მარი ბოლქვაძე

თბილისი, საქართველო

citizens.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ირანიდან იმპორტირებული 100  ტონა არმატურის საქართველოს ბაზარზე შემოტანა შეჩერდა. საზღვარზე განხორციელებული შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ირანული არმატურა საქართველოში დადგენლი ხარისხის სტანდარტს  არ შეესაბამება. მოქმედი კანომდებლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 ივლისს ირანული არმატურის საზღვარზე დაკავება, ირანის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას სეიდ ჯავად ყავამ შაიდის არ მოეწონა და მაშინვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საპროტესტო წერილით მიმართა.

 ეს ფაქტი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხდეველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით გიგინეიშვილმა citizens.ge-ს დღეს დაუდასტურა.

ასევე 31 ივლისს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში მისმა აღამტებულებამ პასკალ მენიემ გააპროტესტა ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები და განსაკუთრებით აღნიშნა: „მოხარული ვარ, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ფარანგული კომპანია, რომ შეარჩიეთ, მნიშვნელოვანია ფინანსების დროულად მოზიდვა, ინვესტიციის გარეშე, კომპანია ვერაფერს გააკეთებს“.

  ამ  განცხადებამდე ერთი დღით, ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ანაკლიის პორტის სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარდგენის ვადა 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.

თავდაპირველად, 25 ივლისს, ამერიკის საელჩომ გაავრცელა სპეციალური განცხადება. ამ განცხადებაშიც აშშ-ის ელჩის მოვალების შემსრულებელმა მისმა ამღამტებულებამ  ელიზაბეთ რუდიმ თავისი პოზიცია გაასაჯაროა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების გამო და დასძინა: „შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში“.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩართულია ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების საქმეში, როგორც დონორი ორგანიზაცია. მართალია, უშუალოდ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას ანააკლიის პორტის მიმართ კომერციული ინტერესები არ აქვს, მაგრამ, ამის საპირწონედ, სამომავლოდ ანაკლიის პორტის პროექტში ჩარეთვებიან ის საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა ერთ-ერთი დამფუძნებელიც აშშ-ია, როგორც სახელმწიფო.

ზოგადად ნებისმიერი ქვეყნის საელჩოს განცხადება უნდა შეთანხმდეს საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინსტროს შესაბამის უწყებასთან. აშკრაა, ზემოთ დასახელებული სამივე ფაქტის შემთხვევაში საქმე გვაქვს პროცედურულ დარღვევასთან. აბა სხვაგვარად როგორ უნდა შეფასდეს, საქართველოში დილას განვითარებული მოვლენას უცხოეთის ქვეყნების ელჩები მაშინვე აპროტესტებენ-აფრიალებენ საპროტესტო წერილებს და ფეხს აბაკუნებენ.

მეორე საეჭვო გარემოება, ის არის, რომ ზემოთ დასახელებული სამივე ფაქტის შემთვევაში, ირანის, საფრანგეთისა და ამერიკის ელჩები საკუთარი ქვეყნების ბიზნესინტერესების დაცვას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის  მოხდენას, საპროტესო წერილებით, ცდილობენ. ეს არ არის კარგი ამბავი და შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს.

მსგავსი განწყობებისთვის ნიადაგი დიდ ხანია მომწიფებულია. საქართველო ის ქვეყნაა, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს, რადგანაც ჩვენი სახელმწიფო ყველასთვის ღიაა. მაგალითად, სახელმწიფო ტენდერებში უცხოურ კომპანებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, დღემდე ამ საქმეში არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს.

წარმოგიდგენიათ, ქართულ კომპანიებმა, რომ გამოხატონ ინტერესი, მეზობელი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღებისა, ვთქვათ ამის ნებას საფრანგეთი მისცემდა. ეს მაშინ, როცა ადგილობრივი მეწარმეები დიდი ხანია ითხოვენ, რომ სახელმწიფო ტენდერებში გარკვეული შეღავათები დაწესდეს და ამ გზით  მათ მიცეთ საშუალება, უცხოურ კომპანიებთან შედარებით, მეწარმეობის უნარი აიმაღლონ.

როგორ იქცევიან სხვები? - სულ ახლახანს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები სახელმწიფო ტენდერში აღმოჩენილი დარღვევის გამო დააკავეს. მათ ბრალი ედებათ აზერბაიჯანულ კომპანიასთან გაფორმებულ კორუფციული გარიგებაში მონაწილეობა. ჩვენი მეზობელი ქვეყნის კომპანია „სოკარი“  საქართველოს რეგიონების გაზით მომარაგების საქმეში ბუნებრივი მონოპოლისტია და მთლიანი ინფრასტრუქტურა მის საკუთრებაშია. ამის საპირწონედ, ბაქომ არაფრის დიდებით არ დაუშვა სამხრეთ კავკასიის ორი უმსხვლესი ბანკი-„საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“-საკუთარ ბაზარზე და ის უფრო შორს წავიდა. ახლა კახეთში ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილის დავით გარეჯის წართმევას ცდილობს.

გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ   პარტნიორი ქვეყნების ელჩები საქართველოს განიხილავენ როგორც ტერიტორიას და არა როგორც სახელმწიფოს. თუმცა ფაქტები მიგვანიშნებენ მსაგავსი განწყობის არსებობაზეც.

საქართველოს მთავარი საზრუნავი მისი უსაფრთხოებაა და აქედან მოდის ჩვენი ხალხის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა და ის რეფერენდუმითაც არის დადსტურებული.  თუმცა დღემდე ვერ ვხედავთ უცხოეთის ქვეყნების ღრმა შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ჩვენი დადასტურებული სწარფვა ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე იგნორირებულია. მათი სუსტი პოზიციის ფონზე თბილისიდან 100 კილომეტრის დაშორებით დგას, რუსის ჯარი.

და ახლა საინტერესოა, სანამ ნატოს ჯარი არ ჩადგება საქართველოში, გამართლებულია თუ არა ანაკლიის პორტის აშენება, რომლის გამოც ასე შეშფოთებული არიან საფრანგეთისა და ამერიკის ელჩები საქართველოში.

 

 

 

 

 

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

09
ოქტ2019

ქართული „საცუმა“ ევრ...

citizens.ge თბილისი, საქართველო ევროპული ჯიშის „კლემენტინი“ ქართული მანდარინისგან ერთი რამით განსხვა...

07
ოქტ2019

„ტვინის გამორეცხვის“...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი ცდილობს ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.