citizens.ge

საქართველო, თბილისი

 

„ადგილწარმოშობის დასახელების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგსტრაციის შესახებ  ლისაბონის შეთანხმების“  ხელმომწერ, რამდენიმე  ქვეყანაში,  ქართული ღვინო, მინერალური წყალი და ყველი, უკვე იყიდება. ჩინეთში რეგისტირებულია მუკუზანი, ტვიში და ჭაჭა. რეგისტრაციის პროცესშია წინანდალი, ქინძმარაული და ხვანჭკარა. და რაც მთავრია 2017 წლის აპრილში პირველად გაიარა, წინასწარი, რეგისტრაცია ქართულმა მინერალურმა წყალმა „ნაბეღლავი“.

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა  და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის  (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყების მიერ, ქართული მინერალური წყლის  „ნაბეღლავი“-ის   ადგილწარმოშობის დასახელებაზე  რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ მიიღეს“ -ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს ინტელექტუალური დაცვის ნაციონალურმა ცენტრმა (საპატენტი) გაავრცელა.

2016 წელს „საქპატენტმა“ ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებას განაცხადით მიმართა და  მინერალური წყალი ,,ნაბეღლავი“-ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა. მოხდა ისე, რომ ცნობილი ქართული ბრენდი ჩინეთში, ორმა ჩინურმა კომპანიამ თავის სახელზე დაარეგისტრირა. მათ საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ უწყებაში უჩივლა და არაკეთილსინდისიერი მეწარმე -სუბიექტების დასჯა მოითხოვა. დავა სასამართლოში ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა და ჩინურ კომპანიებს ,,ნაბეღლავის“ რეგისტრაციები გაუუქმდათ.

საქპატენტში ამბობენ, რომ ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა, როგორც ჩინეთში, ისე  სხვა ქვეყნებში დადებით გავლენას მოახდენს ქართული ბრენდების დაცვის საქმეზე და ხელს შეუწყობს მათ უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას.

 

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

19
დეკ2017

2018 წლის საშიში რეგ...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ამერიკელმა ექსპერტმა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშ...

19
დეკ2017

ბიბლიოთეკიდან დანახუ...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო საიმპერატორო ბიბლიოთეკაში გათენებულმა ღამეებმა ცისის გონება ისე გა...

05
დეკ2017

ჩინეთმა რუსეთს გაუსწ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი დღეს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ველიკოდერჟავული მანიითა შეპყრობილ...

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.