთ აზიის რეგიონი ”ახალგაზრდა” რეგიონია და დაახლოებით 2035 წლისთვის აქ შესაძლოა იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი შრომისუნარიანი ადამიანი.

რეგონში მოსალოდნელია, საერთო ინვესტიციების წვლილი გადამამუშავებელ სექტორში გაორმაგდეს, ხოლო ინვესტიციები მომსახურეობის სექტორში 8%-ით გაიზარდოს.

საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები

ამ რეგიონის ქვეყნებში ინვესტიციების ნორმა სტაბილური იქნება, რადგან გაიზრდება მუშა-ხელის რაოდენობა. ფინანსური ბაზრის ეტაპობრივი განვითარების სცენარის თანახმად, მხოლოდ ამ რეგიონში არ შემცირდება დანაზოგის ნორმა, რადგან მოსახლეობის დაბერების ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

სწრაფი განვითარების სცენარის თანახმად, აფრიკის ღარიბ ქვეყნებში ფინანსური ბაზარი უკეთ განვითარდება და უცხოელი ინვესტორების დაინტერესება რეგიონისდმი გაიზრდება. ეს რეგიონი მსოფლიოს ყველაზე ”ახალგაზრდა” რეგიონია. შემდგომი ორი ათეული წლის მანძილზე, ამ რეგიონს დაჭირდება ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები.

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.