რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ბათუმს თავისი არსებობის მანძილზე ასეთ რამე არ ახსოვს. ზაფხულის გაგანია სეზონზე, ივლისში, სასტუმროები გაქირავების ნაცვლად, იყიდება. რა ხდება ბათუმში და რატომ ყიდიან ასე მასობრივად, მესაკუთრეები ქონებას?

საზღვრების გახსნის, ფრენების აღდგენისა და ტურისტის შემოყვანის იმედი ბიზნესს აღარ აქვს.
თუ გადავხედავთ, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაკავებულ ვებ-გვერდებს, სამწუხარო და შემაშფოთებელი გარიგებებს ვნახავთ.
იყიდება ყველა ტიპის სასტუმრო, თანაც ნახევარ ფასში. ბიზნესი თავიდან იშორებს ასევე კომერციულ ფართებსაც.
გასაყიდად გამოტანილი ქონების უმეტესობა, 4-5 სართულიანი სასტუმროებია.
citizens.ge-სთან საუბარში მესაკუთრეები გაყიდვის მთავარ მიზეზედად ჩავრადნილ სეზონს ასახელებენ. „ტურისტი არ ჩანს, ყველა ნომერი თავისუფალია, შემოსავალის მიღების არანაირი პერსპექტივა არ მაქვს, ბანკს ეს არ აინტერესებს, სასტუმრო იპოთეკური სესხით მაქვს დატვირთული, ამიტომაც მას ზუსტად იმ ფასში ვყიდი, რამდენითაც ბანკის ვალს დავფარავ, სასტუმროს ფასს ყოვედღიურად ვაკლებ, ფაქტობრივად გავკოტრდი“,-ამბობს ერთ-ერთი მესაკუთრე.
ბათუმში მოქმედი სასტუმროების უმეტესობა, რომლებიც ბაზარზეა გასაყიდად გამოტანილი ძალიან გაიაფებულია - 1 კვ.მეტრი 1000 დოლარად იყიდება, ანუ კრიზისამდე პერიოდთან შედარებით, ფასები განახევრებულია.
მაგალითად, მემედ აბაშიძის ქუჩაზე (ყოფილი სატლინის) ზღვის პირველ ზოლში, 8 - ოთახიანი სასტუმრო თავისი მოწყობილობით 850 ათას დოლარად იყიდება.
გარიგებების თავალსაზრისით, თუ შევხედავთ, ბიზნესი ყველაზე მეტად თავიდან კომერციულ ფართებს იშორებს.
მაგალითად ერას მოედანზე, მედეას სკლუპტურის ცხვირწინ, კომერციული ფართის კვ.მ 2000 დოლარად იყიდება, მიზეზად აქაც ტურისტული სეზონის ჩავარდნა და ბანკის ვალი სახელდება.
ბათუმში უძრავ ქონებას იშორებენ თავიდან უცხოლებიც.
მაგალითად, ზღვის ცხირის წინ, ბულვარში ორბი რეზიდენსის 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს 25-ე, ბოლო სართული, სულ რაღაც 3 მილიონ 500 ათას დოლარად იყიდება. სართულის 1280 კვ.მეტრზე განლაგებულია 32 ოთახი. citizens.ge გაარკვია, რომ ამ ქონების მესაკუთრე ყაზახია და თუ რეალური მყიდველი გამოჩნდება ქონების ფასას დააკლებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს ქონების გაყიდვის მიზეზად, ბიზნესის კეთების უპერსპექტიობას ასახელებს.
როგორც ბათუმში, ასევე მთლიან საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი გადაიქცა გამყიდველის ბაზრად - როცა გამყიდველი 100-ჯერ მეტია, ვიდრე მყიდველი.

 რეალტორები citizens.ge-სთან საუბარში ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნა პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების არასწორ გადაწყვეტილებებს, რაც უძრავი ქონების ბაზარზეც აისახა.
„ხელისუფლებამ საკუთარი რეიტინგის შენარჩუნების მიზნით, საზღვრები არ გახსნა და ტურისტი არ შემოუშვა ქვეყნაში. ისინი შიშობენ, რომ ათასობით დამსვენებლი, თუ შემოვა უცხოეთიდან საქართველოში, მაშინ შესაძლებელია ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს და ეპიდმდგომარეობა გაუარესდეს. ასეთი მდგომარეობა კი ჯანდაცვის სისტემისთვის სამართავად ძნელი იქნება.
მსგავსი ვარაუდის გამო, დღეს ათასობის კომპანიაა გაკოტრდა და მათ ხელისუფლება არაფერში ეხმარება. ბანკის ვალის გადავადება, გადაუხდელობას არ ნიშანავს. ამიტომაც ყიდის ყველა ქონებას, ფაქტობრივად, საშუალო ბიზნესი, რომელიც ტურიზმის სგმენტით იყო დაკავებული გაკოტრებულია და ვინ ყიდულობს მათ ქონებას? -ბანკები და მათზე უფრო მსხვილი ბიზნესები“-ამბობს ერთ-ერთი რეალტორი.
გაღარიბების გზაზე დამდგარი ადამიანი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ეს ვის ადარდებს, კრიზისის შედგად გაკორტრებულები ყიდიან და მას მდიდრები ნახევარ ფასში ყიდულობენ, ესეც პოლიტიკა და ოცნებების ახდენა....

მსგავსი თემები