თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

"ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბედუქიძე ვინ დააფინანსა და რატომ მიიწივია უკრაინამ მრჩეველად ამ თემის განხილვა ჩემი საუბრის ძირითად საგანს არ წარმოადგენს. როგორც იურისტი, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაყიდვის დროს, უშუალოდ ვიყავი ჩართული პროცესებში. თავდაპირველად, ქარხნის რეაბილიტაცია ბენო ქაშაკაშვილის მმართველობით წარიმართა. მოგვიანებით, ობიექტის გასხვისებაში კახა ბენდუქიძე ჩაერთო. პროცედურულად, მთელი ეს იურიდიული და ფინანსური გადათამაშება, რაც მაშინ მოხდა, ჩემთვის ცნობლია.  კარგად ვიცი ამ ობიექტის გასხვისებაზე ჟავანიას და სააკაშვილს შორის რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი",-ამის შესახებ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელმა, გრიგოლ გაგნიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

გრიგოლ გაგინძე ამბობს: „რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის პრივატიზაცია   2004 -2005 წლებში გამოცხადდა. გამოცხადებიდან  მეორე დღეს,   ხელშეკრულება  ბიზნესმენებად წოდებულ ,,რუს იტალიელებთან" გაფორმდა. თუმცა ამ ჯგუფთან პარტნიორულ ურთიერთობას,  მაშინდელი პრემიერი  ზურაბ ჟვანია არ დაეთანხმა. პრემიერისა და  ეკონომიკის მინისტრის მოადგილის  ნათია თურნავას ხელმოწერილ დასკვნაში  წერია, რომ გაყალბებული დოკუმენტებით ადგილი ჰქონდა  100 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო  ქონების მითვისება- გაფლანგვას. ამ საქმეზე იმ პერიოდში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ჩართული იყო ინტერპოლი. 

ხელისუფლების ერთი ჯგუფი, მაშინდელი რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის ინვესტორებს ე.წ.,,რუს იტალიელებს"   არასანდო და საეჭვო რეპუტაციის პირებად მოიხსენიბდა. თუმცა, ჟავანიას დაღუპვის შემდეგ,  ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ,,რუს იტალიელ" ბიზნესმენებთან გააფორმა მემორანდუმი-შეთანხმება,  რომელიც დღემდე გასაიდუმლებულია.

სწორედ რომ,  მოგვიანებით, ამ გასაიდუმლებული დოკუმენტის წყალობით, საქართველომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოზე ,,რუსი იტალიელებთან" პროცესი წააგო და ქართულ მხარეს ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი დოლარის, ჯარიმის სახით გადახდა,  ,,რუსი იტალიელების" სასარგებლოდ დაეკისრა.

რა მაქინაციას ჰქონდა ადგილი?

გრიგოლ გაგნიძის განმარტებით, „რუსმა იტალიელებმა"  ეკონომიკის მინისტრ  კახა ბენდუქიძესთან  გაფორმებული ხელშეკრულებით, ყველა  პოტენციურ  ინვესტორს გაუგზავნეს  მესიჯი,  რომ მათ გადახდილი ჰქონდათ ბეს სახით 1 000 000 დოლარი, ხოლო  ხელშეკრულების მოცულობა  11 მილიონ აშშ.დოლარს შეადგენდა.

ამის გამო, ყველა პოტენციურმა ინვესტორმა  სართაშორისო კომპანიამ  უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, ხოლო ,,რუსმა იტალიელებმა" ქარხანა გააკოტრეს.

მოგვიანებით ქარხნა „რუსმა იტალიელებმა" სხვა კომპანიას მიყიდეს, რომელსაც მაშინ ძმები ბეჟუაშვილები აკონტროლებდნენ.

ამ გარიგების მიუხედავად, უკმაყოფილო „რუსმა იტალიელებმა" ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში პროცესი მოიგეს და მაშინდელი  ფინანსთა მინისტრის  ზურაბ ნოღაიდელის წყალობით, რამდენიმე მილიონი უკან დაიბრუნეს".

ამ მაქინაცებს ხელს უწყობდა კახა ბენდუქიძე.

შედეგად ქვეყანამ დონბასელი ინვეტორები დაკარგა, რომლებიც ქარხნაში   135 მლ. დოლარის ჩადებას აპირებდნენ.

ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე ბენდუძიძის მიერ მიჩქმალული მაქინაციური სქემის გამოძიებას პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურს  და მთავარ  პროკურატურას სთხოვს.

სხვათა შორის, ადვოკატები ბევრი მსგავსი საქმის გამოძიებას მოითხოვენ, რომლებიც ქონების გასხვისებას, ან წართმევას შეეხება. თუმცა ეს პრეცედენტი უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და ბიუჯეტის თანხების არმიზნობრივ ხარჯვას შეეხება, მოდავე ამ შემთხვევაში, არა ერთი იურისტი გრიგოლ გაგნიძეა, არამედ საქართველოს მოსახლეობა, რომლიც მის მიერ შეგროვილი თანხების ხაზინიდან არასამართლებრივ ხარჯვას და ასევე სახელმწიფო ქონების არმიზნობრივი გამოყენების გამოძიებას მოითხოვს.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.