ირაკლი პატარაია (უმცროსი)

საქართველო, თბილისი

შიშების უმეტესობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით ცხოვრებაში, მოკლებულნი არიან ყოველგვარ რეალურ საფუძველს. მაგალითად, მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა შემდეგი ფაქტები: ჩვენი შიშების 60% სრულებით მოკლებულია საფუძველს. არცერთი მათგანი არასდროს არ მოხდება; ჩვენი შიშების 20% წარმოადგენს ჩვენს წარსულს და ის ჩვენი კონტროლის მიღმა დევს; ჩვენი შიშების 10% ეფუძნება სრულებით უმნიშვნელო მიზეზებს, რომლებმაც არ შეიძლება რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინონ ჩვენს ცხოვრებაზე; დარჩენილი 10% შიშებიდან მხოლოდ 4-5% შეიძლება მივიჩნიოთ საფუძვლიან შიშებად.

ჩვენი შიშების ლომის წილი ეფუძნება ჩვენს შეგრძნებებს.

ეს სტატისტიკური მონაცემები ნათელყოფს, რომ 95% შემთხვევაში თქვენ უაზროდ კარგავთ დროსა და ენერგიას, როდესაც აღვივებთ თქვენს თავში შიშებს.

ალბთა ყველა დამეთანხმება, რომ თეორიულად წარმატების მიღწევა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ათასობით წიგნია გამოსული, რომლებშიც ავტორები გვიმტკიცებენ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამდიდრება, გაჯანსაღება, უცხო ენების სწავლა, ლომებთან შიშველი ხელებით განმკლავება, მთვარეზე გაფრენა და ა.შ.

მაშინ, რატომ არ არის ყველა ადამიანი მდიდარი, ჯანმრთელი და კოსმონავტი? არსებობს ოთხი მიზეზი: ადამიანებს არ სჯერათ, რომ მათ ეს შეუძიათ, ადამიანებმა არ იციან რა უნდა გააკეთონ ამისთვის, მათ ეშინიათ, „რას იტყვიან სხვები?" ადამიანებს არ სურთ არაფრის შეცვლა ცხოვრებაში.

ყველა პუნქტზე ამ წერილში არ გავამახვილებ ყურადღებას, მოდი ვისაუბროთ შიშის დაძლევაზე. მეცნიერებმა აღმოჩინეს, რომ შიშები არ არის თანდაყოლილი უნარი. ჩვილ ბავშვს ეშინია მხოლოდ ორი რამის, ხმამაღალი ხმის და დავარდნის. ყველა სხვა შიში არის შეძენილი. თავდაპირველად მშობლები „გვაშინებენ", შემდეგ სკოლის მასწავლებლები „გვაშინებენ". როდესაც წამოვიზარდეთ, ლექტორებმა გადაიბარეს ესტაფეტის ჯოხი და ბოლოს ტელევიზორმა დააგვირგვინა ამ „შიშების კარნავალი".

რა წამალი არსებობს შიშისგან თავის დასაღწევად? არსებობს ერთი უებარი წამალი: თუ რაიმის გაკეთების გეშინიათ, აკეთეთ ის მანამდე, ვიდრე შიში არ გაიფანტება დილის ნისლივით. მოკლედ, თუკი აკეთებთ რაღაცას მეთხუთმეტეჯერ და კიდევ გეშინია (თუმცა, როგორც წესი ამდენი მცდელობა არ არის საჭირო), ე.ი. უნდა გააგრძელო ამის კეთება. სანამ შიში არ დაიძლევა, მანამდე საქმე ბოლომდე მიყვანილად არ ითვლება.

არსებობს მეორე მეთოდიც. როდესაც ათასი შიშები დატრიალდება თქვენს თავში, აიღეთ პასტა, ფურცელი და დაიწყეთ ყველაფრის, რაც კი თავში მოგდით, ფურცელზე გადატანა. არ გექნებათ დაწერილი რამდენიმე წინადადებაც, რომ მიხვდებით რომ ყველა შიში სადღაც გაქრა. სატანას არ უყვარს ფაქტების დატოვება. როდესაც წერთ, რაც მანამდე იყო უბრალოდ თქვენი აზრები, უკვე ფაქტებად ფიქსირდება.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.