მანანა ხადური

საქართველო, თბილისი

 უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანის ორგანიზმი ვირუსების შემოტევის სეზონზე (შემოდგომა-გაზაფხული), როგორია მისი იმუნური სისტემის მდგომარეობა- ანუ უნარი წინ აღუდგეს ორგანიზმისთვის დამღუპველი აგენტების აგრესიას და დაიცვას ის. იმუნიტეტის დაქვეთიება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც ადამიანის ორგანიზმი გამოფიტულია და ვიტამინების ნაკლობას განიცდის, მაშინ ის ვირუსული ინფექციებისგან დაუცველია და ამდაგვარი შემოტევების პიკი სწორედ, რომ ამ ახლა არის.

 

მანანა ხადური

საქართველო, თბილისი

გაზაფხულმა უკვე შემოგვანათა ტყემლისა და ატმის ყვავილებით, ბუნება იღვიძებს, დღემ და მზის შუქმა საგრძნობლად იმატა. მალე მოვა დრო, როცა საჭირო იქნება მძიმე, დათბილული ტანსაცმლისგან გავთავისუფლდეთ. ყველას შეუძლია გაზაფხულზე თამამად გაიხადოს პალტო თუ ლაბადა?

 

 ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ წელიწადის ცივ პერიოდში რამდენიმე კილოგრამით იმატებს წონაში და ეს ნორმალურია. მაგრამ თუ ეს კილოგრამები ზამთარში ზომაზე მეტი დაგვიგროვდა, გაზაფხულზე მათგან გათავისუფლება გაგვიჭირდება.

 

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

citizens.ge-ს მკითხველებო, გულშემატკივრებო, კრიტიკოსებო, ყველას გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულს, დღეგრძელობა და ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა. 2014 წელი ლურჯი ცხენის წელია, ამ კეთილშობილურ ცხოველს ქართველმა პოეტებმა შესანისანავი შედევრები მიუძღვნეს. თითქმის ერთი საუკუნე გახდა (1915 წელი), რაც გალაკტიონ ტაბიძემ „ლურჯა ცხენები' დაწერა, მაგრამ  ახალ ჩვენ არჩევანს ტატოს „მერანზე' ვაკეთებთ და მას „უსულდგმულო" დღეების გასაცოცხლებლად გიტოვებთ.

ნინო ხაჩიძე

საქართველო, თბილისი

ფერიცვალების დღესასწაულზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი ლადო პაპავა მუშაობას შეუდგა. სასიკეთო ფერიცვალებას ამ უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებელები 100 დღის შემდეგ იგრძნობენ. „ჩვენ გვაქვს ორი ტიპის ამოცანა გადასაწყვეტი ერთი არის მიმდინარე, მეორე არის სტრატეგიული. 16 სექტემბერს იწყება ახალი სასწავლო წელი და უნივერსისტეტმა სტუდენტებს კარი უნდა გაუღოს ისე, როგორც ამ სასწავლებელს ეკადრება და სწავლა ყოველგვარი ხარვეზების გარეშე დაიწყოს.რაც შეეხება სტატეგიულ ხედავს-ის უკვე წარუდგინე აკადემიურ საბჭოს და ახალს ვერაფერს ვიტყვი. უნივერსიტეტში უნდა ამაღდეს ცოდნის დონე"-ამის შესახებ ლადო პაპავამ ჟურანალისტებთან შეხვედრისას დღეს განაცხადა.

გიორგი კუჭავა

საქართველო, თბილისი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისათვის მომზადებულ ყოველკვარტალურ მოხსენებაში, რომელიც მომზადებულია ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური აპარატის მიერ, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ხელს უწყობს, რათა ავღანეთში შეიქმნას სარკინიგზო ქსელი, რომელიც დაუკავშირდება ცენტრალურ აზიას. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავღანეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა აზიაში, სადაც არ არსებობს რკინიგზა, ხოლო ახალი მარშუტები კი საშუალებას მისცემს ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებს - უზბეკეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს -მიიღონ შესაძლებლობა  მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ ირანში მდებარე ბენდარ-აბასის ნავსადგურის მეშვეობით. ის ასევე "შექმნის ახალ სარკინიგზო დერეფანს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის, რომელიც თავისუფალი იქნება რუსეთის ზეგავლენისგან, რაც მათ საშუალებას მისცემს გავიდნენ მსოფლიო ბაზრებზე,რისი შესაძლებლობაც მათ ადრე არ გააჩნდათ".

 

გამოცემის შესახებ

ალმა-ატაში, 2008 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის კორპორატიული მართვის საკითხებზე კონფერენცია გამართა. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მეზობელი ქვეყნების დღევანდელობის, წარსულისა და მომავლის შესახებ ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ეს არცაა გასაკვირი. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები იშვიათად ვამზადებთ მასალებს კავკასიისა და აზიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით დაარსდა ყოველკვირეული ინტერნეტგამოცემა “Caucasian and Asian citizens", თუმცა რედაქცია გამოიყენებს არსებულ ტექნიკურ შესაძლებლობას და ამბების რუბრიკას ყოველდღიურად განაახლებს.

კონტაქტი

ოფისი
5 99 56 40 64

ბოლო სიახლეები

01
ივნ2017

ჩინეთი „უხელმძღვანელ...

გიორგი კუჭავა საქართველო თბილისი ჩინეთის გეოპოლიტიკური როლის ზრდამ და მისმა როლმა მსოფლიო ეკონომიკაშ...

01
ივნ2017

“გზის გასწვრივ” - სი...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი სულ ახლახანს ჩინეთში გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ”ერთ...

01
ივნ2017

აფრიკის აღზევება, თუ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ერთი ათეული წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების...

17
მაი2017

სტალინის პროამერიკელ...

გიორგი კუჭავა საქართველო, თბილისი ამერიკელები ომობდნენ წყნარ ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში...

რეკლამის განთავსება

ფართო აუდიტორია

უამრავი ერთგული მკითხველი მთელი რეგიონის მასშტაბით.

ფოკუსირება

დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

საბანერო რეკლამა

ბანერების ზომების და პოზიციების ფართო არჩევანი.

ვიდეო რეკლამა

ინტერესის გაღვივების თანამედროვე მეთოდი.