გიორგი კუჭავა

საქართველო თბილისი

 

ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაში დამკვირვებლები ორ ბანაკად დაყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ ჩინეთის გაძლიერება ხელს შეუწყობს საყოველთაო აყვავებასა და მშვიდობას, მეორენი კი თვლიან, რომ ჩინეთი - აგრესიული ქვეყანაა, რომელიც ეყრდნობა ეკონომიურ მერკანტილიზმს.

ორი კონკურირებადი თვალთახედვა

ჩინეთის მშვიდობიანი განვითარების პარადიგმის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და აყვავებას როგორც რეგიონისა, ასევე მთლიანად ჩვენი პლანეტისა.

გეოეკონომიკური პარადიგმა ჩინეთს წარმოაჩენს როგორც მერკანტილურ სახელმწიფოს, რომელიც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკის მეშვეობით და დაჯერებული სგრეოეკონომიკური ნაბიჯებით ცდილობს გააზარდოს საკუთარი გავლენა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში.

ჩინეთის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების პრინციპების აღქმა ჩინეთის ეკონომიკური განვითარება და სერთაშორისო ურთიერთობები: ვკუუმის შევსება

ჩინეთის ლიდერმა სი ცზიპინმა თავის გამოსვლაში არაერთხელ აღნიშნა, რომ პეკინის მიერ საერთაშორისო-ეკონომიური ინიციტივებისა და ინსტიტუტების პედალირება რეგიონში და მსოფლიოში უსაფრთხოების და აყვავების მხწევაზე.

XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა - გამოიწვევს თუ არა ჩინეთის ეკონომიკის ზრდა და მისი ურთიერთდამოკიდებულება სხვა ქვეყნების ეკონომიკასთან  პეკინის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდას.

ჩინეთილს როლის გაძლიერებას შორეულ პერსპექტივაში სხვადასხვანაირად ფასდება. ჩინეთის ხელისუფლება ხაზს უსვმს ოფიციალურად განცხადებულ მშვიდობიანი განვითარების კურს, თუმცა სულ უფრო იზრდება იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩინეთი ექსპანსიონისტური სახელმწიფოა.ის ცდილობს თავის ეკონომიკის გაზრდის ხარჯზე განამტკიცოს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა.

ამგვარი მიდგომების ნათელი მაგალითია, ჩინეთის მიერ ორგანიზებული ფორუმი ”ერთი სარტყელი ერთი გზა”, რომელმაც ფორმალურად ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მეზობელ, ასევე შორეული ქვეყნების ეკონომიურ განვითარებას. ასევე მასშტაბური პროექტების ფინანსირებას - სახმელეთო და საზღვო ინფრასტრუქტურები, ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია,  რომელიც ჩინეთზეა მიბმული. ესენია ”ერთი სარტყელი - ერთი გზა”, ინფრასტრუქტურულ პროექტებში აზიური ბანკის ინვესტიციებმა მრავალი მითქმა-მოთქმა და ეჭვები გააჩინა. ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ჯერ გაუგებრია, თავისი ეროვნული სტრატეგიის ფრგლებში, რამდენდ მოახერხებს ჩინეთი გამოიყენოს ახლი და უკვე არსებული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და სხვა რეგიონებთან აფრიკიდან ევროპამდე, საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის გაზრდისთვის. ოფიციალურმა ჩინეთმა უკვე განაცხადა: ახალ ინიციაატივებში მონაწილეობა ხელსაყრელია ყველა ქვეყნისთვის. ოპონენტების მტკიცებით, ეს ინიციატივები საშულებას მიცემს ჩინეთს მიაღწიოს საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს. ეს კი ძალზედ მნიშვნელოვნია მეზობელ ქვეყნებისთვის, რომელთა უმეტესობა სერიოზულადაა დაშინებული ჩინეთის ექსპანსიით სამახრეთ-ჩინეთის ზღვის რეგიონში.

თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლება მუდამ ხააზს უსვამს, რომ მისი პრიორიტეტია ეკონომიური განვითარება დ რომ მისი ინიციატივები ხელს უწყობენ ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და ცდილობს ამაში დაარწმუნოს როგორც მეზობელი ქვეყნები, ასევე შეერთებული შტატები, მსოფლიო თანამეგობრობა და საკუთარი მოსახლეობა.

ის მასშატბური ინიციტივები, რომელებსაც ახმოვანებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზიპინი, მიეწოდება როგორც საგარეო პოლიტიკის ბუნებრივი გაგრძელება, რომელიც მიმართულია ყველასათვის ხელსაყრელ პირობების სახით. როგორიცაა, მშვიდობა და განვითარება რეგიონში და მთელს მსოფლიოში. ჩინეთის მშვიდობიანი განვითარების პარადიგმას მკაფიოდ დაუპირისპირდა გეოეკონომიკური პარადიგმა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ამ მიმრთულების მრავალრიცხოვნი მომხრეები წარმოგვიდგენენ ამ ქვეყანას როგორც მერკანტილრ სახელმწიფოს, სადაც ძლიერი, შორსმჭვრეტელი ავტორიტარული სისტემა მანიპულირებს, როგორც ეკონომიკით, ასევე ეკონომიკური ინსტიტუტებით საკუთარი სიმძლავრის განმტკიცების მიზნით.

სხვადასხვა თვალთახედვა ჩინეთის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის ურთიერთობებზე

ჩინური ეკონომიკის განვითარების მოდელი და ჩინეთის როლი მნიშვნელოვად შეიცვალა უკანსკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში. გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულიდან, როდესაც დაიწყო რეფორმები და გამოცხადებულ იქნა ღია კარის პოლიტიკა და უკანასკნელ პერიდამდე ჩინეთის ეკონომიკა ყოველწლიურად 10% -ით იზრდებოდა. მას მერე, რაც 2000 წელს ჩინეთი გაწევრიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზციაში მისი როლი მსოფლიო ეკონომიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა და შედეგად იგი მოგვევლინა მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთ უმსხვილეს მონაწილედ. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მიუხედვად იმისა, რომ ჩინეთიდან კაპიტალის ნაწილი წავიდ, მისი წვლილი მსოფლიო გლობალური ინვესტიციების ნაკადში და სერთაშორისო ფინანსირებაში გაიზარდ. ეს ძირითადად მოხდა განვითრებადი ქვეყნების ფინანსური დახმარებისა და კრედიტების ხარჯზე.

ამასთან ერთად, საერთაშორისო არენაზე ჩინეთის სწრაფვა სიმდიდრისადმი და სიძლიერისადმი, სულ უფრო მეტ კამათს იწვევს საექსპერტო წრეებში. ჯერ ბოლომდე ვერ გარკვეულან, დაეტყო თუ არა ჩინეთის სიმძლავრეს მისი ეკონომიკური კავშირების გაფართოება და გამყარება მის სიმძ;ლავრეს და გავლენას მსოფლიოზე, ხოლო თუ დაეტყო - როგორ, გააძლიერა მისი პოზიციები და გამოიწვია თუ არა ამან ახალი სუსტი ადგილები და ურთიერთდამოკიდებულება.

შეერთებული შტატების აკადემიური წრეების ორი ყველზე ავტორიტეტული სპეციალისტი ჩინეთის შესახებ სხვადასხვა პოზიციზე დგანან, ერთმა უწოდა მას ”სუსტი სახელმწიფო”, ხოლო მეორემ ”ნაწილობრივ სახელმწიფო”. ბრიტანელი მარტინ ჯეიკსი კი ამტკიცებს, რომ ჩინეთი ”უხელმძღვანელებს მსოფლიოს”.

გეოეკონომიკა

რიგი ევროპელი და ამერიკელი ანალიტიკური ცენტრი თუ ექსპერტი ტერმინს ”გეოეკონომიკა”-ს იყენებენ როგორც მოდელს რეალიზმსა და მერკანტილიზმს შორის სხვაობისას, რომელსაც ჩინეთი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკის გატარებისას იყენებს.

ისინი, ვინც ემხრობიან ჩინეთის საგარეო პოლიტიკის გეოეკონომიკურ თვალთახედვას, ძირითად აქცენტს ამახვილებენ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე, როგორც უფრო დიდი საგარეო პოლიტიკური თუ გეოსტრატეგიული მიზნების მისაღწევი საშუალება. ამგვარ მიდგომას ნათლად გვიჩენებს ინდოეთის ერთ-ერთი წამყვნი სპეცილისტის საერთაშორისო ურთიერთობებში ბრახმა ჩელანის ნაშრომები. ის ამტკიცებს, რომ ”არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ჩინეთის სწრაფვა დაამკვიდროს აზიაში საკუთარი წესები”. პეკინის ყველა მსხვილი პროექტი და ინიციატივა, დაწყებული ”ერთი სარტყელი - ერთი გზა” და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკის დაარსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ აახლოვებს პეკინს მის სტრატეგიულ მიზნამდე - დაამყროს აზიაში ჩინური წესრიგი.

რიგი ანალიტიკოსების, რომლებიც იზიარებენ ჩინეთის გეოეკონომიკური პარადიგმის პრინციპებს სთვლიან, რომ თუ ჩინეთის სტრტეგია არ იქნა დაბალანსებული ადეკვატური პასუხით, იგი გაამყარებს საკუთარ პოზიციას რეგიონში და მესამე სამყროს მნიშვნელოვან ნაწილში.

საბოლოო ჯამში, გეოეკონომიკური მიდგომის ლოგიკას მივყვართ იმ დასკვნამდე, რომ შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნები დაუთმობენ ლიდერობას ჩინეთს.

თუმცა, რიგი ექსპერტი სთვლის, რომ გეოეკონომიკური მიდგომის მომხრეთა პოზიცია ხშირად ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს დებენ. მაგალითად,  ყოველწლიური მოხსენებები, რომლებსაც აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის  გლობალური ეკონომიკის საბჭოს სახელით გეოეკონომიკის სფეროში. ბოლო მოხსენების სახელწოდებაა ”გეოეკონომიკა ჩინური თავისებურებით: თუ რა ტრანსფორმირებას განიცდის მსოფლიო პოლიტიკა ჩინური ეკონომიკური სიმძლავრის გავლენით”. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ”სიმძლავრე”, რაც არ უნდა იგულისხმებოდეს, მოხდება კონვერტირება საერთაშორისო პოლიტიკურ გავლენაზე. მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეს პეკინის ინიციატივას ”ერთი სარტყელი - ერთი გზა”, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთის მიზანია სახელმწიფო საწარმოებზე დაყრდნობით მიიღოს გარანტირებული წდომილება ენერგომატარებლებზე და სხვა რესურსებზე.

თუმცა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მძლავრი რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებისა წარმოიშვება ჩინეთის არა მარტო ”სერიოზული დივერსიული პოტენციალი”, არამედ ის ასევე ხდება დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და კრიზისებზე. მაგალითად 2007-2009 წლების ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა ჩინეთის დამოკიდებულება მისი პროდუქციის მოთხოვნაზე შეერთებულ შტატებსა ევროპაში, ხოლო საბრძოლო მოქმედებებმა ლიბანიდან ერაყამდე აჩვენა პეკინს, რომელიც იმედებს ამყარებდა ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე, რომ ენერგოუსაფრთხოება იგი ასე მარტივად ვერ უზრუნველყოფს. 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.