გიორგი კუჭავა

თბილისი, საქართველო

 

ამერიკელმა ექსპერტმა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ფარლიმ გამოთქვა მოსაზრება თუ სად შეიძლება დაიწყოს ახალი მსოფლიო ომი დამდეგ 2018 წელს.

The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში რობერტ ფარლიმ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მიწურულს დედამიწის რიგ რეგიონებში, განსაკუთრებით სირიაში, დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა მსოფლიოს რიგ რეგიონში ვითარება სერიოზულად დაიძაბა.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ არსებული ვითარება. ექსპერტმა კონკრეტულად ისაუბრა, კორეის სახალხო რესპუბლიკის წარმატებებზე, რომელიც ქვეყანამ ბალისტიკური რაკეტა ები ს წარმოების საქმეში მიაღწია. ფარლის აზრით, ამ ფაქტორს დაემატა  შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოუცდელობა საერთაშორისო პოლიტიკაში.

სტატიის ავტორმა გააფრთხილა მკითხველი, რომ შესაძლო კონფლიქტში ჩაერთონ იაპონია და ჩინეთი, ამის გამო, არსებობს  დიდი ალბათობა იმისა, რომ ხალი მსოფლიო ომი დაიწყოს.

საშიშ რეგიონებად, ფარლიმ ასევე დაასახელა ტაივანი. მისი აზრით, კონფლიქტი შესაძლოა, გაღვივდეს ჩინეთის სამხედრო აქტიურობითა და ამერიკული იარაღის მზარდი მიწოდებით ტაივანისთვის.

მესამე საშიშ რეგიონად ფარლი უკრაინას მიიჩნევს. იქ არსებული სიტუაცია, ექსპერტის აზრით, რჩება დაძაბული. დაზავება დონბასში მუდამ ირღვევა, ამასთან კიევში მიმდინარე პროტესტები და „ისტერია“ მიხეილ სააკაშვილის პერსონის ირგვლივ, ნათელ საფრთხეებს უქმნის უკრაინის ხელისუფლებას. მსგავსი პოლიტიკური მდგომარეობა ქმნის გარდაუვალ აუცილებლობას ქვეყნის ხელისუფლებაში სათავეში „მემარჯვენეები, მკაცრი პოლიტიკის მომხრეები“ მოვიდნენ.

დასახელებული რეგინების გარდა, მსოფლიო ომი შესაძლოა დაიწყოს ნატო-ს სამხრეთ ფლანგზე. ფარლიმ ყურადღება გაამახვილა თურქეთის რესპუბლიკის შეერთებულ შტატებისაგან დაშორებაზე და რუსეთთან დაახლოებაზე, რამაც შესაძლოა, სერიოზულად შეცვალოს ძალთა ბალანსი რეგიონში.

პოტენციურად საშიშ რეგიონების ხუთეულს ასრულებს სპარსეთის ყურე. ექსპერტის აზრით, შეერთებული შტატებისა და რუსეთის დაპირისპირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს კონფრონტაცია საუდის არაბეთსა და ირანს შორის.

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

19
დეკ2017

2018 წლის საშიში რეგ...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ამერიკელმა ექსპერტმა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშ...

19
დეკ2017

ბიბლიოთეკიდან დანახუ...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო საიმპერატორო ბიბლიოთეკაში გათენებულმა ღამეებმა ცისის გონება ისე გა...

05
დეკ2017

ჩინეთმა რუსეთს გაუსწ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი დღეს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ველიკოდერჟავული მანიითა შეპყრობილ...

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.