citizens.ge

თბილისი, საქართველო

ევროპული ჯიშის „კლემენტინი“ ქართული მანდარინისგან ერთი რამით განსხვავდება. კარგია, თუ ცუდი თვისობრივი სხვაობა, უნდა დარგოთ და გააშენოთ თუ არა მანდარინის ახალი ბაღები, უეჭველია, პროფესიონალების რჩევა გჭირდებათ, რომლებიც ამ სტატიაშია გადმოცემული.

ქართული მანდარინის საექსპორტო ბაზრები ნაკლებად დივერსიფიცირებულია და მაღალი რისკის შემცველ ბაზრებზე მოდის მთლიანი ექსპორტის წილის 90%-ზე მეტი (რუსეთი და უკრაინა).

მანდარინის ბაზარი და ევროკავშირი

ტრადიციული ბაზრების გარდა, ვერ ხერხდება ახალი, უფრო სტაბილური და მაღალ მსყიდველობით უნარიანი ბაზრების ათვისება. ამასთან, მანდარინზე მოთხოვნა ევროპაში ძალიან მაღალია.

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის მსოფლიოში მანდარინის მთლიანი იმპორტის რაოდენობის დაახლოებით 45% (2.1 მილიონი .). ამ ბაზარზე მანდარინის იმპორტის საშუალო ფასი დაახლოებით 10%-ით აღემატება მსოფლიოს საშუალო ფასს და შეადგენს საშუალოდ 1050 დოლარს ტონაზე.

სატარიფო პოლიტიკა

სატარიფო ბარიერების მხრივ, მანდარინი შედის იმ 28 პროდუქტს შორის, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ფასს არის დაქვემდებარებული. ეს გულისხმობს, რომ როდესაც, ქართული მანდარინის საინვოისო ფასი ნაკლებია ევროკავშირის მიერ დადგენილ ფიქსირებულ ფასზე ექსპორტიორი დაიბეგრება ფასთა სხვაობით.

პოლონეთის მაგალითი

2017 წელს, ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში გავიდა ქართული მანდარინი, ორივეგან ძალიან მცირე რაოდენობით, პოლონეთში 20 ტონა და ლიტვაში 3 ტონა.

პოლონეთის მაგალითის შესწავლამ გამოავლინა, რომ თვითონ ევროკავშირში შეტანის პროცედურები რთული არ არის, სხვა ქვეყნებთან შედარებით (მანდარინის ტრადიციული ბაზრები, რუსეთი, უკრაინა). ერთადერთი, პოლონეთმა მოითხოვა მძიმე მეტალებზე შემოწმების დამადასტურებელი საბუთი.

შეფუთვა

პოლონეთშ სტანდარტული ხარისხის საშუალოდ 50 მმ დიამეტრის (ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, ზომის კოდით 4 ან 5),  შეფუთული ნაყოფი გადაიგზავნა. კომპანიებმა ქართული მანდარინი,  ევროკავშირის სტანდარტი მოთხოვნის შესაბამისად, პლასტმასის ყუთებით მიაწოდეს.

ტრანსპორტირება

პროდუქცია ბათუმიდან ბორანით უკრაინაში გადაზიდეს, ხოლო შემდგომ მაცივარ-მანქანში ჩატვირთეს და ვარშავაში ჩაიტანეს.. მგზავრობას საშუალოდ  7-10 დღე (დამოკიდებულია შავ ზღვაში შტორმზე) დაჭირდა დრო მისაღებია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაცული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, ქართული მანდარინი კარგად, მინიმუმ 20-21 დღე. ინახება.

ბაღების განახლება

მართალია, ქართული მანდარინი ექსპორტზე გავიდა, მაგრამ ამ სასოფლო-სამეურენო კულტურის განვითარების საქმეში ბევრი პრობლემაა. აჭარის მანდარინის პლანტაციების დიდი ნაწილი (დაახლოებით 40%) გადაბერებული და დაავადებულია, რომლებიც უნდა განახლდეს ახალი ჯიჟების დარგვით.

ფერმერთა განათლების დონე

ფერმერების მხრიდან სათანადო ცოდნის არქონისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო, არ ხდება სრული აგრო-ტექნოლოგიური ციკლის დაცვა, რაც იწვევს საჰექტარო მოსავლიანობის დაბალ დონეს (დაახლოებით 10 .) და ასევე მიღებულ მოსავალში არასტანდარტული მანდარინის მაღალ მაჩვენებელს (დაახლოებით 20%).

უკონკურენტო „საცუმა“

 მანდარინის შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებისათვის, შეიძლება ითქვას, მთავარი ფაქტორები-  ფასი და ხარისხი-არ არიან კონკურენციაში წარმატების მისაღწევად. მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის ქართული მანდარინის (საცუმა) გაცნობა. ევროპაში მიღებულია ჯიში კლემენტინი. მისგნა განსხვავებით  ქართულ მანდარინს უფრო მეტად მჟავე გემო აქვს. თუმცა ეს ნაკლის ნაცვალდ, მის ღირსებაზე მეტყველებს-საცუმა ნაკლებ შაქრიანია და ამის გამო მასზე მოთხოვნა იზრდება.

მკვლევარები

შესაბამისად,ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში  ჩატარებულმა კვლევამ  სოფლის მეურნეობის სექტორის ანალიზი: ღირებულებათა ჯაჭვი და საექსპორტო პოტენციალია“ აჩვენა,  რომ ქართულ მანდარინს შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ კარგი პოტენციალი ევროკავშირში ექსპორტირების კუთხით. კვლევაზე მუშაობდნენ პი ემ სი კვლევითი ცენტრის ექსპერტები: ირაკლი გაბრიაძე რეზო ბერაძე მარიამ ზაბახიძე.

მანდარინი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ აგრო-სასურსათო პროდუქტს, რომელიც ექსპორტზე გაედინება და ყოველწლიურად შემოსავალი მოაქვს საქართველოს ეკონომიკისათვის.

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

08
დეკ2019

აია - სოფიას ტაძრის...

დღევანდელი ახალგაზრდობის წიგნიერების დონე დაბალია, ამბობს სულ ახლახან გამოქვეყნებული საერთაშორიოს კვ...

08
დეკ2019

დეკემბრის სიჩუმე ლის...

დეკემბერია. სიცივეა. მზის სხივები და ადამიანთა ხმა ერთიანად დააკლდა ბუნებას. ის ახლა საკუთარ თავთან...

07
დეკ2019

ლესბოსელების ევროპელ...

შვედი აქტივისტი 16 წლის შვედი იზაბელა ნილსონ ჯარვანდი (Izabella Nilsson Jarvandi) მსოფლიოში ცნობილი...

06
დეკ2019

„ფეისბუკზე“ რუსული „...

რუსული სერვისები ლიდერობენ „აყვავებულ ბზარს“, რომელიც სოციალური ქსელებით ადამიანების მანიპულირებას ე...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.