თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

საჯარო განხილვის გარეშე მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება, ამიტომაც არ მოგვეცა საშუალება ჩვენი არგუმენტები  ხმამაღლა გვეთქვა მომჩივანისთვის. განჩინებას ბოლომდე არ ვარ გაცნობილი, მხოლოდ მოსამართლის თანაშემწის მოსაზრებებს გავეცანი, რომელიც ფიქრობს, რომ მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვაზე წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან. ეს შეფასება, ჩემი აზრით, არ არის ადეკვატური, რადგანაც ხელშეკრულებას 34 დანართი ახლავს თან, რომელთა 14 თავიდან ერთ-ერთი უძრავ ქონებას შეეხება, თუ როგორ რეგულაციებს აწესებენ ევროკავშირის წევრი-ქვეყნები უცხოელის მიერ სასფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვის დროს. კერძოდ, ამ კავშირის კანონმდებლობით ისეთი ჰაეროვანი დამოკიდებულება არ არსებობს, რომ ყველა უცხოელს ნებისმიერ დროს, სადაც სურს მიწა, იქ იყიდოს. ანუ ევროპაში მიწაზე უფლების დაკანონებას უფრო ფრთხილად ეპყრობიან, ვიდრე საქართველოში",-ამის შესახებ დღეს მედიასთან საუბარში  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

სიტყვის თავისუფლება ხალხის რჩეულთა გარკვეული ნაწილისთვის სტიმული მაინც ვერ გახდა და ისინი უსაქმურთა, ან შესაძლოა ითქვას მდუმარეთა საზოგადოებაში გადაბარგდნენ. გასულ წელს საქართველოს პარლამენტის 28 წევრმა ყოველთვიური ხელფასი (3000 ლარი) ისე მიიღო, რომ საკანონმდებოლოს ინიციატივის წარდგენისა და პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია. მათგან 13 წევრი ლევან ბერძენიშვილი, ვალერი გელაშვილი, მახირ დარზიევი, გოჩა ენუქიძე, ზურაბ ზვიადაური, ალი მამედოვი, თამაზ ყაჭეიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, თამაზ სიოშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბლური, ვიქტორ ჯაფარიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.