თბილისის საგამოფენო ცენტრი-„აირჩიე ქართული“ და სხვა ახალი უცხოური პროდუქტი

ნინო ბოლქვაძე

საქართველო, თბილისი

თბილსის საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში,  კომპანია ,,ექსპო ჯორჯია''-სა და Tuyap Fairs & xhibitons Organization Inc-ის ორგანიზატორობით სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების  მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

დამთვალიერებელის წინაშე ახალი პროდუქტები  გერმანულმა, ლიტვურმა, ავსტრიულმა, კანადურმა, ესპანურმა, უკრაინულმა, რუსულმა, თურქულმა, ირანულმა და სომხურმა კომპანიებმა წარმოადგინეს. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილია 40 კომპანია.

კომპანია ,,აირჩიე ქართული' გაყიდვების მენეჯერი მარიამ მჭედლიშვილი:   კომპანია წარმოადგენს ქართულ ბრენდს, ჯერჯერობით გაყიდვაში წარმოდგენილია ქართული თაფლი, ჩაი, ნატურალური წვენები და ცივი ჩაი. რეგიონებში ვეძებთ ისეთ წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა  აწარმოონ მხოლოდ ნატურალური და ხარისხიანი ქართული პროდუქცია. ვერ ვიტყვი , რომ პროდუქტი გათვლილია მასიურ მომხმარებელზე. ჩაი წარმოდგენილია სასაჩუქრე შეფუთვით, რომლის ძირითადი დამკვეთები რესტორნები და  კაფეები არიან. ეს პროდუქტი ასევე გამოდგება კორპორაციული წვეულებებისთვის.  ნატურალური ჩაი  მზადდება აჭარაში და  ჩვენ მის დისტრიბუცია-რეალიზაციას ვეწევით.

კომპანია Ashtarak Dairy-ი ვიქტორია გვაჯავა:  კომპანია ,,Ashtarak Dairy'-ი ერევანში 17 წლის წინ დაფუძნდა, რომელიც რძის ნაწარმსა და ჯემებს ამზადებს. თუმცა, ის საქართველოს  ბაზარზე ახლახან გამოჩნდა. ვთანამშრომლობთ ყველა სავაჭრო ობიექტებთან. ჩვენი პროდუქცია განსხვავდება სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტისგან იმით, რომ მზადდება ყოველგვარი დანამატის გარეშე და არის ძალიან დაბალ ცხიმიანი. მოხმარებლისთვის ფასები მისაღებია და რაც მთავარია ფასზე მეტად პროდუქტის მაღალი ხარისხია ყველაზე მნიშვნელოვანი.

კომპანია Eastrern Development Group-ის კომერციული დეპარტამენტის  უფროსი მიხეილ ჩონიშვილი:  კომპანიას  ესპანური საკვები პროდუქტი (ძეხვი, მაკარონი, ზეთი) შემოაქვს საქართველოში. ადგილობრივი ბაზრის ათვისება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. საცდელი გაყიდვებისთვის შემოტანილი პროდუქტები თითქმის ყველა სუპერმარკეტს მივაწოდეთ. ფასები მისაღებია, რადგან გვაქვს წარმოდგენილი ყველა ფასის პროდუქტი.

კომპანია „სანტეს"BTL აქციების კოორდინატორი მარიამ ბებიაშვილი: კომპანია „სანტისიმო"  5 წელი ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ის მომხმარებელს, ყოველწლიურად ახალ პროდუქტს სთავაზობს. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ჟოლოს იოგურტი, შოკოლადის რძე და ლიმნის  ხაჭო. უახლოეს მომავალში, ჩვენს მომხმარებელს კიდევ სხვა მრავალ სიურპრიზს ვპირდებით.

გამოფენაზე წარმოდგენილნი არიან კომპანიები შემდგ კატეგორიებში: სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები,  ლაბორატორიული აღჭურვილობა, ნერგები, სასუქები და პესტიციდები, აგრეთვე სასმელები და საკვები პროდუქტები.

შეგახსენებთ, რომ გამოფენა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. 4 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს აქვს უნიკალური საშუალება უშუალოდ მწარმოებლებისგან მიიღოს სასურველი ინფორმაცია. გამოფენაში აგრეთვე მონაწილეობენ კომპანიები, რომელთა პროდუქციასაც ადგილობრივი მომხმარებელი ნაკლებად იცნობს და ისინი საქართველოში დისტრიბუტორებსა და წარმომადგენლებს ეძებენ.

Copyright (c) 2010 citizens.ge - All Rights Reserved "
დაგვიმეგობრდით და მიიღეთ სიახლეები!!!