გაზაფხულის თბილი და მზიან დღეს, ქართლ ხალხური სიმღერების შემაძაგძაგებელი ჰანგების აჟღერებითა და მოკრძალებულ სუფრაზე მიპატიჟებით, ანუ ყველა ტრადიციის დაცვით, ქართველებმა უცხოლებს უმასპინძლეს.  

ქართული ღვინის საერთაშორისო გამოფენები ადასტურებს, რომ ევროპელების განსაკუთრებული ყურადღება, ბოლო წლებში, ქვევრის ღვინო მ დაიმასახურა. ქართული ტრადიციების გაცოცხლება ღვინის წარმოებაში ბაზრის ახალი ტრენდია.„ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”-მ (GWS) თელავში ქვევრის ღვინის მარანი გახსნა.

დევიდ კობოლდი.სომელიე. პარიზის ღვინის აკადემიის თანადამფუძნებელი

საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყე და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენთ. ფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მრავალსაუკუნოვანია ტრადიცია დღემდე ცოცხლობს და ის მხოლოდ მუზეუმში არ არის წარმოდგენილი. ამის დასტურია დღეს ქვევრის გახსნა და ღვინის დაყენების ძველი წესის  აღდგენა. ამ გზით საუკეთესო ღვინო მზადდება.

რა მომწონს ხალხში, რომელიც ტრადიცებს პატივს სცემს?!- თუ ტარდიციებს ვუყურებთ, როგორც წარსულს, მაშინ მათი ადგილი მუზეუმშია. ტრადიცია უნდა მოერგოს ახლანდელ დროს და ტრანსფორმაციის გზით ჩარეთოს ხვალინდელი დღის წარმატებაში. სწორედ ეს მოხდა დღეს ამ მარანში, როცა ქვევრის ღვინო გავხსენით“.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკო“-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს. ბაზარზე ქვევრის ღვინო ორჯერ ძვირად ფასობს, ვიდრე ჩვეულებრივი კარგი ღვინო.

ფილიპ ლეპსი- შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის (GWS) აღმასრულებელი დირექტორი

„1976 წელს დაარსდა  კომპანია „ჯი-ვი-ეს-ი“, რომელსაც საქართველოს მეღვინეობის დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. დღეს ქვევრის ღვინის გახსნით თავიდან დავიწყეთ და ამავე დროს გავაგრძელეთ ღინის დაყენების უძველესი ტრადიცია.

ქვევრის ღვინის წარმოების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ეს გვაძლევს საშუალებას უფრო გავძლიეროთ „ჯი-ვი-ეს-ის“ პოზიცია ბაზარზე, რომელიც მაღალხარისხიან სასმელებს აწვდის მომხმარებელს.

საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია იყენებს ღვინის საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებას, მაგრამ ამ დრომდე ქვევრის ღვინო არ ჩამოუსხამს.  შესაბამისად დღეიდან ვიწყებთ ტრადიციული პროდუქტის წარმოებას. მისი მიზანია საქართველოდან გავიტანოთ ის სასმელი, რომელიც შესანიშნავია. ქვევრის ღვინო გაიყიდება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზაზრე“.

ღვინის დაყენების ტექნოლოგია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია. მაგალითად, კახეთში ალკოჰოლურ დუღილში მონაწილეობს ჭაჭის მთლიანი რაოდენობა, ღვინის დაყენების იმერული წესი კი გულისხმობს საწნახელიდან ქვევრებში ჩასხმულ ტკბილზე არა ჭაჭის მთლიანი რაოდენობის, არამედ მაქსიმუმ ერთი მესამედის დამატებას. GWS-ის ქვევრის ღვინის მარანში 21 ქვევრია განთავსებული. თითეული მათგანი 1000 ტონაზე მეტ სითხეს იტევს. რა ბიზნესია ეს და რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ევროპელ მომხმარებელს.

დევიდ კობოლდი.სომელიე. პარიზის ღვინის აკადემიის თანადამფუძნებელი.

„ქვევრის ღვინოს ძალიან პატარა ნიშა უჭირავს ბაზარზე. ეს არის ალკოჰოლური სასმელი მათთვის, ვინც რაღაც ახალს და სპეციფიკურს ეძებს. ეს არის თეთრი, ზომიერი ტანინების ღვინოა და მას ისეთივე ძლიერი ხასიათი აქვს, როგროც ქართველ ხალხს. ვფიქრობ, 2-3 წლის შემდეგ, მას  ბევრი მომხმარებელი გამოუჩნდება და ის შეიძლება, გახდეს ბრენდების ელჩი  ევროპაში“.

მარიამ ბოლქვაძე

თელავი, საქართველო

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.