ირაკლი პატარაია (უმცროსი)

საქართველო, თბილისი

ცხოვრება არის გზა. ადამიანი მთელი ცხოვრება  მოძრაობაშია. სიმარტივისთვის მოვიხმობ „ადამიანს" მაგრამ შეგიძლიათ თქვენ იგულისხმოთ ასევე „კომპანია". ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებისეულ აქცენტს აკეთებს „სისწრაფეზე". ჩვენ გვეჩქარება სწავლის დასრულება, გვეჩქარება სამსახურებრივი დაწინაურება. გვეშინია, რომ დროულად ვერ ვიშოვით საკმარის ფულს. მშობლები გვარწმუნებენ, რომ აუცილებლად უნდა „მოვასწროთ" დაოჯახება.

ჩვენ აქოშინებულები ვიყურებით უკან იმის შიშით, ვინმე ხომ არ გვასწრებს? მაშინ, როდესაც ძალზე უმნიშვნელოდ მიგვაჩნია „მიმართულება". მოდი ვთქვათ ორიოდ სიტყვა „სისწრაფეზე".

სისწრაფე არის მეტად ფარდობითი მცნება. თუ თქვენ ენერგიულად გრძნობთ თავს, თქვენ მირბიხართ. თუ დაიღალეთ, შეიძლება უბრალოდ იაროთ ნელი ნაბიჯებით. თუ ცხოვრებამ „ალიყური გითავაზათ" და დაეცით, თქვენ შეიძლება დაგეუფლოთ გრძნობა, რომ არაფრის ძალა არ გაქვთ, რომ თქვენ არ გინდათ წამოდგომა. მაშინ, შეიძლება რაღაცა ხანგრძლივობით თქვენ უბრალოდ იწვეთ დაბლა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ ძალები რომ ადგეთ.

არის ასეთი აღმოსავლური ანდაზა: „არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაგასწრებს, ან ვის გაასწრებ, მთავარია არ შეგეშალოს მიმართულება".

ბევრი ადამიანი ქმნის ენერგიულად მოძრავი პიროვნების შთაბეჭდილებას. მაგრამ თუკი კარგად დააკვირდებით, აღმოჩნდება რომ ის სრულებითაც არ მიდის არსად. ის უბრალოდ წრეზე დარბის. გადის დღეები, თვეები, წლები, ათწლეულები და ადამიანის ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება. გაგიგიათ ალბათ გამოთქმა „როგორც ციყვი გალიაში".

მაშასადამე, თუკი ცხოვრება არის გზა, და დაბადების მომენტს ჩავთვალეთ გზის A წერტილად, უნდა არსებობდეს რაღაც B წერტილი, საითკენაც უნდა ვიმოძრაოთ.

ნუთუ თქვენ ხართ ისეთი მიამიტი, რომ ფიქრობთ: „მე გავჩნდი ამ ქვეყანაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა მშობლებმა ერთ მშვენიერ ღამეს გადაწყვიტეს სიამოვნება მიეღოთ ერთმანეთისგან"?

ჩვენ გავჩნდით იმიტომ, რომ გვაქვს დავალება გავაკეთოთ რაღაცა, სანამ ვართ ამ ქვეყანაზე. უფალმა, ჩვენს ქვეყანაზე მოვლინებამდე შეგვიგროვა „ჩემოდანი", სადაც ჩაგვილაგა: ჩვენი ხასიათი, ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი ნიჭი და რაც მთავარია, დიდი ნუსხა იმ საქმეებისა, რისი გაკეთების მოსწრებაც გვევალება. ამ უკანასკნელს ეწოდება ჩვენი ცხოვრებისეული მოწოდება. ყველაფერი ერთად გამოგვაყოლა დედის მუცლიდან და ამ „ჩემოდნით" გვიწევს სიარული ცხოვრების გზაზე.

„ჩემოდნის" კი ყველას განსხვავებული გვაქვს.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.