მარი ბოლქვაძე

თბილისი, საქართველო

ქუჩური გარჩევების დროს ადამიანები, ერთმანეს აგინებენ, წყევლა-კრულვას უგზავნიან, ემუქრებიან, ან უშვერ სიტყვებს ეძახიან. მსგავსი ტემინოლოგით, პიროვნების საზოგადებასთან ურთერთობის ამ ფორმამ ჯერ სოციალური ქსელები მოიცვლა, ახლა კი მედიაში გადმოინაცვლა და ის, რეიტინგის მოპოვების, საუკეთესო, საშუალება გახდა.

 საზოგადების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნების დროს მედიით ბილწსიტყვაობის გავრცელება, რომელსაც ახლა „სიძულვილის ენა“-ს ეძახიან, უნდა დაჯარიმდეს. მეორე ნაწილი არ ეთანხმება და ჯარიმის გამოყენებას თავისუფალი სიტვის შეზღუდვად მიიჩნეევს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, დღეს ერთობლივი განაცხადით გამოეხმაურა.  ორგანიზაციებს (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),  ლიბერალური აკადემია თბილისი),  რამდენიმე ინიციატივა მიუღებლად მიიჩნევს.

რა მოსწონთ და რა არა ამ ორგანიზაციების წარმომადგენელებს?წარმოდგენილი ინიციატივებიდან მისასალმებელია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შემოთავაზებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება . . რეგრესული წესით მოხდება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს პარტიების მიერ მიღებულ დაფინანსებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებს, სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეიცავს არაერთ პრობლემურ საკითხს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეგულაციები, რაც გამოხატვის თავისუფლებას და მედიას უკავშირდება.

სიძულვილის ენის რეგულირება: შემოთავაზებული ცვლილებებით, საარჩევნო კოდექსის 45- მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ტექსტს არ უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის და მათ მხარდამჭერების მოწოდება/განცხადება ემატებასიძულვილის ენა და ქსენოფობია“.

სიძულვილის ენის ამ სახით რეგულირება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში დამკვიდრებულ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტთან.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სიძულვილის ენის განმარტებას. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება გამოიწვევს გაუგებრობას ტერმინის შინაარსთან დაკავშირებით, რაც თავის თავში შეიცავს სიძულვილის ენის არასწორი ინტეპრეტაციის რისკს.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მასშტაბურ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა არა სიძულვილის ენა, არამედ პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მიერ წარმოებული დისკრედიტაციული და მკვეთრად ნეგატიური კამპანია, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.

თუმცა, კანდიდატ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მსგავსი ნეგატიური კამპანია მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებული იყო, როგორცსიძულვილის ენა“.

სინამდვილეში, სიძულვილის ენა, რაც გულისხმობს რასისტულ, ქსენოფობიურ, ანტისემიტურ და მსგავსი შინაარსის განცხადებებს, რომელიც კონკრეტული ნიშნიდან გამომდინარე პირთა გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული, გასულ არჩევნებზე შედარებით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა და პოლიტიკოსთა მხრიდან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იყო გამოყენებული.

 ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი უკვე შეიცავს ამკრძალავ ჩანაწერს ეროვნული შუღლისა და რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებისკენ მოწოდების თაობაზე.

რას გულისხმობს ანტირეკლამის შეზღუდვა: შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო სუბიექტის სარეკლამო რგოლის 25%-.

მოცემული ცვლილება ასევე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.

კანონმდებლობის თანახმად, ანტირეკლამა წარმოადგენს აგიტაციის დაშვებულ ფორმას. შესაბამისად, პოლიტიკურიპარტიის გადასაწყვეტია როგორ კამპანიას აწაროებს ის, როგორ მოახდენს ამომრჩეველთან კომუნიკაციას და რა დოზით მიმართავს ანტირეკლამას.

როგორც საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, ნეგატიური კამპანია პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს, თუმცა ეს არის დაბალი პოლიტიკური კულტურითა და ეთიკის სტანდარტებით გამოწვეული. ეს არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი.

გარდა აღნიშნულისა, პრაქტიკაში შესაძლოა ბუნდოვანი იყოს თუ როგორ უნდა მოხდეს ანტირეკლამის გაზომვა. ეს კი, მედიაზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას ქმნის, ვინაიდან კანონპროექტი რეკლამის დამკვეთის მხრიდან მოცემული მოთხოვნის დარღვევაზე მედია საშუალების პასუხისმგებლობასაც ადგენს.

რეკლამის შინაარსზე მედიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება: კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ის, რომ შემოთავაზებული ცცვლილებებით მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება შეამოწმოს პოლიტიკური რეკლამის შინაარსი და არ განათავსოს რეკლამა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი ითვალისწინებს მაუწყებლისთვის რეკლამის განსაზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობით ჯარიმის დაკისრებას.

აღნიშნულ რეგულაციას მსუსხავი ეფექტი ექნება მედიაზე საარჩევნო პერიოდში. შემოთავაზებული ცვლილებები ერთი მხრივ გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედია საშაულებას, ხოლო მეორე მხრივ ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი ცენზორის როლში მოგვევლინოს.

არ არის გამორიცხული, სანქციის შიშით ზოგიერთმა მაუწყებელმა საერთოდ თავი შეიკავოს პოლიტიკური რეკლამის განთავსებისგან, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაზრდის წინასაარჩევნო გარემოზე მოცემული რეგუალციის ნეგატიურ ხასიათს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელი და გაუმართლებელია მოცემული რეგულაციების მიღება. მათ ექნება უარყოფითი ეფექტი წინასაარჩევნო გარემოზე და გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და საქართველოში ამ კუთხით დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის გაუარესებას.

წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსაც. თუმცა, ამ მიმართულებით შემოთავაზებული ცვლილება არსებითად არ ცვლის საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური გავლენას და ვერ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით არსებულ გამოწვევებს. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილლებები არ ითვალისწინებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს ისეთ პრობლემატურ საკითებზე როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო დავები და აგიტაციის რეგულაციები“-აღნიშნულია განცხადებაში.

და ბოლოს ბილწსიტყვაობა კანონით იკრძალება, თუ არა და რა შიცვლება მომავალში, ეს უკვე გასაგებია. გაუგებარია, რატომ დაგვავიწყდა ის, რომ გინება და წყევლა, დიდ ცოდვად და დაბალი კულტურის მქონე ადამიანის მაჩვენებლად ითვლება და მას დიად იდეალებთან კავშირი არ აქვს.

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

08
დეკ2019

აია - სოფიას ტაძრის...

დღევანდელი ახალგაზრდობის წიგნიერების დონე დაბალია, ამბობს სულ ახლახან გამოქვეყნებული საერთაშორიოს კვ...

08
დეკ2019

დეკემბრის სიჩუმე ლის...

დეკემბერია. სიცივეა. მზის სხივები და ადამიანთა ხმა ერთიანად დააკლდა ბუნებას. ის ახლა საკუთარ თავთან...

07
დეკ2019

ლესბოსელების ევროპელ...

შვედი აქტივისტი 16 წლის შვედი იზაბელა ნილსონ ჯარვანდი (Izabella Nilsson Jarvandi) მსოფლიოში ცნობილი...

06
დეკ2019

„ფეისბუკზე“ რუსული „...

რუსული სერვისები ლიდერობენ „აყვავებულ ბზარს“, რომელიც სოციალური ქსელებით ადამიანების მანიპულირებას ე...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.