თინა შავაძე

საქართველო, პატარძეული

„ქართული ღვინის განვითარების საქმეში რა მოცულობის კაპიტალიც ჩავდეთ, ის, რომ იმპორტის საქმეში  გადაგვემისამართებინა, მაშინ ორჯერ მეტ მოგებას ვნახავდით. მაგრამ ჩვენთვის უფრო დიდად ღირებულებულია ღვინის ქარხნების მშენებლობა და ადგილობრივი მაცხოვრებელების დასაქმება რეგიონებში. ფესვები დასავლეთ და აღმოსვალეთ საქართველოში მიდგას- მამა გურიდან მყავს, დედა კახელია. მათ მასწავლეს მიწის სიყვარული, რომელიც ძალას მაძლევს საქართველოს რეგიონების განვითარებას ჩემი კაპიტალით და „შეღვათიანი აგროკრედიტის" გამოყენებით ხელი შეუწყო", - ამბობს citizens.ge-სთან საუბარში 2001 წელს დაფუძნებული, შპს. „კახური ტრადიციული მეღვინებობა"-ს (KTW) გენერალური დირექტორი და  100%-იანი წლის მფლობელი ზურაბ ჩხაიძე.

თბილისში დაბადებული ზურაბ ჩხაიძე, 1998 წელს დაფუძნებული შპს „ძმები ასკანელი"-ს, ასევე   25%-იანი წილის მფლობელია. ამ კომპანიის წილები ასევე ეკუთვნით მის ძმებს ჯიმშერ ჩხაიძეს (25%) და გოჩა ჩხაიძეს (50%), რომელიც ცნობილი ბალერინას ირმა ნიორაძის მეუღლეა.

 ძმებმა ჩხაიძეებმა მამაპაისეულ სოფელ ასკანისთვის  ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს. სწორედ, რომ ამ სოფლის სახელწოდება გახდა ძმებისთვის წარმატების მომტანი, მათ შექმნეს ცნობილი ბრენდი „ასკანელი" ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში.

ძმებ ჩხაიძეთაგან ერთ-ერთი ზურაბ ჩხაიძე, უფრო მეტად აღმოჩნდა „დედიკოს ბიჭი". მან მამაპაპისეული ასაკანიდან დედულეთში, (ქალბატონი ციალა გურჯაანის რაინის სოფელ ველისციხედან არის) ველისციხეში გადაინაცვლა და კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინებობა"-ს სახელით, ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო.  საწარმოს მიმდინარე მშენებლობა   შემოდგომაზე, რთველის სეზონისთვის დასრულდება და ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

ქარხანა 4500-5000 ტონა ყურძენს გადაამუშავებს, სადაც 50 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. ამის გარდა, კომპანია ყურძენს მხოლოდ ფიზიკური პირებისგან, ანუ გელეხებისგან შეისყიდის, რაც მათი მოსვალის გასაღებისა და შემოსვალის წყარო გახდება.

ამ საქმის გამართვისთვის „კახური ტრადიციული მეღვინებობა"-მ ბიძინა ივანიშვილის დრონდელი მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის  „შეღვათიანი აგროკრედიტი"-ის ფარგლებში, 600 ათასი დოლარის სესხი მიიღო.

ჩემი საყვარელი მწერლის გიორგი ლეონიძის მშობლიური სოფელის პატარძეულის განაპირას, უკვე ფუნქციონირებს „კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ს, თანამედროვე იტალიური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, რომელიც 2013 წელს აშენდა და ყოველწლიურად, 16 მილიონ ბოთლ კონიაკს, ღვინოს და ჭაჭას ჩამოასხამს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატარძეულის ღვინის ამ ქარხანაში დასაქმებული ადგილობრივი მუშახელი კომფორტულ გარემოში მუშაობს. 100-მდე ადამიანმა  უკვე იცის, როგორ უნდა მოიქცეს ღვინის თანამედროვე აღჭურვილობასთან, სამუშაოს შესრულების დროს და რას ნიშნავს წესრიგი-რაც ქვეყანაში შრომის კულტურის განვითარებას ემსახურება.

პატარძეულის ქარხნის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის მოქმედებს გემოვნებით გაწყობილი ღვინის მაღაზია და სადეგუსტაციო დარბაზი.

სადგუსტაციო დარბაზი დაგემოვნებული „კახური ტრადიციული მეღვინებობა"-ს  თეთრი და წითელი ღვინო, ყველთან, მწვადთან და „დედას პურებთან" ერთად დაუვიწყარ შთაბეჭდილბას ტოვებს  ტურისტზე და მას ღვინის მაღაზიაში გამოფენილი ბრენდების ყიდვისკენ უბიძგებს. ეს ორი ობიექტი, საერთო ჯამში, ამ ინდუსტიულ ზონას დადებით მუხტს ანიჭებს, რაც თავისთვად, კარგი  ბიზნესჩანაფიქრია.  ამ ჩანაფიქრის წარმატებაში ჟურნალისტები გასულ კვირას უკვე დაგვარწმუნა, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ, როცა სახელდახელო დეგუსტაცია გამართა.

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინებობა"-მ 2013 წელს, ღვინის განვითარების საქმეში, 9 მილიონ 414 ათასი ლარი ჩადო, წელს სხვადსხვა პროექტების განხორცილებისთვის 5 მილიონ 770 ათასი დოლარი დაიხარჯება.

ეს კომპანია ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტს განხორცილებს ქვეყნებში:  ინგლისი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ბელარუსია, უკრაინა, ყაზახეთი, ჩინეთი, ტაივანი, ჰონგ კონგი.

 „კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ს გამორჩეულია ფართო ასორტიმენტით, როგორიცაა: ღვინო, ცქრიალა ღვინო, ჭაჭა (ტარხუნის, თაფლის, კაკლის, ყურძნის, კლასიკური) და ქართული კონიაკის ბრენდი „ძველი კახეთი", რომელიც, მეექვსე წელია გაყიდვების ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს უკრაინის ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროების საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურების მიერ ორგანიზებული „მედიატური"-ს ფარგლებში, ჟურნალისტებმა კახეთში ახლად გახსნილი საწარომოები დავათვალიერთ.

ასევე იხილეთ ფოტორეპორტაჟი.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.