citizens.ge

თბილისი, საქართველო

 „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამევალა რომ უარყო გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ გიორგი კუჭავა იყო სპეცსამსახურების აგენტი. როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ვემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას და უარყოფ კუჭავას აგენტობას. ალექსანდრე ბრეგაძე“. გაზეთი „ალია“ 2019 წლის 21-27 ოქტომბრის ნომერი.

„ქართული მარში“-ს ლიდერს ალექსანდრე ბრეგაძეს ცილისმწამებლური განცხადების გამო, ბოდიში თავისი ნებით არ მოუხდია. სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, გიორგი კუჭავამ აღსრულების ეროვნულმა ბიუროს მიმართა. ამ სამსახურმა 2019 წლის 30 აპრილს, სააღსრულებლო წარმოების მასალები რეაგირებისთვის  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.

 ამის გარდა, ალექსანდრე ბრეგაძე რეგისტრირებული იქნა მოვალეთა რეესტრში, "სააღსრულებლო წარმოების შესახებ" კანონის შესაბამისად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მას აეკრძალა თავის უძრავი და მოძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის განკარგვა.

ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ მოქალაქე ალექსანდრე ბრეგაძე „კანონმორჩილი მოქალაქე“ გამხდარიყო.

რა გახდა დავის საგანი?

„ალია“-სთან ინტერვიუში (2017 წლის 31 ივლისი - 6 აგვისტო, # 31 (4211) „ქართული მარში“-ს ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გიორგი კუჭავას ცილი დასწამა და განაცხადა, რომ „იგი იყო აგენტი და როდესაც რაიმე შეკრება იმართებოდა, მას ყველა არიდებდა თავს, თვით მერაბ კოსტავაც კი“.

გიორგი კუჭავამ პატივის, ღირსების და საქმანი რეპუტაციის შემლახველი ცნობის უარყოფის მიზნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე თეა ბერაია, 2018 წლის 5 თებერვალს გამოიტანა განჩინება. განჩინებაში წერია: „დაევალოს მოპასუხე ალექსანდრე ბრეგაძეს სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, გაზეთ „ალიაში“, შემდეგი სახით: სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ალექსანდრე ბრეგაძეს მიერ, გავრცელებული ცნობები, იმის შესახებ, რომ „გიორგი კუჭავა იყო აგენტი და როდესაც რაიმე შეკრება იმართებოდა მას ყველა არიდებდა თავს თვით მერაბ კოსტავაც კი“ - არის ცილისწამება და არ შეესაბამება სიმართლეს; დაეკისროს ალექსანდრე ბრეგაძეს, გიორგი კუჭავას სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

აღნიშნული განჩინება ყველა სასამართლო ინსტანციამ ძალაში დატოვა.

პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით, გავრცელებული განცხადების უარყოფისთვის გიორგი კუჭავას 2-წლიანი დავა დასჭირდა, რათა ალექსანდრე ბრეგაძეს თავისი ცილისწამება საქვეყნოდ ეღიარებინა.

ონლაინ გამოცემა citizens.ge-ს ულოცავს გიორგი კუჭავას სამართლიანობის ბრძოლის  გზაზე მიღწეულ გამარჯვებას და ამაყობს იმით, რომ მას ღირსეული პოლიტიკური ექსპერტი ჰყავს. გვსურს ავღნიშნოთ, რომ გამოცემაში მის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიებს ათასობით მკითხველი ჰყავს და ყველაზე რეიტინგულია.

განსაკუთრებით, გვსურს ავღნიშნოთ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მისი იურისტის მარიკა დუმბაძის წვლილი ამ საქმეში. მარიკა დუმძემ citizens.ge- ექსპერტს ფასდაუდებელი, უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია სარჩელის სასამართლოში წარდგენის ნაწილში, რამაც პროცესის მოგება დიდწილად განაპირობა.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

16
ნოე2019

მწვანე პომიდვრის მწნ...

თინა შავაძე თბილისი, საქართველო მწვანე პომიდვრის მწნილი ზაფრანით, ადრე საქართველოში კერძოდ, მთიან აჭ...

30
ოქტ2019

სანდრო ბრეგაძეს ქონე...

citizens.ge თბილისი, საქართველო „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამევალა რომ უარყო გ...

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.