თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი კითხულობს: „ნახეთ რა გაუკეთეს ერს?- ერს პირველ რიგში ტრადიციები უნდა შეულახო, რომ გახადო მორჩილი, მართვადი და ჯიბის ერი. ეს პროცესი მიდი ტექნიკურად. ჩვენ ძალიან აღვშფოთდით, როცა თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქართლის დედის ძეგლი ფალოსს შეადარა. ამ ქართულ ანიკულტურულ მიმდინარეობას ფალოსოფოსია უწოდეს მაშინ. ახლა მთვარი ფალოსოფოსი არჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. გიორგი მარგვველაშვილის აზრით, ქართველი კაცი არის დედიკოს ბიჭი და ის არ არის ჩამოყალიბებული კაცი.

ნინო ბოლქვაძე

თბილისი, საქართველო

,,დემოკრატიული მოძრაობის"  საპრეზიდენტო კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში შეხვდა.  ნონა გაფრინდაშვილის განმარტებით, დარბაზი შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით.  "ნინო ბურჯანაძე სახალხო კრებამ აირჩია და ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. აქ ყველანი უპარტიო ადამიანები ვართ შეკრებილები და ეს დარბაზი დახმარებას გაუწევს ჩვენს კანიდადატს იმაში, რომ ხალის ყურამდე მივიტანოთ ის, რასაც ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველს ჰპირდება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ეს მოსალოდნელიც იყო, კოტე კუბლაშვილის სასამართლო, რაშიც არის გაწაფული, იგივე ქმედება ჩაიდინა. მან ბათილად არ სცნო ცესკოს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ და ძალაში დატოვა. „ჩვენ ერთი საათი ველოდეთ იმისთვის, რომ იურიდიული არგუმეტნების გარეშე სასამართლოს გამოეტანა განაჩენი და ჩემი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ პოლიტიკური მოტივაციის გამოყენებით და შეზღუდა პრეზიდენტობის კანდიდატი ჩემი სახით, რომელსაც აქვს გარკევეული შანსები გახდეს პრეზიდენტი, ცხადია ჩვენ ამას გავასაჩივრებთ," -ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. „საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე  სალომე ზურაბიშვილი ახლა შემდეგ ინსტანციას სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

 ნინო ხაჩიძე

საქართველო, თბილისი

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქ ხალხს, რომელიც რეალური დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვის, საქართველოს მეზობელ ქვეყნასათან ჭირდება ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ თურქეთის ხელისფლებამ უნდა იცოდეს, რომ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში კეთმეზობლური ურთიერთობა შეუძლებელი გახდება.

 

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

„პირადად მე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად შექმნა ფინანსური პრობლემები, ვცდილობდი გამოვსულიყავი კრიზისიდან და სასესხო ვალდებულები გამესტუმრებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. გუშინ ჩემს სახლში პოლიცია იყო და მათი თანადასწრებით დავცალე სახლი, რომელიც აღებული სესხის გამო, რომელიც ვერ დავაბრუნე, ბანკმა საკუთრებაში წაიღო. ამის გარდა, ფიზიკური პირებისთვისაც მაქვს ვალი დასაბრუნებელი. ამას მოვაგვრებ და ყველა მევალეს თავის კუთვნილ თანხას დაუბრუნებ. დღეს ვარ იგივე მდგომარეობაში,  რომელშიც არასწორი სახლმწიფოებრივი მიდგომის გამო, ჩვენი ქვეყნა და ხალხი აღმოჩნდა. სახელმწიფო იქცა მევალეებად და მოვალეებად. ათაოსობით ადამიანი გამოსახლებულია, ათასობით ადამიანი ელოდება გამოსახლებას და ათასობით ადამიანი ამ საფრთხის ქვეშ დგას.

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.