ირაკლი პატარაია (უმცროსი)

საქართველო, თბილისი

ყველა სასაუბრო ენა გარკვეული შეზღუდვებით ხასიათდება. ხშირად, ადამიანი სიტყვებით ვერ გადმოსცემს იმას, რაც ნახა და მოისმინა. ზოგჯერ სიტყვები უბრალოდ უძლურია გრძნობის გამოსახატავად.  ალბათ, უფალმა სპეციალურად გააკეთა ისე, რომ ადამიანს გარკვეული რაღაცეები სიტყვებით ვერ გადაეცა სხვებისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ აუხსნათ დაბადებიდან უსინათლო ადამიანს როგორია მწვანე ფერი?

ან, შეგიძლიათ სხვა ადამიანს აღუწეროთ თქვენი ნაცნობის სახის ყველა ნაკვთი ისე, რომ თქვენი ახსნის საფუძველზე მან იცნოს ის ადამიანი სხვა ადამიანებს შორის?

ან, შეგიძლიათ სიტყვებით აუხსნათ ადამიანს, რომელსაც არასდროს გაუკეთებია წამალი, როგორია „წამლის კაიფი"?

ან, აუხსნათ ადამიანს როგორია სიმთვრალე, თუკი მას არ დაულევია ცხოვრებაში ერთი წვეთი ალკოჰოლური სასმელი?

ან, აუხსნათ მამაკაცს, რას გრძნობს ქალი ორგაზმის დროს?

ან, იქნებ შეგიძლიათ აუხსნათ მამაკაცს როგორია მშობიარობის ტკივილები?

მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინვესტორი უორენ ბაფეტი ბრძანებს: „მე ვერ აგიხსნით როგორ ვარჩევ საუკეთესო ინვესტიციებს. უბრალოდ ვიცი, რომ როდესაც დავინახავ, მე მას ვიცნობ".

უფრო მეტიც, ის, რაც თქვენ გგონიათ შეგიძლიათ აუხსნათ სხვას სიტყვებით, ხშირად, უბრალოდ თავის მოტყუებაა. არ გჯერათ? მაშინ გაიხსენეთ, როდესაც ჭკუას არიგებდით თქვენს თინეიჯერ შვილს, 10 თქვენი რჩევიდან რამდენს გიჯერებდათ?

რატომ ხდება ასე? ასე ხდება იმიტომ, რომ ადამიანი თავის გამოცდილებას ვერ გადასცემს სხვას. ყველამ თავად უნდა შექმნას საკუთარი გამოცდილება, საკუთარ თავზე გადახდენილი ამბების სიხარულის განცდა და ტკივილი.

როდესაც სკოლაში ისტორიის გაკვეთილებზე მასწავლებელი გვიყვებოდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიებს, მახსოვს, მაშინ რა ირონიულ კომენტარებს ვაკეთებდით. თუმცა, პირადად განცდილი  აფხაზეთის ომის შემდეგ, ჩვენი ირონია, უეცრად გაიფანტა გუშინდელი სიზმარივით. ომში გამოვლილი ადამიანისთვის, ვიღაცის ნათქვამი ერთი უდიერი სიტყვაც კი უზარმაზარი სულიერ ტკივილს იწვევს.

უფალმა ალბათ იმისთვის დააწესა ასე, რომ ადამიანმა იაროს საკუთარი გზით და თავად მიაგნოს ჭეშმარიტებას ცხოვრებაში. მიხვდეს რას ნიშნავს დაკარგო, მიხვდეს რა ფასი აქვს მიღწევასა და წარმატებას, მიხვდეს სად მთავრდება ადამიანის შესაძლებლობა, მიხვდეს სად სჭირდება უფლის მხარდაჭერა, მიხვდეს რა დაუჯდა ის, რაც ეგონა რომ სურდა, მიხვდეს რისთვის ცხოვრობს ამ ქვეყანაზე....

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.