მაიკლ შვერცი

ნიუ-იორკი, აშშ

თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა იარაღით მოვაჭრის მოწამვლა ბულგარეთში, შემდეგ კი ჩაიშალა სახელმწიფოს გადატრიალება ჩერნოგორიაში. გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მკველობის მცდელობაც ჩაიშალა.

ნათელი იყო, რომ აღნიშნული ინციდენტების უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგა, დასავლეთის ქვეყნების ხელისუფელების წარმომადგენელებმა ეს საქმეები ერთმანეთთან ვერ დააკავშირეს, როგორც ერთიანი თავდასხმა.

მოგვიანებით, დასავლეთის სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერაქტები კოორდინირებულია. ამასთან დღემდე ეწევიან ევროპის დესტაბილიზაციის კამპანიისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ელიტარული ქვედანაყოფი. მისი საქმიანობის მიმართულებებია, საბოტაჟი, მკვლელობები და დივერსიული აქტები.

 ჯგუფი „29155 ქვედანაყოფი“-ს სახელით,  ბოლო ათი წელი ფუნქციონირებს და ის დასავლეთის სპეცსამსახურებმა,სულ ახლახანს აღმოაჩინეს. „29155 ქვედანაყოფი“ გაურკვეველია, თუ რა სიხშირით მოქმედებს,როდის და სად მიიტანს იერიშს.

„29155 ქვედანაყოფის“ საქმიანობა ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აქტიურად ებრძვის დასავლეთს თავის ე.წ. ჰიბრიდული ომის ტაქტიკით - პროპაგანდის, ჰაკერული იერიშებითა და დეზინფორმაციით, ასევე ღია სამხედრო დაპირისპირებით.

„მე ვფიქრობ, ჩვენ დაგვავიწყდა, თუ რამდენად დაუნდობლები არიან რუსები“, - განაცხადა პიტერ ზვაკმა, აშშ-ს სამხედრო დაზვერვის გადამდგარმა ოფიცერმა და ასევე რუსეთში აშშ-ს ელჩის ყოფილმა ატაშემ სამხედრო საკითხებში, და დასძინა, რომ მსგავსი ქვედანაყოფის არსებობის შესახებ არაფერი იცის

პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა „29155 ქვედანაყოფის“  შესახებ ტექსტური შეტყობინებით მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და განმარტება მოითხოვა. მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

ბეტონის კედლებით დაფარული 161 სპეციალური დანიშნულების ცენტრის შტაბ-ბინა, რომელიც მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარეობს, წარმოადგენს რუსეთის სამხედრო დაზვერვის იერარქიას და ის ცნობილია, როგორც გრუ (ГРУ).

„29155 ქვედანაყოფის“ უფროსია გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვი(სურათზე მარცხნიდან). დიდ ბრიტანეთში ბრალი წაუყენეს პოლკოვნიკ ანატოლი ჩეპიგეს სკრიპალის მოწამვლის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ გრუ-ს მრავალი ოპერაცია ბურუსითაა მოცული, დასავლეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს  მეტ-ნაკლებად მკაფიო წარმოდგენის მიღება მისი ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე ამერიკელმა საჯარო მოხელეებმა განაცხადეს, რომ გრუ-ს ორმა კიბერშეტევამ, რომლებიც ცნობილია როგორც 26165 და 74455, გატეხეს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის სერვერები.

რობერტ მიულერი, შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი, რომელიც კურირებდა რუსეთის ჩარევას 2016 წლის არჩევნებში, გასულ წელს ბრალდება წარუდგინა ათობით ოფიცერს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ამ ქვედანაყოფიდან, თუმცა, ჯერ-ჯერობით ყველა მათგანი თავისუფლებაზეა. ჰაკერული ჯგუფები ძირითადათ მოსკოვიდან მოქმედებენ.

მაგათგან განსხვავებით, „29155 ქვედანაყოფის“ თანამშრომლები მუდმივად სტუმრობენ ევროკავშირის ქვეყნებს. ბევრი მათგანი ვეტერანია და დაჯილდოვებულ არიან რუსეთის მიერ წარმოებულ ყველაზე სისხლისმღვრელ ომებში, მათ შორის ავღანეთში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და საქართველოში. ‘29155 ქვედანაყოფის“  ოპერაციები ისეა გასაიდუმლოებული, რომ დასავლეთის სპეცსამსახურების გამოკვლევით, მისი არსებობა   გრუ-ს სხვა ოპერატიული თანამშრომლებმაც არ იციან. სტრუქტურა ძალზედ შეკრულია.

 2017 წელს გადაღებულ ამ სურათზე „29155 ქვედანაყოფის“ უფროსი გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვი ქალიშვილის ქორწილში ნაცრისფერი კოსტუმითა და ჰალსტუხ-პეპელათი არის გადაღებული. ის  ანატოლი ჩეპიგთან ერთად პოზირებს. ანატოლი ჩეპიგა ერთ-ერთია იმ ორ ოფიცერთაგან, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამლაში, ბრალი წაუყენა.

გამოცემასთან საკუთარი ვიანობის გამხელა არ ისურვა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სახელმწიფო მოხელემ უსაფრთხოების საკითხებში. მან განაცხადა: „გრუ-ს ეს ქვედანაყოფი („29155 ქვედანაყოფის“),  მრავალი წლის მანძილზე, მთელს ევროპაში მოქმედებს. გასაკვირია, რუსებმა გრუ-დან იმდენად იგრძვნეს დაუსჯელობა, რომ ბოროტი საქმიანობა მეგობარ ქვეყნებში დაიწყეს. ეს შოკისმომგვრელია“.

გარკვეულწილად დასახელებულო ოთხი ოპერაციიდან თითეული მათგან ირიბად, ან პირდაპირ უკავშირდება „29155 ქვედანაყოფს“. თუმცა ევროპის ქვეყნებს დიდ დრო დასჭირდა ინციდენტების დასაკავშირებლად.

 დასავლეთის სპეცსამსახურებმა „29155 ქვედანაყოფის“ იდენტიფიცირება 2016 წელს მოახერხა. როცა ჩერნოგორიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ამ ქვედანაყოფის ორი ოფიცერი ამოიცნეს, როგორც შეთქმულებაში მონაწილე პირები. მათ სურდათ მოეკლათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და აეღოთ ხელში პარლამენტის შენობა.

 თუ როგორ მუშაობს გასაიდუმლოებული „29155 ქვედანაყოფი“ ევროპის სადაზვერვო სამსახურებმა მხოლოდ 2018 წლის მარტში გაიგეს. როცა, გრუ-ს ოფიცერი სერგეი სკრიპალი(რუსეთში სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს და მას ბრალი დიდი ბრიტანეთის ჯაშუშობაში დასდეს) და მისი ქალიშვილი ნერვო-პარალიტიკური საწამლავით მოწამლეს, მაგრამ ისინი.

(კიდევ სამი ადამიანი მოიწამლა მათ შორის ბრიტანელი პოლიციელი და კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც დანაშაულის ადგილას მცირე ზომის სუნამოს ფლაკონი იპოვა. სუნამოს ფლაკონი, რომელიც ნერვო-პარალიტიკური ნივთიერების რუსეთიდან ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს, რსმა ჯაშუშმა თავის მეგობარ გოგონას, დონ სტრჯესს, რომელიც სუნამოს დაპკურების შედეგად უეცრად გარდაიცვალა.

ამ მოწამვლამ გამოიწვია გეოპოლიტიკური დაპირისპირება, როცა 20 ქვეყანამ, შეერთებული შტატების ჩათვლით, გააძევა 150 რუსი დიპლომატი,  დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად.

საბოლოოდ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოავლინა ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც მოგზაურობდნენ ფსევდონიმით, თუმცა მოგვიანებით ონლაინ გამოცემა Bellingcat-ის გამოძიებით ამოიცნეს როგორც პოლკოვნიკი ჩეპიგა და ალექსანდრე მიშკინი. მოწამვლიდან ექვსი თვის შეწმდეგ, ბრიტანელმა პროკურორებმა ბრალი წარუდგინეს ორივე მამაკაცს ნერვო-პარალიტიკური ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, რომელიც სკრიპალის სახლში სოლსბერიში კარის სახელურზე აღმოაჩინეს.

თუმცა ოპერაცია უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად სპეცსამსახურების თანამშრომლები ვარაუდობდნენ.

მოწამვლამდე ზუსტად ერთი წლით ადრე „29155 ქვედანაყოფის“ სამი ოპერატიული მუშაკი გაემგზავრა ბრიტანეთში, შესაძლო ოპერაციის უზრუნველყოფის მიზნით, ამბობს ევროპის სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი.

რუსთაგან ერთ-ერთი მიშკინი იყო, ხოლო მეორე ადამიანი სერგეი პავლოვის ფსევდონიმით მოქმედებდა. ევროპის დაზვერვის თანამშრომლები თვლიან, რომ რუსულ მისიას ხელმძღვანელობდა მესამე ოპერატიული მუშაკი და მან გამოიყენა ოპერატიული სამსახურის ფსევდონიმი,როგროც სერგეი ფედოტოვი.

მალევე ევროპელმა მოხელეებმა დაადგინეს, რომ ფედოტოვი და პავლოვი იმ გუნდის წევრები არიან, რომლებმაც 2015 წელს სცადეს მოეწამლათ  იარაღით მოვაჭრე ბულგარელი ემილიანა გებრეევა. სხვა ოპერატიული მუშაკები არიან: ივან ლებედევი, ნიკოლაი კონიუხინი, ალექსეი ნიკიტინი და დანილ სტეპანოვი.

 „29155 ქვედანაყოფმა“ ორჯერ სცადა ბატონ გებრევის მოკლა, ერთხელ სოფიაში, ბულგარეთის დედაქალაქში და მეორეჯერ მის სახლში შავ ზღვასთან.

მიუნჰენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ალექს იანგერმა, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის MI-6-ის ხელმძღვანელმა განაცხადა:„თქვენ ხედავთ, რომ არსებობს თავდასხმების შეთანხმებული პროგრამა - და მას ხშირად ერთი და იგივე ადამიანები სჩადიან, . გვაქვს ფაქტები სკრიპალის მოწამვლისა და  ჩერნოგორიაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის საქმეებზე. მუდმივი საფრთხე გრუ-დან და რუსეთის სხვა დაზვერვის სამსახურებიდან მოდის“.

კრემლი თვლის, რომ ის ომობს დასავლეთის ლიბერალურ წესრიგთან, რომელსაც როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს განიხილავს.

გრუ-ს ასი წლის იუბილეზე, პუტინი იდგა სამმართველოს ლოგოს - წითელი მიხაკი და აფეთქებული ყუმბარა- ქვეშ. ეს ლოგო მან დაახასიათა, როგორც „ლეგენდარული“ გმირობის სიმბოლო. პუტინმა დაიკვეხა, რომ ყოფილი მზვერავია და ამასათან ის ამაყობს წითელი არმიის მზვერავებით, რომლებმაც ნაცისტებზე გამარჯვებაში დიდი წვილილ შეიტანეს. მათ დღესაც დიდი შესაძლებლობები აქვთ, იგულისხემება გრუს მზვერავები და არა ომის ვეტერანები, კონფლიქტების მოგვარების საქმეში

2006 წელს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ლეგალიზებას ახდენს მკვლელობებს საზღვარგარეთ, იმავე წელს რუს მკვლელთა ჯგუფმა გამოიყენა რადიოაქტიური იზოტოპი ლიტვინენკოს მოსაკლავად, სხვა ყოფილი რუსი მზვერავი ლონდონში.

„29155 ქვედანაყოფი“ არაა ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც უფლება აქვს ჩაატაროს ამგვარი ოპერაციები, იუწყებიან ოფიციალური წყაროები. ბრიტანეთის ხელისუფლება ლიტვინენკოს მკვლელობას მიაწერს უსაფრთხოების ფედერალურ სამსახირს - ფსბ-ს, დაზვერვის სამსახური, რომლის სათავეში, ოდესღაც თავად პუტინი იდგა, ეს სამსახური, ხშირად გრუ-სთან კონკურენციაშია.

„განსაკუთრებული მიღწევებისათვის სამხედრო საქმეში“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის დირექტივით პრემიები დაენიშნა სამ ქვედანაყოფს. ერთ-ერთი მათგანი იყო „29155 ქვედანაყოფი“. მეორე იყო „74455 ქვედანაყოფი“, რომელიც მონაწილეობდა 2016 წელს შეერთებულ სტატებში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში. მესამე იყო „99450 ქვედანაყოფი“, რომლის ოფიცრები, როგორც ვარაუდობენ, მონაწილეობდნენ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაში 2014 წელს.

გრუ-ს გადამდგარი ოფიცერი, რომლისთვისაც ცნობილია „29155 ქვედანაყოფის“ მოღვაწეობა განაცხადა, რომ იგი სპეციალიზირდება „დივერსიული მისიების, „ჯგუფებში ან პერსონალურად - აფეთქებები, მკვლელობები, რაც გნებავთ“ მომზადებაში.

„ისინი სერიოზული მებრძოლეები იყვნენ, რომლებიც იქ მსახურობდნენ“, - განაცხადა გადამდგარმა ოფიცერმა. „ისინი იყვნენ ოფიცრები, რომლებიც ფარულად მუშაობდნენ ასევე საერთაშორისო აგენტების სახით“.

ქვედანაყოფის ამჟამინდელი მეთაური გენერალი ავერიანოვი ტაშკენტის სამხედრო აკადემიის 1988 წლის კურსდამთავრებულია. სრულიად შესაძლებელია, რომ იგი მონაწილეობდა პირველ და მეორე ჩეჩნეთის ომში, ხოლო 2015 წლის იანვარში მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება - რუსეთის უმაღლესი ჯილდო. ორი ოფიცერი, რომელთაც ბრალი წარუდგინეს სკრიპალის მოწამვლაში, ასეთივე წოდება მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვედანაყოფები ელიტარულებია, ის ძალზედ შეზღუდული ბიუჯეტით მუშაობს. რუსული მონაცემებით, გენერალი ავერიანოვი ცხოვრობს მიყრუებულ საბჭოთა დროინდელ რაიონში, რომელიც სულ რამოდენიმე კვარტალშია ქვედანაყოფის შტაბ-ბინიდან და დადის 1996 წელს გამოშვებული ვაზ-2105. ოპერატიული მუშაკები ხშირად ქირაობენ იაფ საცხოვრებელს, რათა გზაზე დრო დაზოგონ. ბრიტანელი გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ იაფფასიან სასტუმრო ბოუ, რომელიც მდებარეობს ლონდონის აღმოსავლეთით დეპრესიულ რაიონში.

მაგრამ ევროპელ ძალოვნები დაეჭვნენ ხსენებული ქვედანაყოფის მოჩვენებითი დაუდევრობით. ბატონი სკრიპალი თავდასხმისას გადარჩა, ისევე როგორც იარაღით მოვაჭრე ბულგარელი ბატონი გებრევი. ჩერნოგორიაში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობამ დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა. ერთი წლის თავზე ჩერნოგორია ნატო-ში გაწევრიანდა. შესაძლოა, ძალოვან სტრუქტურებს მოუწევთ კიდე სხვა, უფრო წარმატებული ოპერაციების გახსნა.

რთული სათქმელია, აღელვებს თუ არა კრემლს ეს „ბარდაკი“. როგორც დაზვერვის ექსპერტები საუბრობენ, ეს გეგმის ნაწილია.

„ამგვარი სადაზვერვო ოპერაცია არის ფსიქოლოგიური ომის ნაწილი, - აცხადებს ერიკ-ნიილეს კროსი, ესტონეთის დაზვერვის ყოფილი უფროსი, - ეს არ ნიშნავს რომ ისინი უფრო საშიშები გახდნენ. მათ სურთ რომ დანარჩენებმა ასე იფიქრონ. ეს თამაშის ნაწილია“.

The New York Times-ის 8 ოქტომბრის სტატაია თარგმნა და მოამზადა გიორგი კუჭავამ

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

16
ნოე2019

მწვანე პომიდვრის მწნ...

თინა შავაძე თბილისი, საქართველო მწვანე პომიდვრის მწნილი ზაფრანით, ადრე საქართველოში კერძოდ, მთიან აჭ...

30
ოქტ2019

სანდრო ბრეგაძეს ქონე...

citizens.ge თბილისი, საქართველო „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამევალა რომ უარყო გ...

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.