ირაკლი პატარაია (უმცროსი)

საქართველოს, თბილისი

ყველა ჩვენთაგანს უყვარს, როდესაც ის დაკავებულია, რაღაცას საქმიანობს, ვიღაცა რჩევას ეკითხება, რაღაცა პრობლემას აგვარებს. ადამიანი იღებს სულიერ კმაყოფილებას როდესაც ის ვინმეს სჭირდება და როდესაც კომპანიას, სადაც ის მუშაობს „არ შეუძლია მის გარეშე". იმისათვის რომ ადამიანმა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელოვნება, ის მუდამ უნდა იყოს დაკავებული.

ყველას მოგეხსენებათ, რომ უფალმა იშრომა 6 დღე და მეშვიდე დღეს დაისვენა. თუკი თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ, თუ როგორ სწერია ამის შესახებ ბიბლიაში, აღმოაჩენთ, რატომ დაისვენა უფალმა. წმინდა წიგნში სწერია, რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს „...დაისვენა იმიტომ, რომ მან დაასრულა თავისი საქმეები" ე.ი. სამყაროსა და ადამიანის შექმნა. იქ არ წერია, რომ უფალი დაიღალა და იმიტომ დაისვენა, ან რომ მას მოსწყინდა საქმის კეთება. არა, მან დაისვენა მხოლოდ ერთი მიზნით, ეჩვენებინა ჩვენთვის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ.

ჩვენი ტვინი მაგალითად, აკონტროლებს ჩვენს სხეულში ყველანაირ პროცესს. ის არ ისვენებს წამის მეათასედსაც და  განუწყვეტლივ მუშაობს. ტვინს არ ახასიათებს დაღლა. ის, რასაც ჩვენ დაღლას ვეძახით,მხოლოდ ჩვენს კუნთებს ეხება. ეს მეცნიერული ფაქტია. და ასე გრძელდება ათწლეულები. უფალი, რომელიც სამყაროში განაგებს ყველაფერს: პლანეტების მოძრაობას, ვარსკვლავების ნათებას, გალაქტიკების გაფართოებას და ა.შ. მგონი ხვდებით, რომ ყოველივე ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი სხეულის პროცესების მართვა. ამას ღმრეთი აკეთებს არა რაღაც რამდენიმე ათწლეულების, არამედ მილიარდობით წლების მანძილზე და ასე გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაშიც, ამიტომაც საეჭვოა, რომ უფალი დაიღალა მეშვიდე დღეს და ამიტომაც დაისვენა?

არსებობს ათასობით ფაქტი იმის შესახებ, რომ მეცნიერები თავიანთი პრობლემების გადაწყვეტას პოულობდნენ არა ლაბორატორიაში მუშაობისას, არამედ მაშინ, როდესაც ისინი სრულებით არ ფიქრობდნენ თავიანთ სამუშაოზე და ისვენებდნენ სადმე ბუნებაში ოჯახთან ერთად. რალფ უოლდ ემერსონი „ჯოხით" აგდებდა თავის თანამშრომლებს ლაბორატორიებიდან სამუშაო საათის დასრულების შემდეგ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მეცნიერი და რაღაც ცდებს აკეთებთ ლაბორატორიაში. გგონიათ, ცოტაც და ვიპოვი რასაც ვეძებ. ასეთი აზარტული განწყობით საღამოს შვიდი საათი ისე შეიძლება მოგეპაროთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ დილა გეგონოთ. და უეცრად, გეუბნებიან „წადი სახლში". ემერსონი ეუბნებოდა თავის თანამშრომლებს: „წადით სახლში, არ შეიძლება სულ მუშაობა, ტვინმა ხომ უნდა გაიაზროს ყოველივე. თუკი არ დაისვენებთ როგორ გაიაზრებს ტვინი?"

თუკი თქვენ დაისვენებთ კვირაში ერთი დღე, დარჩენილ 6 დღეს თქვენ გაცილებით მეტ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე მაშინ, თუკი ყოველდღე იმუშავებთ.

თუკი თქვენ გგონიათ, რომ თუკი კვირაში ერთი დღე არ იმუშავებთ, კონკურენტები დაგჯაბნიან, იცოდეთ, რომ მე არ შემხვედრია და არც არსად წამიკითხავს (და მე ბევრი წამიკითხავს) ასეთი ფაქტის შესახებ. სამაგიეროდ ვიცი ათობით ფაქტი, როდესაც მომხდარა პირიქით.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.