თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მცხოვრები ქალების უმეტესობა, როცა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბავშვებთან ერთად სხედან და მზესუზირას მიირთმევენ, ნარჩენებს სკამთან ყრიან. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში დედების გარემოს მიმართ უწესო ქცევის მაგალითს შვილები დასაშვებ ნორმად მიიჩნევენ და მოგვიანებით, იგივეს აკეთებენ. სამაგიეროდ, საქართველოში მოღვაწე უცხოელები, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ იკრიბებიან და თბილისის შემოგარენში სეირნობენ, აბსოლიტურად სხვანაირად იქცევიან. მოკლე ტური, რომელსაც „ჰაში" ჰქვია უცხოლები ოჯახის წევრებთან ერთად, დღის განმავლობაში კილომეტრებს გადიან, მაგრამ გარემოს ქაღლდის ერთ ნაგლეჯითაც კი არ აბინძურებენ. ისინი ყველა ნარჩენს აგროვებენ, ზურგჩანთით ატარებენ და თბილისის უახლოეს სანაგვე ურნაში ტოვებენ. „გარემოს დაბიძურება არ შეიძლება ნარჩენებით"-უცხოლების ეს ქცევა  მათი შვილებისთვისაც ბავშვობიდან სამგალითო ხდება და წესიერი ქცევის ნორმად ყალიბდება, განსახავებით საქართველოს მოქალაქეების ქცევისგან.

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

თბილისში სივრცე ფანჯრიდან ხედისთვის, სივრცე რეკრიაციული ზონისთვის თითქმის აღარ დარჩა-ყველგან სახლები შენდება. ხშირად მშენებლები შენობა-ნაგებობების გარეშემო გაშენებულ მწავენ საფარს, მრავალწლიან წიწოვან და ფოთლოვან ნარგავებს ისე ჭრიან, რომ ნებართვა არ აქვთ მიღებული. მსგავსი ტენდენციაა, საქართველოს სხვა ურბანულ ქალაქებში. ამის მიუხედვად ხელისუფლება ამიტკიცებს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს. საჩივრის საფუძველს საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით მიღება წარმოადგენს. სამინისტრომ  ინსტიტუტს არასრულყოფილი სახით მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია  სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების, ხელფასებისა და დანამატების, „როუმინგულ" მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა და ქვეყნის გარეთ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე დახარჯული თანხების შესახებ. ინფორმაციაში ხარჯები არ არის ასახული სახელიებისა და გვარების, აგრეთვე თვეების მიხედვით.

ნინო ბოლქვაძე

საქართველო თბილისი

მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების არქივს 2004 წლის შემდეგ პატრონი გამოუჩნდა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის N1397 განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის  მიწათმოწყობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - „საქსახმიწპროექტის" უმეთვალყურეოდ და განადგურების საშიშროების ქვეშ არსებული საარქივო დოკუმენტების აღწერა-დახარისხება.

 ნინო ბოლქვაძე

თბილისი, საქართველო

საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ, ალოგიკურ ზღვარზეა ასული. - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით,  პროტოკოლში განსაკუთრებული აქცენტი საკეისრო კვეთის ჩვენებებსა და ქმედებებზე გაკეთდა, რომლებიც საკეისრო კვეთის სიხშირის ოპტიმიმიზაციას შეუწყობს ხელს. "ნებისმიერ მიმართულებას, მათ შორის მშობიარობას სჭირდება სამედიცინო ხარისხის კონტროლი. ეს ჩვენი ღონისძიებებიც სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო, რადგან საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ, ალოგიკურ ზღვარზე იყო ასული. ამას ჰქონდა თავისი ობიექტური და სამწუხაროდ, მრავალი სამწუხაროდ, მრავალი სუბიექტური მიზეზი, ჩვენი ქმედებები სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისკენ არის მიმართული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.