რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

პანდემიისა და კრიზისის პირობებში არიან თუ არა მზად რუსები ზახულის კურორტებზე გაემგზავრონ და თანხები დახარჯონ. ამის შესახებ Tutu.ru–ს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.

გამოკითხული რესპოდენტთა 51%-ი ამბობს, რომ ფულადი დანაზოგები უკვე დახარჯა და შვებულების გატარება სახლში მოუწევს. ცოტათი მიდიდარი აღმოჩნდა რუსების 19%-ი, რომლებიც საკუთარი ფულადი დანაზოგით რეგიონში დასვენებას აპირებენ.
მხოლოდ რუსების 15% -ს აქვს საკმარისი თანხა უცხოეთში გამგზავრებისთვის და ისინი საჭირო მიმართულებების გახსნას ელოდებიან, ხოლო 4% -მა უკვე იყიდა ბილეთი, ან დაგეგმილი აქვს ტური.

რესპოდენტთა 8% ამბობს, რომ მათი შემოსავალით შუძლიათ ბილეთების დაჯავშნა და ტურების ყიდვა ფულადი დანაზოგების გარეშეც.
გამოკითხულთა 3% -მა თქვა, რომ შვებულების გასატარებლად სესხის აღებას აპირებენ.
რუსეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი ერთი კვირის წინ გაიხსნა, აღმოაჩინეს, რომ ინფრასტრუქტურა ტბებსა და დასავენებელ ადგილებში მოწყობელია.
რუსეთი მთავრობამ კემპინგების მოსაწყობად სუფსიდირების პროგრამა დაიწყო და ისიც შემოდგომისთვის.
რუსული მედია დაინტრესებულ პირებს სოჭის, ყირიმისა და ბაიკალის ტბის ტურებზე ესაუბრება, საქართველოს დღემდე არავინ არსად ახსენებს.


თურქეთი რუსი ტურისტისთვის გაიაფდა