თინა შავაძე

საქართველო, ლილო

საქართველოში ყველაზე დიდი, ნალექიანი ყავის საწარმო, შპს Cerie-მ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახსნა. ლილის დასახლებაში მდებარე საწარმოში 98 ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან და მათი ყოველთვიური ხელფასი 700-800 ლარია. კომპანია Cerie-ის დანფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ლომთათიძემ citizens.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ „საწარმოში, დაახლოებით 6 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა". ამდენი ფულის ჩადება დაჭირდა იმას, რომ 98 უმუშევარი ქვეყნაში არ ყოფილიყო. 2-ჯერ მეტი ადამიანი დასაქმდება მომავალში, თუ ადგილობრივი მომხმარებელი იმპორტულის ნაცვლად, მაღაზიაში   სახელწოდებით „ჩერი"-ს ნალექიან ყავას შეიძენს, მაშინ კომპანიის ბაზრის წილი, ასევე შემოსავლები გაიზრდება, და ეს მას წარმოების გაფართოებისკენ უბიძგებს, ამის შედეგად ბუნებრივია, სამუშაო ადგილებიც გაჩნდება. ამ შემთხვევაში, ქართულ პროდუქციაზე გაკეთებული არჩევანით, ჩვენ მომხმარებლები, ირიბი გზით, ვქმნით სამუშაო ადგილებს.

ქართული ნაწარმთან ერთად, მომხმარებელი უკვე ხარისხსაც ყიდულობს.

საქართველოში, მასობრივად უხარისხო, ფხვნილნარევი ყავა იყიდება. კომპანია Cerie-ის თანამედროვე ტექნოლოგიები (გერმანული Probat Werke-ს დანადგარები) მომხმარებელს 100%-იან ნატურალურ ყავას სთავაზობს.  

ჟურნალისტებმა უშუალოდ ვნახეთ საწარმოო პროცესი-ყავის მწვანე მარცვლების გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება და ლაბორატორიული შემოწმება. ყველა ეს პროცესი „ჩერი"-ს ხარისხს, არომატს და სტანდარტს უზრუნველყოფს, როგორც  დამზადების, და ასევე გაყიდვის დროს.

დაფასოებულ „ჩერი"-ს აქვს სპეციალური სარქველი, რომლის საშუალებითაც ნახშირორჟანგი გამოიყოფა და მასში ჯანგბადი ვერ აღწევს, რაც ყავას დიდხანს უნარჩუნებს, როგორც თავდაპირველ არომატს, ასევე გემოს. პროდუქცია სერტიფიცირებულია, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ნედლეულის მომწოდებლის მიერ.

ყავის მწვანე მარცვლებს შპს Cerie ევროპის სასაქონლო ბირჟებზე ყიდულობს. რამდენიმე სახეობის კომბინაციით, თუმცა თითოეულ მათგანს ირაკლი ლოლთათიძე არ ასახელებს, იქმნება ორი დასახელების ნალექიან ყავა: „ჩერი" - კლასიკი,  რომელიც წარმოადგენს 100%-ით არაბიკას ჯიშის ყავების  ნაზავს და „ჩერი" ორიგინალი, რომელიც  აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავია.

პროდუქტი გათვლილია საშუალო და მაღალ სამომხმარებლო სეგმენტზე. „ჩერი" - კლასიკის,  100-გრამიანი შეფუთვა 3.50 ლარი, ხოლო „ჩერი" ორიგინალი 2.50 ლარი ღირს.

„საწარმოს სრული დატვირთვის შემთხვევაში ბაზრის წილის 60%-ის დაკავებას შევძლებთ", ამბობს ირაკლი ლომთათიძე.

შპს Cerie-ის სამომავლოდ აპირებს, საწარმოო გააფართოვოს და 12 დასახელების „ჩერი"-ს ნალექიანი ყავა შესთვაზოს მომხმარებელს. კომპანია 2012 წლის მარტში დაფუძნდა. 2013 წელს დაიწყო საწარმოს მშენებლობა, რომლიც მიმდინარე წელს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინსტროების საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურების მიერ ორგანიზებული „მედიატური"-ს ფარგლებში, ჟურნალისტებმა კომპანია Cerie-ის ნალექიანი ყავის დამამზადებელი საწარმო დავათვალიერეთ.

ასევე იხილეთ ფოტორეპორტაჟი.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.