citizens.ge

საქართველო, თბილისი

 

„ადგილწარმოშობის დასახელების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგსტრაციის შესახებ  ლისაბონის შეთანხმების“  ხელმომწერ, რამდენიმე  ქვეყანაში,  ქართული ღვინო, მინერალური წყალი და ყველი, უკვე იყიდება. ჩინეთში რეგისტირებულია მუკუზანი, ტვიში და ჭაჭა. რეგისტრაციის პროცესშია წინანდალი, ქინძმარაული და ხვანჭკარა. და რაც მთავრია 2017 წლის აპრილში პირველად გაიარა, წინასწარი, რეგისტრაცია ქართულმა მინერალურმა წყალმა „ნაბეღლავი“.

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ქონების ზუსტი აღწერა და აღრიცხვიანობის მოწესრიგება, გადასახადის ზუსტად გამოთვლას ნიშნავს-სწორედ რომ ამ შანსის გამოყენების გზას დაადგა მთავრობა.  დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში, დამისამართების პროექტის ფარგლებში, უძრავი ქონების აღწერა და ინვენტარიზაცია დასრულდა. ბოლო მონაცემებით,  ფოთში - აღიწერა 20 565 უძრავი ქონება, ლანჩხუთში -  3 444 ერთეული, სამტრედიაში - 11 938, სენაკში - 10 382, ხოლო ზესტაფონში აღიწერა 10 140 ერთეული უძრავი ქონება. პროექტის შედეგების პრეზენტაცია დღეს თბილისის იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან გომელაურმა გამართეს.

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

"ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბედუქიძე ვინ დააფინანსა და რატომ მიიწივია უკრაინამ მრჩეველად ამ თემის განხილვა ჩემი საუბრის ძირითად საგანს არ წარმოადგენს. როგორც იურისტი, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაყიდვის დროს, უშუალოდ ვიყავი ჩართული პროცესებში. თავდაპირველად, ქარხნის რეაბილიტაცია ბენო ქაშაკაშვილის მმართველობით წარიმართა. მოგვიანებით, ობიექტის გასხვისებაში კახა ბენდუქიძე ჩაერთო. პროცედურულად, მთელი ეს იურიდიული და ფინანსური გადათამაშება, რაც მაშინ მოხდა, ჩემთვის ცნობლია.  კარგად ვიცი ამ ობიექტის გასხვისებაზე ჟავანიას და სააკაშვილს შორის რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი",-ამის შესახებ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელმა, გრიგოლ გაგნიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

თინა შავაძე

საქართველო, თბილსი

ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). მაგრამ მეუღლეებს შეუძლიათ ეს წესი  საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით შეცვალონ. ხელშეკრულებით განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც თანაცხოვრების დროს, ასევე განქორწინებისას.

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ჩინეთში  ცნობილი ოპოზიციონერი ქალი ჟურნალისტი გაო იუ დააკავეს. მას ბრალი  სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უცხო ქვეყნებისთვის გადაცემაში წაუყენეს. ამის შესახებ ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ხინჰუა" იუწყება.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.