მერი შავაძე

თბილისი, საქართველო

„რთველი 2019“ ტრადიციულად დედოფლის წყაროდან დაიწყება. მევენახეებს მთავრობამ ორი სიახლე შესთავაზა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთი კილოგრამი ყურძინის ფასის სუფსიდირება, კვლავ არ მოხდება. „მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ისევე როგორც გასულ წელს, სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს“, ასე ფიქრობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილი.

მეორე სიახლე ის არის, რომ  2019 წლის რთველის დროს, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლისდამუკუზნისმიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე, წელს პირველად,  მოხდება.

მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.

რთევლი 2019-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით დღეს შეხვედრა, თელავის სააკორდინაციო შტაბში გაიმართა, რომელსაც კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 მიღებული გადაწყვეტილებით, საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

მთლიანდ საქართველოში ყურძენს 200 მეწარმე სუბიექტი იბარებს.

თბილისში საცალო ვაჭრობის ობიეტებში 1კგ.ყურძენი 2-4 ლარად იყიდება, მაშინ როცა კახეთში 60 თეთრი ღირს.

 

 

 

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

08
დეკ2019

აია - სოფიას ტაძრის...

დღევანდელი ახალგაზრდობის წიგნიერების დონე დაბალია, ამბობს სულ ახლახან გამოქვეყნებული საერთაშორიოს კვ...

08
დეკ2019

დეკემბრის სიჩუმე ლის...

დეკემბერია. სიცივეა. მზის სხივები და ადამიანთა ხმა ერთიანად დააკლდა ბუნებას. ის ახლა საკუთარ თავთან...

07
დეკ2019

ლესბოსელების ევროპელ...

შვედი აქტივისტი 16 წლის შვედი იზაბელა ნილსონ ჯარვანდი (Izabella Nilsson Jarvandi) მსოფლიოში ცნობილი...

06
დეკ2019

„ფეისბუკზე“ რუსული „...

რუსული სერვისები ლიდერობენ „აყვავებულ ბზარს“, რომელიც სოციალური ქსელებით ადამიანების მანიპულირებას ე...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.