citizens.ge

თბილისი, საქართველო

მედია ბაზარზე ჟურნალ-გაზეთები, ონლაინ გამოცები და რადიო არხები, ჟურნალისტებს უფრო ნაკლებ ხელფასს უხდიან, ვიდრე ტელე-არხები. უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ სარეკლამო ბაზარის 80 პროცენტი რუსთავი 2-სა  და იმედი-ს შორის ნაწილდება. და მეორეც, წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი ტელე-კომპანიები სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდიან. აბა ასეთი რამე გაბედოს, გაზეთმა, ან ონლაინ გამოცემამ. მათ, სულ მცირე 400-ლარიანი ხელფასის 20 პროცენტი საშემოსავლოს სახით ბიუჯეტში უნდა გადარიცხონ.

უსამართლო და არაკონკურენტუნაირან გარემოში მყოფი პრესა ცდილობს რეიტინგი ყვითელი და საკანდალური მასალების გავრცელებით მოიპოვოს. ბაზრის ამ იძულებითმა ტრენდმა უარყოფითად იმოქმედა ჟურნალისტების მოტივაციასა და პროფესიონალიზმზე. ამის გამო, არგუმენტებითა და ფაქტებით გაჯერებულ სტატიებს არავინ აღარ წერს. შესაბამისად ჭორაობს ყველა ვისაც არ ეზარება, პოლიტიკოსი, თუ ექსპერტი, ახლა მათ რიგებს ბიზნესმენებიც შეემატნენ და ასეთი შინაარსიის ტირაჟირებას აკეთებს მედია საშუალებების დიდი უმრავლესობა. ამის საპირწონედ, მკითხველი, თუ მაყურებელი ზუსტად ვერ იგებს, თუ რა ხდება ყვეყნაში, ან მის საზღვრებს გარეთ.

დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სამი ტელევიზიის ვალის შესახებ ისაუბრა და დაგვპირდა, რომ ისინი ვალებს გადაიხდიან და ყველა მედია მოთამაშე თანაბარ პირობებში იქნება.

 ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ჩამოწერა. დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. არსებობენ სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარები, მაგრამ იხდიან პატიოსნად. ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ და არ არის სამართლიანი. ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს.

რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არისიმედი“ „რუსთავი 2“ დამაესტრო“. „რუსთავსაქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონის ფარგლებში დამაესტროს“ 8 მილიონზე ცოტა მეტი.

ვნახოთ, დაპირებას შეასრულებს, თუ არა ფინანსთა მინისტრი და შეცვლის თუ არა მედია გარემოს, რომელშიც გადასახადებს ყველა ერთნაირად არ იხდის.

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

09
ოქტ2019

ქართული „საცუმა“ ევრ...

citizens.ge თბილისი, საქართველო ევროპული ჯიშის „კლემენტინი“ ქართული მანდარინისგან ერთი რამით განსხვა...

07
ოქტ2019

„ტვინის გამორეცხვის“...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი ცდილობს ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.