გიორგი შავაძე

თბილისი, საქართველო

საქმიანი სამყაროს, თმაჭაღარა მილიარდერები, შესამჩნევად, დააკლდა. 2017 წლის მარტის მთავარ ამბავს-2016 წლის მსოფილიო მილიარდერები - ჟურნალი „ფორბსი“ პესიმისტური განწყობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მსოფლიოს პირველ ასეულ რიჩმენს შორის 67 ახალგაზრდაა და ისინი 40 წლამდე ასაკისა არიან. 

დონალდ ტრამპი „კიბოს“, ჰილარი კლინტონი კი „გულის ინფარქტს“ შეადარა აღვირახსნილი აზრებით ცნობილმა მილიარდერმა ურონმა ბაფეტმა, რომელიც უხუცესი ამერიკელი მილიარდერია.

გასული წლის ამერიკის შეერთების შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლის მარათონმა ბევრს დააკარგვინა მილიარდები. „ფორბსის“ 2016 წლის სიაში 221-მა მილიარდერი დაემშვიდობა თავის ადგილს.

892 მილიარდერი 2015 წელს უფრო მდიდარი იყო, ვიდრე შარშან.

მაიკროსოფტის წილი თავიდან მოიშორა

1. ბილ გეიტსი 75 მილიარდი

მაიკროსოფტის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების სიის სათავეშია.  ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში დაბადებული უილიამ ჰენრი „ბილ“ გეიტსი, რომელმაც  61 წლის ასაკში 75 მილიარდი დოლარის კაპიტალს ფლობს.

ნომერ პირველი მილიარდერის კაპიტალი 2015 წელთან შედარებით 4,5 მილიარდი დოლარით შემცირდა.  ფორბსის ამერიკული გამოცემა იუწყება, რომ ამერიკელმა მილიარდერმა, 2016 წელს მაიკროსოფტის აქციების რეგულარული გაყიდვა დაწყო და ვაჭრობა მხოლოდ სექტემბერში შეწყვიტა. მაშინ, როცა მისი წილი მაიკროსოფტში 2, 5%-მდე (გეიტსის სიმდიდრის 13 პროცენტის ტოლფასია) შემცირდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაიკროსოფტის აქციების გაყიდვის შემდეგ, მან მილიარდი დოლარი, სხვა 19 მილიარდერთან ერთად, ახლად დაფუძნებულ ვენჩორული (სარისკო) ტიპის სუფთა ენერგეტიკის ფონდში (Breakthrough Energy Ventures) გასულ წლის დეკემბერში, პირველად დააბანდა.

ის ასევე აქციებს ფლობს კანადის რკინიგზის ნაციონალურ კომპანიაში, ავტომობილების სადისტრიბუცი კომპანიაში და სხვები.

მაიკროსოფტის ოფიციალური წარმომადგენლობის სახელით საქართველოში 2011 წლიდან კომპანია "დილაინი" ოპერირებს.

ესპანელების დრო დადგა

2. ამანსიო ორტეგა -  67 მილიარდი

ყველაზე მდიდარი ვეროპელი და მსოფლიოს ნომერ პირველი რითეილერი ამანსიო ორტეგა 67 მილიარდ დოლარ კაპიტალს ფლობს.  ესპანელი მილიარდერის შესახებ ამერიკული ფორბსის მარტის გამოცემა წერს, რომ მან 2016 წელს მეოთხედან მეორე ადგილზე, ყველაზე ინოვაციური პროექტების განხორცილებით გადაინაცვლა. მაშინ, როცა 2009-2014 წლებში ესპანეთში, როგორც მთელს ევროპაში, ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა, ორტეგამ  Inditex-ის აქციების გაყიდვით 45 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღი და ამით ესპანეთის საფონდო ბირჟაც გადაარჩინა.  კომპანია Inditex-ის ქოლგის ქვეშ  დაარსებული ახალი ბრენდი ბრეშკა (Bershka), 1975 წელს დაარსებულ „ზარა“-ზე (Zata) უფრო მოგებიანი აღმოჩნდა. ორტეგას ტანსაცმლის  ცნობლი ბრენდის მაღაზიები თბილისსა და ბათუმში ოპერირებს.

მკვახე ბრძენი

3 უორენ ბაფეტი - $60.8 მილიარდი

ამერიკის ყველაზე დიდი ქველმოქმედი ურონ ბაფეტი კვლავ მესამე ადგილზეა. მოგების მიუხედვად მისი კაპიტალი ვერ გაიზარდა. ფორბსის მიმომხილველი შენიშნავს, რომ უხუცესი ამერიკელი მილიარდელი ჰილარი კლინტონის საარჩევნო მარათონში ჩაება და გარკვეული ფულადი შემოწირულობა, საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ, გაიღო, მაგრამ არ გაუმართლა-ჰილარი დამარცხდა.

უორენ ბაფეტი კოკა-კოლას აქციების 7%- ფლობს.  ასევე ის ფლობს  American Express-ის აქციებს. ეს ორივე ბრენდი საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი. ის ცნობლია, როგორც ინტელიგენტი და ბრძენი ინვესტორი. ურონი ფაბეტმა ყველაზე მეტი 10 მილიარდი დოლარი დაზღევის საქმის წამოწყებით იშოვა

მექსიკელის განსაცდელი

 4. კარლოს სლიმ ჰელუ - $50 მილიარდი

მექსიკელმა მილიარდელმა 4 დღეში 5 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის მიზეზად ფორბსი შეერთებულ შტატებში გამართულ არჩევნებს და ტრამპის გამარჯვებას ასახელებს. საერთო ჯამში 2016 წელს მექსიკელმა მაგნატმა 27 მილიარდი დოლარი, მექსიკური პესოს გაუფასურების შედეგად, დაკარგა და მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მან კაპიტალდაბანდება ტელეკომუნიკაციებში დაიწყო. ის ფლობს The New York Times-ის აქციების წლის 17%-ს, ასევე მსხვილი ინდუსტრიული კონგლომერანტის Grupo Carso-ს დომინატი აქციონერია.

ვირტუალური ვაჭარი 

5. ჯეფ ბეზოსი - $45.2 მილიარდი

პირველი ოთხეულისგან განსხვავებით, აყვავების ხანა დაუდგა 53 წლის ამერიკელ მილიარდერს ჯეფ ბეზოს, რომელიც პირველად მოხვდა ყოველწლიური რეიტინგის ათეულში.

Amazon.com-ის 2016  წლის ონლაინ გაყიდვებმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჯეფ ბეზო გაყიდვებიდან დივიდენდის სახით, როგორც აქციონერმა 20 მილიარდი დოლარის მოგება მიიღი.

დღეს საქართველოში Amazon.com-ს ონლაინ შესყიდვას, განსაკუთრებით ტანსაცმელს და ტექნიკას, ასი ათასობით მომხმარებელი ახორციელებს.

გაზიარება და ლაიკი მოდაშია

6. მარკ ცუკერბერგი - $44.6 მილიარდი

პირველად მოხვდა ყოველწლიური რეიტინგის ათეულში „ფეისბუკის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. 31 წლისფეისბუკელი“ 11, 2 მილიარდი დოლარითთ გამდიდრდა და მე-16-დან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ეს წარმატება მას საფონდო ბირჟაზე ფეისბუკის აქციების 15%-იანმა ზრდამ მოუტან. ცუკერბერგის შესახებ ფორბსი წერს, რომ გასულ წელს მობილურების სარეკლამო გაყიდვები ფეისბუკზე მილიარდობით დოლარის შემოსავლის წყარო გახდა.

საქართველოში ცუკენბერგის ცნობილ ბრენდეს მილიონობით ადამიანი იყენებს და ყველა ფეისბუკს არის მიჯაჭვული.

ინტერნეტის გულის ფეთქვა

7. ლარი ელისონი - $43.6 მილიარდი

კომპანია  Oracle – ის მფლობელი ამერიკელი ლოურენს (ლარი) ელისონის სიმდიდრე 2016 წელს 1,6 მილიარდი დოლარით გაიზრდა. მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო ფორბსის ხუთეულში შესვლა. მას კონკურენცია ახალბედა ტექნოლოგიების კომპანიებმა გაუწიეს.  Oracle-ს ყველაზე ძვირარღირებულ გარიგებად ფორბსი Amazon-სთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ასახელებს. ლარი ელისონმა კომპიუტერების და ინტერნეტის ტოტალურ გავრცელებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ორივე ტექნოლოგიური მიღწევა საქართველოს ეკონომიკის ყველა სფეროში გამოიყენება.

ცუდი წელი

8. მაიკლ ბლუმბერგი - $40 მილიარდი

ნიუ-იორკის ყოფილი მერს მაიკლ ბლუმბერგს გასულ წელს არ გაუმართლა. ჰილარი კლინტონის ფანების კლუბის წევრმა დიდ შემოწირულობა გაიღო მის გასამარჯვებლად. ფორბსი წერს, რომ 2015 წელს ბლუმბერგი”-ს მედია-ჰოლდინგმა მსოფლიოში გააფართოვა გავრცელების არეალი. ამის შედეგად ბიზნესისა და ფინანსების ნიუსების გაყიდვა 3%-ით გაიზარდა, რომელმაც მილიარდერი ბლუბერგის ქონება 6,4 მილიარდი დოლარით გაზარდა.  მაიკლ ბლუმბერგის ბიზნესიდან ბრენდის სახით წარმოდგენილია სააგენტო ბლუმბერგი მისი კორესპონდენტით საქართველოში. ბლუმბერგის აქციებს ფლობს ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.

მილიარდებს ძმებს შორისაც ინაწილებენ.

ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები ფორბის ტოპ ათეული ბოლო ადგილებს ინაწილებენ. 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.