citizens.ge

საქართველო, თბილისი

ძვირფასო მომხმარებლებო, ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპოვების ფაქტები. საუბარია ისეთ მონაცემებზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

თაღლითობის ზემოთ აღწერილ ფორმას "ფიშინგი" ეწოდება. "ფიშინგი" წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, სატელეფონი ზარით ან სხვა ფორმით, რათა მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.

"ფიშინგის" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს სწორედ ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

"ფიშინგის" დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონულ მეილზე მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი შედის/გადადის ყალბ ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ვებგვერდი, ხშირ შემთხვევაში, ვიზუალურად მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ფინანსური ინსტიტუტის ნამდვილ, ოფიციალურ გვერდს (მაგ. ინტერნეტ-ბანკის გვერდი). გაყალბებული ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის სახელის და პაროლის მოპოვება.

ფინანსური ორგანიზაციის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გამოყენებისას, გთხოვთ, აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები:

 არ გადასცეთ სხვა პირებს ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი

სატელეფონო ზარის საშუალებით არ გადასცეთ ერთჯერადი კოდები

გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი, დეტალურად დააკვირდით თითოეულ სიმბოლოს, ვებგვერდის მისამართი უნდა იწყებოდეს ‘https://’ -ით. მაგალითისთვის, ბაზისბანკის ინტერნეტბანკის მისამართია: https://www.bankonline.ge/

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

09
ოქტ2019

ქართული „საცუმა“ ევრ...

citizens.ge თბილისი, საქართველო ევროპული ჯიშის „კლემენტინი“ ქართული მანდარინისგან ერთი რამით განსხვა...

07
ოქტ2019

„ტვინის გამორეცხვის“...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი ცდილობს ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.