მარიამ შავაძე

თბილისი, საქართველო

ძირითადი პროფესიით ყველა სპეციალისტი ვერ პოულობს სამსახურს. მიზეზი ბევრია-ნაკლები ვაკანსია, დიდი კონკურენციაა. გამოსავალი ახალი სპეციალობის უნარ-ჩვევების ათვისებაშია. ერთ-ერთ ახალ პროფესიად შეიძლება ჩაითვალოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ამ პოზიციაზე ვაკანსიები უკვე გამოჩნდა საქართველოში ყველაზე დიდი საძიებო პორტალ jobs.ge-ზე.

ვინ შეიძლება გახდეს შრომის უსართხოების სპეციალისტი, ვის შეუძლია დაეუფლოს ამ პროფესიას და სად შეიძლება ჩააბაროთ სერთიფიცირების გამოცდები.

 დადგენილი წესით, სწავლებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, 18 წელს მიღწეული საშუალო განათლების მქონე პირებს.

უდაოა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე დიდი მოთხოვნა უკვე არსებობს, რადგანაც მათ დაქირავება არც სახელმწიფო სტრუქტურებისა და არც კერძო სექტორის ნება-სურვილზე აღარ არის დამოკიდებული.

ევროკავშირთან გაფორმეული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა მოქმედი კანონმდებლობა შეეცვალა.

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განხორცილებული ცვლილებები. ამიტომაც კერძო და სახელმწიფო კომპანიები  ვალდებული გახდნენ შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი დაიქირავონ.

 სერთიფიცირებულია ის, ვისაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ ბრძანებით განსაზღვრული სასწავლო პროგრამის შესაბამისად გადამზდდა.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიცირებით, საქართველოში 11 იურიდიული მეწრმე სუბიექტია დაკავებული.

 citizens.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კურსებია.

ამ ეტაპზე დიდია დაინტერესება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მიმართ, როგორც მოქმედი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისგან, ისე ამ პროფესიის დაუფლების მსურველი ფიზიკური პირებისგან. ბიზნეს სექტორი ძალიან აქტიურია და ამ ეტაპზე 120-ზე მეტი სტუდენტი გვყავს და უახლოეს პერიოდში ახალ ჯგუფებს ვუმასპინძლებთ, რადგან არ წყდება კურსზე დარეგისტრირების მსურველთა რიგი. სასწავლო პროცესის მაღალკვალიფიციურად წარმართვაში ხელს ჩვენი პარტნიორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) გვიწყობს ხელს,“ - ამბობს ლაშა ლაბაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

citizens ge-მ გაარკვია, რომ სტუდენტებს განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტის დავით ჩიჯავაძის ლექციები მოსწონთ.

საქართველოს დამსქამებელთა ასოციაციამ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გახორციელება 2018 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 500-ზე მეტი სპეციალისტი უკვე გადაამზადა. სწავლება 130 საათს გრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მოდულებს, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ბრიტანული უმაღლესი სერტიფიკაციის ინსტიტუტის NEBOSH-ის აკრედიტებული ტრენერები უძღვებიან.

კურსების შესახებ დაწვრილებითი  ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე

http://employer.ge/uploads/%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%20%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf

კურსებზე ჩაწერა გრძელდება. ამ სასწავლო სემესტრით, დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ 10 ოქტომბრამდე მიმართონ დამსაქმებელთა ასოციაციას.

 

 

 

 

 

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

10
ოქტ2019

სუნამოს ფლაკონმა ევრ...

მაიკლ შვერცი ნიუ-იორკი, აშშ თავდაპირველად, მოლდოვაში დაიწყო დესტაბილიზაციის კამპანია, რასაც მოჰყვა ი...

09
ოქტ2019

მეზღვაურს ვაკანსიის...

მარიამ შავაძე თბილისი, საქართველო საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ, სასურველი ვ...

09
ოქტ2019

ქართული „საცუმა“ ევრ...

citizens.ge თბილისი, საქართველო ევროპული ჯიშის „კლემენტინი“ ქართული მანდარინისგან ერთი რამით განსხვა...

07
ოქტ2019

„ტვინის გამორეცხვის“...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი ცდილობს ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.