მარიამ შავაძე

თბილისი, საქართველო

საზღვაო საქმეში სიახლეა. მეზღვაურებს დღეიდან შეუძლიათ,  სასურველი ვაკანსიების მოძიება და დამსაქმებელთან პირდაპირ დაკავშირება. ასევე კომპანიებს შეუძლიათ მათთვის სასურველი გამოცდილებისა და ვაკანსიის კადრის მოძებნა. სად ხდება ეს ყველაფერი?

საქართველოში მეზღვაურთა მხარდაჭერისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ვებ-პორტალი ამოქმედდა.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ვებ-პორტალზე მუშაობისას, დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე შეხვდა,  გაითვალისწინეს როგორც მეზღვაურების, ისე დამსაქმებლების ინტერესები, ასევე გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება.

სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანმა.თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურებს ამ საიტის მეშვეობით ექნებათ წვდომა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულ სერვისებზე, რაც დაზოგავს მათ დროს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი პირებისათვის სააგენტოს მომსახურების მიღებას გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის.

ვებ-პორტალის მისამართია:

www.georgianseafarers.ge

 

ვებ-პორტალი მხოლოდ ინგლისურენოვანია, რადგანაც საზღაო საქმეში სამუშაო ენა მხოლოდ ინგლისურია.

 

 

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

08
დეკ2019

აია - სოფიას ტაძრის...

დღევანდელი ახალგაზრდობის წიგნიერების დონე დაბალია, ამბობს სულ ახლახან გამოქვეყნებული საერთაშორიოს კვ...

08
დეკ2019

დეკემბრის სიჩუმე ლის...

დეკემბერია. სიცივეა. მზის სხივები და ადამიანთა ხმა ერთიანად დააკლდა ბუნებას. ის ახლა საკუთარ თავთან...

07
დეკ2019

ლესბოსელების ევროპელ...

შვედი აქტივისტი 16 წლის შვედი იზაბელა ნილსონ ჯარვანდი (Izabella Nilsson Jarvandi) მსოფლიოში ცნობილი...

06
დეკ2019

„ფეისბუკზე“ რუსული „...

რუსული სერვისები ლიდერობენ „აყვავებულ ბზარს“, რომელიც სოციალური ქსელებით ადამიანების მანიპულირებას ე...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.