გიორგი კუჭავა

საქართველო, თბილისი

 

სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთი სარტყელი, ერთ გზა”. პეკინის თავყრილობაში მონაწილეობდა 100 ქვეყნის ყველა ის ლიდერი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება და გავლენიანია. ფორუმზე განიხილეს, ჯერ კიდევ 2013 წლის შემოდგომაზე გახმოვანებული ”აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” შექმნა და ასევე ”XXI საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა”, რომელმაც მოგვიანებით მიიღო ახალი სახელწოდება : ”ერთი სატყელი, ერთი გზა”.

საინტრესოა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომრის სი ცზინპინის ფორუმზე სიტყვით გამოსვლა. მან ისაუბრა ზოგადსაკაცობრივო იდეალებზე, „გზის გასწვრივ“ ქვეყნების მეგობრობაზე, სიკეთეზე, მშენებლობაზე და ბოლოს დასძინა, თუ ფინანსები  დაგჭირდეთ მე და ჩემი ქვეყანა „ამ სისხლსაც გადაგისხამთო“

ჩინელებმა უკვე დაითვალეს ვის რა სისხლი გადაუსხეს, ანუ  რამდენი იუანი რაში ჩადეს და რა სარგებელს მიიღებენ. ეს კარგად ჩანს სი ცზინპინის გამოსვლიდანაც. მან განაცხადა, რომ  ორი ათასი წლის წინ აბრეშუმის გზამ გახსნა ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. დიდი აბრეშუმის გზა - ეს არის კაცობრიობის დიდი მონაპოვარი. იგი შეიცავს ისეთ ცნებებს როგორიცაა მშვიდობა და თანამშრომლობა, გახსნილობა და ინკლუზიურობა, ერთი მეორისგან სწავლება, ურთიერთსარგებელი და საყოველთაო მოგება. სი ცზინპინმა შემთხვევით არ ახსენა ეს, რადგან ”ერთი სარტყელი, ერთი გზის” კონცეფციამ მემკვიდრეობით მიიღო ძველი, დიდი აბრეშუმის გზის სული, რომლესაც საფუძვლად ედო ყველა ზემოდხსენებული პრინციპი. სი ცზინპინი აღნიშნავს, რომ ისტორია საუკეთესო მასწავლებელია.

გადავიდა რა თანამედროვე ეპოქაზე, სი ცზინპინმა დაითვალა ის დადებითი ცვლილებები, რომელიც მოხდა სამყაროში უკანასკნელ ხანს და აღნიშნავს, რომ კაცობრიობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და რომ იგი სულ ფიქრობს ამაზე.

”ერთი სარტყელი, ერთი გზის” კონცეფციის გახმოვნებიდან 4 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში 100 მეტმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგნიზციამ მხრი დაუჭირეს აღნიშნულ პროგრამას და მონაწილებოა მიიღეს მის მშენებლობაში. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ხსენებული კონცეფციის შინაარსი ჩადებულია გაეროს გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში.

მოცემულ ეტაპზე პროექტის რეაალიზაცია თანდათან გადადის კონკრეტულ ხორცშესხმაში. სი ცზინპინმა ფორუმს წარუდგინა განვლილი 4 წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს შედეგები თანამშრომლობის ხუთ ძირითად სფეროში, ე.წ. ”ხუთი დამკავშირებელი ელემენტი”: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის ურთიერთკავშირი, ვაჭრობა, კაპიტლის თავისუფალი გადაადგილება და ხლხთა შორის ურთიერთკავშირის გარღმავება.

პოლიტიკურ სფეროში მოხდა შეთანხმება რუსეთთან და დაუკავშირა ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის, ყაზხეთი დაუკავშირა ყაზახურ პროგრამას ”ნათელი გზა”, და ასევე თურქეთი დაუკავშირა ”ცენტრალური კორიდორის” პროექტს, მონღოლეთის ”განვითარების გზის” პროგრამას”, ვიეტნამის ”ორი კორიდორი, ერთი წრე”, დიდი ბრიტანეთის სტრატეგიას ”Northern Powerhouse” და ა.შ. ასევე მიდის მუშაობა პოლიტიკის შეთანხმებისა ლოსთან, კამბოჯასთან, და უნგრეთთან. ჩინეთმა თანამშრომლობაზე ხელი მოაწერა 40 ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

ოთხი წლის განმავლობაში დააჩქარეს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების წინ წაწევა როგორიცაა ჩქაროსნული რკინის გზა ინდონეზიაში, რკინიგზა ჩინეთი-ლაოსი, რკინიგზა ადის-აბება (ეთიოპია) - ჯიბუტი, სრკინიგზო მაგისტრალი ბუდააპეშტი (უნგრეთი) - ბერგი (სერბეთი). ამჟამად მიდის ახალი კორიდორების ფორმირება - ჩინეთი-პაკისტანი, ჩინეთი-მონღოლეთი-რუსეთი და ასევე მრვალი ინფრასტრუქტურული ქსელი სარკინიგზო და საავტომობილო გზებისა, მილსადენები და პორტები.

ვჭრობის და ინვესტიციების სფეროში გამარტივებაშიც შეინიშნება საგრძნობლივი მიღწევები. სი ცზიპინმა აღნიშნა, რომ საბაჟო პროცედურების გასვლის დრო ყაზახეთსა და სხვა ცენტრლური აზიის ქვეყნებში შემცირდ 90%. 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ჩინეთის ვაჭრობის ზრდა ”გზის გასწვრივ” აღემატა 3 ტრილიონ დოლარს. ჩინეთის ინვესტიციები ”გზის გასწვრივ” მდებარე ქვეყნებში აღემატა 50 მილირდ დოლარს. ჩინურმა საწარმოებმა 20-ზე მეტ ქვეყნაში ააშენეს ეკონომიური თანმშრომლობის 56 ზონა და ამ ქვეყნებში შექმნეს 180 ათასი სამუშაო დგილი.

საფინანსო სფეროში სი ცზინპინმა ყურადღება გაამახვილა ე. წ. ”ბოთლის ყელის” პრობლემაზე. მისი ლიკვიდაციისათვის ხორციელდება ფინანსური თანმშრომლობის სხვადასხვა ფორმები. ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიურმა ბანკმა უკვე გამოყო 1,7 მილიარდი დოლარი ცხრა პროექტისათვის ”ერთი სარტყელი ერთი გზა” ფარგლებში. აბრეშუმის გზის ფონდის ინვესტიციებმა მიაღწია 4 მილიარდ დოლარს. ჩინეთმა და ცენტრალური და აღმოსვლეთ და ცენტრალური ევროპის 19 ქვეყანამ დააარსეს ერთობლივი ჰოლდინგი ფორმტით ”16+1”.

”დამაკავშირებელი ელემენტის” ფარგლებში მიმდინრეობს აქტიური თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროებში: მეცნიერება, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა. სი ცზიპინმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ჩინეთი ”გზის გასწვრივ” მდებრე ქვეყნებს აძლევს 10 ათას სამთავრობო სტიპენდიას.

თავის გმოსვლაში სი ცზიპინი შეეცადა წარედგინა მსმენელისთვის თუ როგორს ხედვს ჩინეთი ”ერთი სარტყელი ერთი გზა”.

პირველი. ეს არის მშვიდობის გზა. სხვა სიტყვებით, სახელმწიფოები ”გზის გასწვრივ”  პატივს უნდა სცემდნენ ქვეყნების სუვერენულ უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობას, განვითარების გზას, სოციალურ წყობას და ერთი-მეორეს ინტერესებს. სახელმწიფოებს შორის უნდა იყოს დიალოგი, და არა დაპირისპირება, პარტნიორული და არა სამოკავშირეო ურთიერთობები.

მეორე. ეს არის აყვვების გზა. განვითარება - ეს არის უნივერსალური გასღები ყველა პრობლემის გადასაჭრელად. საყოველთაო განვითარებისთვის აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, გაარღმავო თანამშრომლობა მრეწველობის განვითარების დარგში. ფინანსები კი არის თანამედროვე ეკონომიკური ”სისხლი”, ფინანსები უნდა შეუფერხებლად გადაადგილდებოდეს. ურთიერთდამოკიდებული ინფრასტრუქტურა - ეს არის თანამშრომლობის განვითარების საფუძველი.

მესამე - ეს არის გახსნილობა. გახსნილობას მოაქვს პროგრესი, ხოლო ჩაკეტილობას რეგრესი და უკუსვლა. სი ცზიპინი აღნიშნავდა, რომ ჩინეთი აპირებს შექმნას თანამშრომლობისთვის ღია პლატფორმა, დაიცვას და განავითაროს ღია მსოფლიო ეკონომიკა, ერთობლივად სხვა ქვეყნებთან ერთად შექმნას შესაბამისი სფერო. ამასთან ვაჭრობა - ეკონომიკის ზრდის მთავარი მაჩვენებელია. ამიტომაც აუცილებელია დაცული იყოს მრავალფეროვანი ვჭრობის ინტერესები, ხელი შეუწყონ ვაჭრობის და ინვესტირების გამარტივებას. ჩინეთი მიზნად ისახავს გაატროს ღია, ინკლუზიური, დაბალანსებული, ყველასთვის მომგებიანი ეკონომიკის  გლობალიზაცია.

მეოთხე -  ეს ინოვაციური გზაა. ამიტომაც ”ერთი სარტყელი ერთი გზა” შექმნის პროცესში გმოყენებული იქნება ისეთი ინოვციები როგორიცაა ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, ნანოტექნოლოგიები, კვანტური კომპიუტერები და სხვა. რეალიზებული იქება ”მწვანე” განვითარების ახლი იდეა, 2030 წლისათვის იგეგმება მიხწიონ საყოველთაო მდგრად განვითარებას.

მეხუთე - კულტურაა. სხვა სიტყვებით, ”გზის გასწვრივ” ქვეყნებს შორის აქტიურდ განხორციელდება კულტურული გაცვლა.

თავის სიტყვაში სი ცზიპინმა განსკუთრებული ყურადღება გაამხვილა ჩინეთის სამშვიდობო განწყობაზე. ილაპარაკა ჩინეთის სურვილზე ხსენებულ ხუთი პრინციპის საფუძველზე გააღრმაოს მეგობრობა და თანამშრომლობა ”გზის გასწვრივ” მდებარე ქვეყნებთან, მთელს მსოფლიოს გაუზიროს გამოცდილება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ჩინეთი გაზრდის ფინანსურ მხრდაჭერას ”ერთი სარტყელი ერთი გზა” მშენებლობას. აბრეშუმის გზის ფონდში შეიტანს კიდევ 100 მილიარდ იუანს. წახალისებული იქნება უცხო ქვეყნებში ანგრიშსწორება იუანში. წინასწარი გათვლებით, მათი მოცულობა იქნება დაახლოებით 300 მილიარდი იუანი. ჩინეთის სახელმწიფო ბანკმა და ჩინეთის იმპორტ-ექსპორტის ბანკმა უკვე გასცეს მიზნობრივი კრედიტები ”ერთი სარტყელი ერთი გზა” ფრგლებში 250 და 130 მილირდი იუანის ოდენობით.

ჩინეთი ასევე ინტენსიურად თანამშომლობს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიურ ბანკთან, ბრიქსთან და მსოფლიო ბანკთან. ამ სტრუქტურებთან ერთად განისაზღვრა ”ერთი სარტყელი ერთი გზა” ფინანსირების პრინციპები. უკვე მრავალ ქვეყნასთან ჩინეთმა გააფორმა ხელშეკრულება საქმიან თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში.

ჩინეთი ცდილობს დააჩქაროს ინოვაციური თანამშრომლობა და ”ერთი სარტყელი ერთი გზა” ფარგლებში აამოქმედოს სამეცნიერო-ტექნიკური გეგმა. შემდგომ ხუთ წელიწადში ჩინეთი მზადაა მიიღოს 2500 ახლგაზრდა მეცნიერი ხანმოკლე სამეცნიერო მოღვწეობისთვის და მომზადოს 5000 სამეცნიერო-ტექნიკური კადრი და მმართველი პერსონალი, აამოქმედოს 50 ერთობლივი ლაბორტორია.

უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩინეთი იმ ქვეყნებსა და ორგნიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ ”ერთი სარტყელი ერთი გზა” შექმნაში ფინანსურ დახმრებას 60 მილიარდი იუანის ოდენობით და ააშენებს მრავალ ობიექტებს, რომლებიც გაუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. განვითარებდ ქვეყნებს, რომლებიც მდებრეობენ ”გზის გასწვრივ” მიეცემათ საგანგებო სამრეწველო დახმრება 2 მილიარდ იუანზე.

გამოსვლის ბოლოს სი ცზიპინმა მოიყვანა ჩინური, არაბული და ევროპული იგავ-არაკები, რომლის საერთო შინაარსია, რომ ნებისმიერი დიდი საქმე - არის ხანგრძლივი შრომის შედეგი. ”ერთი სარტყელი ერთი გზა” მშენებლობა - ესეც მნიშვნელოვნი საქმეა, რომელიც საჭიროებს სკურპულოზურ შესრულებას. მან მოუწოდა ყველ ქვეყანას გაერთიანდეს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ყველა ქვეყანას გააბედნიერებს

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.