თინა შავაძე

საქართველო, თბილსი

ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). მაგრამ მეუღლეებს შეუძლიათ ეს წესი  საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით შეცვალონ. ხელშეკრულებით განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც თანაცხოვრების დროს, ასევე განქორწინებისას.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც თანაცხოვრებამდე არსებულ, ასევე თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, ან დაადგინონ თითოეულის წილობრივი, ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.

მეუღლეებს ასევე უფლება აქვთ განსაზღვრონ ქონება, რომელიც  თითოეულს ქორწინების შეწყვეტისას გადაეცემა. 

აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება ისეთი პირობის წაყენება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ჩაადგებს ერთ-ერთ მეუღლეს.

ასევე საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, აგრეთვე საალიმენტო მოვალეობანი და დავის შემთხვევაში-სასამართლოში მიმართვის უფლება.

დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც ერთ-ერთ მეუღლეს უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

საქორწინო ხელშეკრულების დადების წესი

  • საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს.
  • საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.
  • საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით. 
  • საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს, ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
  • მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია.
  • საქორწინო ხელშეკრულება ასევე წყდება განქორწინებისას.

რეგისტრაციის წესი და პირობები

საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (ერთ-ერთმა მეუღლემ) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

საქორწინო ხელშეკრულების შესახებ განმარტება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოამზადეს.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.