რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი Zrda Activity-ის მიერ კონკურსი „ხილ-ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობა“ 4 სექტემებრს გამოცხადდა.

კონკურსით დანიტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა 5 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ წარადგინონ.

პროქტი ითვალისწინებს ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ zrda-ს სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი. ასევე რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი მოაწყონ ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოები და მზად არიან გაწიონ ფინანსური და არაფინანსური (მუშახელი) თანამონაწილეობა.

პროექტი zrda -ს მოქმედების არეალი შეზღუდულია. ის დახმარებას უწევს შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახათის,მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელსა და კახეთის (ახმეტა) რეგიონების ფერმერებს.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი zrda ხუთწლიანი პროგრამაა.

ის მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საკონკურსო განაცხადი სრული ვერსია.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. დღემდე ამერიკელმა ხალხმა გრანტის სახით ქართველ ხალხს მილიარდობით დოლარის დახმარება გადმოქვცა საჩუქრად.

მსგავსი სტატიები