თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ქონების ზუსტი აღწერა და აღრიცხვიანობის მოწესრიგება, გადასახადის ზუსტად გამოთვლას ნიშნავს-სწორედ რომ ამ შანსის გამოყენების გზას დაადგა მთავრობა.  დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში, დამისამართების პროექტის ფარგლებში, უძრავი ქონების აღწერა და ინვენტარიზაცია დასრულდა. ბოლო მონაცემებით,  ფოთში - აღიწერა 20 565 უძრავი ქონება, ლანჩხუთში -  3 444 ერთეული, სამტრედიაში - 11 938, სენაკში - 10 382, ხოლო ზესტაფონში აღიწერა 10 140 ერთეული უძრავი ქონება. პროექტის შედეგების პრეზენტაცია დღეს თბილისის იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან გომელაურმა გამართეს.

ასევე პროქტის ფარგლებში, ხუთივე  ქალაქის  ქუჩები აღიწერა და ყველა სახლი და ბინა დაინომრა. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის  შენობების  - საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, საბანკო  და  ჯანდაცვის ტიპის შენობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგროვდა და თითოეული ქუჩის დასაწყისი და დასასრული განისაზღვრა.

გარდა ამისა, ხეივნები, უსაფრთხოების ობიექტები, ხიდები, სკვერები აღიწერა.

გამართული სამისამართო სისტემა, ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ყველა იმ პრობლემას გადაჭრის, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართების მიზეზით.

სამისამართო სისტემის სრულყოფა მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს მოქალაქეებს, რადგან ხელს შეუწყობს შემდეგი კომპანიების ეფექტურ მუშაობას: კომუნალური გადასახადების მომწოდებელ ორგანიზაციებს, საფოსტო გზავნილის მიმღებ კომპანიებს,  სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს  -112 და სხვა კომპანიებს, რომლებსაც არასრულყოფილი მისამართების არსებობის გამო, წლების განმავლობაში პრობლემები ექმნებოდათ.

საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარება და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება კიდევ უფრო დახვეწს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ყველა მონაცემი დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ივლისში დასრულდება შვიდი ქალაქის დამისამართების პირველადი სამუშაოები: მცხეთის, ახალციხის, გურჯაანის, საგარეჯოს, ხაშურის, ოზურგეთისა და ქობულეთის დამისამართება  შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.  მისამართების კორექტირება ხდება თბილისშიც. ამჯამად დასრულებულია  ვაკის და საბურთალოს რაიონებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია. არსებული სამუშაოების დასრულების ბოლოს, ქუჩების სახელდებასა და შენობებზე ნომრის მინიჭებას  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განახორციელებს.

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ქუჩების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბინების დამისამართება, სერვისების განვითარების სააგენტო ახლად შექმნილ მისამრთებზეარსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებს  მოახდენს.

დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღება, რადგან შენახულიიქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაციაც და დაკორექტირებული მონაცემებიც.

გარდა ამისა, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება საარჩევნო სიის დახვეწის კუთხით არის მნიშვნელოვანი, რაც,  თავის მხრივ, სიაში ერთი ადამიანის ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემით  დაფიქსირებას უზრუნველყოფს.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.