გიორგი კუჭავა

საქართველო თბილისი

 

დღეს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ველიკოდერჟავული მანიითა შეპყრობილი, არ უნდა საკუთარ მოსახლეობას სიმართლე გაუმხილოს. ის გადაიქცა მსოფლიო ეკონომიკის რესურსების დანამატად, რომელიც ეკონომიკურადაც წამგებიანია. გადამუშავებული ნედლეული მსოფლიო ბაზარზე გაცილებით ძვირი ღირს. ამ შემთხვევაში ქვეყანა და მისი მოსახლეობა ჩქარა მდიდრდება. ბუნებრივია, ის, ვინც მხოლოდ ნედლეულ ყიდის, გაცილებით ნაკლებ შემოსავალს იღებს.

რასაკვირველია, ამდგვარ ეკონომიკურ გათვლებში, საინტრესოა, თუ რომელი ქვეყნის, ან ქვეყნების დანამატია ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყანა. მაღალგანვითარებულ ქვეყნების შემთხვევაში ყველაფერი დღესავით ნათელია. რუსეთი ნედლეულის გადამუშავებით ვერ დაეწია ამერიკას და ევროპას.

რაც შეეხება „მსოფლიოს მეორე ეკონომიკას“ - ჩინეთს, რომელიც განეკუთნება განვითარებად ქვეყნებს, აშკარაა, რომ რუსეთი იქცა მის ეკონომიკის ნედლეულის დანამატად.

 რამდენიმე ათეული წლის წინ ჩინეთი რუსებისგან ყიდულობდა მაღალ ტექნოლოგიას, სამაგიეროდ რუსულ ბაზარზე ფართო მოხმარების საქონლის იმპორტს ეწეოდა. თუ გადავხედავთ, რუსეთის საბაჟო სამსახურის სტატისტიკას, ვნახავთ რეალურ სურათს, თუ რა ხდება რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთერთობაში.

დღეს ჩინეთი არის რუსეთის ფედერაციის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. მისმა წვლილმა საერთო სავაჭრო ბრუნვაში 2017 წლის იანვარ-სექტემბერში  14,8% შეადგინა. ეს მაჩვენებელი, 2006 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია, მაშინ 6,5% იყო. სავაჭრო დისბალანსი ორ ქვეყნას შორის  8 მილიარდ დოლარზე მეტია. საინტერესოა,  რუსული ექსპორტისა და იმპორტის სტრუქტურა ჩინეთთან. რუსეთიდა ექსპორტირებულია ნავთობი, ნახშირი, ხე-ტყე.

თუ მაჩვენებლებს დინამიკაში შევხედავთ, არც აქ არის რაიმე რუსეთის სასარგებლოდ. მაგალითად: 2016 წლის მაჩვენებლებით რუსული ექსპორტის დომინანტი – ენერგომატარებლები და მინერალები შეადგენდა 63%, რაც გაცილებით ნაკლები იყო წლევანდელ წელთან შედარებით.

ყოველივე აქედან ჩვენ შეგვიძლი დავასკვნათ, რომ რუსული ექსპორტს ჩინეთში გააჩნია ნათლად გამოხატული მიმართულება – ნედლეული. სხვა სიტყვებით ვიტყვით რომ ვთქვათ, დღეს რუსეთი იქცა ჩინეთის ეკონომიკის ნედლეულის დანამატად.

ნედლეულის გარდა, რუსებმა ჩინეთში გაიტანეს ბირთული რეაქტორები, მექანიკური მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები.  შეადგენს 29,4%, ელექტრომანქანები და მათთვის სათადარიგო ნაწილები, ხმისჩამწერი და მათი ასახვის აპარატურა და მათი სათადარიგო ნაწილები – 22,6% , ეს მხოლოდ 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემები. ამას დაუმატოდ ჩინეთში წარმოებული ფართო მოხმარების საქონელი: ფეხსაცმელი – 3,8%, სათამაშოები და სპორტული ინვენტარი – 2,7%.

ამ მშრალი სტატისტიკური ციფრებით ნათელი ხდება, რომ ჩინეთის ექსპორტი რუსეთში ატარებს ტექნოლოგიურ და ტექნიკურ ხასიათს. აქედან დასკვნა – რუსეთი ჩინეთს ამარაგებს ნედლეულით, ხოლო ყიდულობს ტექნიკასა და დანადგარებს.

რუსეთ-ჩინეთის ამგვარი სტრუქტურული საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობა მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც მოდის ცნობები, რომ ჩინეთმა ცხოვრების დონით გაუსწრო რუსეთს. უდაოა, რომ ცხოვრების დონის შესაფასებლად არსებობს მრავალი მეთოდი. ექსპერტები ყველაზე ობიექტურად მიიჩნევენ ე.წ. ენგელის კოეფიციენტს. ამ კოეფიციენტში ასახულის ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯი საკვებზე. ამ კოეფიციენტს მიენიჭა XIX საუკუნის გერმანელი ეკონომისტის ერნსტ ეგელის სახელი. ის ამტკიცებდა, რომ რაც უფრო მდიდარია მოსახლეობა, ის უფრო ნაკლებს ხარჯავს კვებაზე. დღეს ეს პოსტულატი ეჭვს არ იწვევს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გვთავაზობს შემდეგ კლასიფიკაციით, თუ ქვეყნის მოსახლეობის საერთო მოხმარებითი ხარჯი პროდუქტებზე შეადგენს 20-30%-ს, მაშინ ის მდიდარია, ხოლო თუ 20% ნაკლებს, მაშინ ძალიან მდიდარი.

დაახლოებით ერთი თვის წინ ჩინეთის სტატისტიკის სამმართველომ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2016 წელს ენგელის კოეფიციენტი ჩინეთში შემცირდა 30,1%, ანუ ჩინეთი გაქტიურად ამ მნიშვნელოვანი მაჩვენებლით. მან მიაღწია ქვეყნებს, სადაც მოსახლეობა უზრუნველყოფილია. ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ჩინეთმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

ახლა ვნახოთ თუ რა ხდება რუსეთში. 2016 წლის მაჩვენებლებით ენგელის კოეფიციენტმა რუსეთში შეადგინა 32,3%. შესაბამისად, რუსეთის მოსახლეობა ჩინურზე უფრო ღარიბია. 2016 წელს ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა ჩინეთში შეადგენდა 43 მილიონ ადამიანს. გათვლილია სოფლის სირარიბის ნორმის საფუძველზე – 2300 იუანი ადამიანზე ერთ წელიწადში. ღარიბი მოსახლეობის რაოდენობამ რუსეთში შეადგინა 20 მილიონი ადამიანი. აქ ქართველი რუსეთუმი მეტყვის რომ ღარიბები ჩინეთში ორჯერ მეტნი არიან, ვიდრე რუსეთში. კი, მართლაც ასეა. მაგრამ ჭეშმარიტებისათვის ვნახოთ, თუ როგორია ღარიბთა წვლილი ორი ქვეყნის მაცხოვრებელთა საერთო რაოდენობიდან. რუსეთში ეს ციფრი შეადგენს 13,5%, ხოლო ჩინეთში – 3,2%. აქ გასათვალისწინებელია ასევე ორი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა. მაშინ რომელი ქვეყნის მოსახლეობაა უფრო მდიდარი? ვაღიაროთ – ჩინელები რუსებზე მდიდრები არიან! და კიდევ ერთი სტატისტიკური რიცხვი: 2015 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა ჩინეთში შეადგინა 76, 3 წელი, რუსეთში კი 2016 წლის მაჩვენებლებით 71,9. რუსეთი აქაც აგებს ჩინეთთან.

 

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

19
დეკ2017

2018 წლის საშიში რეგ...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო ამერიკელმა ექსპერტმა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშ...

19
დეკ2017

ბიბლიოთეკიდან დანახუ...

გიორგი კუჭავა თბილისი, საქართველო საიმპერატორო ბიბლიოთეკაში გათენებულმა ღამეებმა ცისის გონება ისე გა...

05
დეკ2017

ჩინეთმა რუსეთს გაუსწ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი დღეს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ველიკოდერჟავული მანიითა შეპყრობილ...

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.