რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

შემოსავლები მიმდინარე ხარჯებს ვერ ფარავს. ზარალს ითვლის ყველა, იურიდიული, თუ ფიზიკური პირი. ტურიზმზე ჩამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა შავ დღეშია ჩავარდნილი? გვაქვს თუ არა ექსპერტიდან მილოინების მიღების შანსი. რატომ გადაწყვიტა მთავრობა ყურძნის სუფსიდირება და რამდენად სწორად არის ეს ნაბიჯი გათვლილი?

 

მაშინ, როცა ტურისტი ქვეყნაში ვერ შემოდის, ბუნებრივია უცხოური ვალუტის ლარში გადახურდავების მოცულობა შემცირებულია. ლარის მყიდველი იმპორტიორი კომპანიებიც დღითი-დღე მცირდება.
ამ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკის თავისჩინი ექსპორტიორ კომპანიები გახდენე.
რა იყიდება საქართველოდან?
გასული წლის მსაგვსად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, სუთა ექსპორტის (რეექსპორტის გამოკლებით, მაგალითად ადგილობრივი კომპანია ევროპაში ყიდულობს მანქანებს და შემდეგ აზერბაიჯანში ყიდის) სახით საქართველოდან 73 მილიონი დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიტანეს და გაყიდეს. ღვინო საექსპორტო საქონელს შორის მესამე ადგილზეა.
ქართული ღვინო ყველაზე მეტი გაიყიდა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში, ისინი ჩვენი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები არიან.
როგორც ხედავთ, მთავრობამ გადახედა ექსპორტის მონაცემებს და გაანგარიშების გარეშე, თვალდახუჭული გადაწყვიტა „რთველი 2020“-ის სუფსიდირება.
ლოგიკას თუ მივყვებით, ამ ნაბიჯით მთავრობამ, ექსპორტის მოცულობის ზრდა და ქვეყანაში დოლარის შემოსვლაა დააზღვია.
ზუსტად აქ არის დიდი შეცდომა დაშვებული, როცა სასურსათო პოდუქტების წარმოების საქმეში, თავლნათლივ იზრდება მოთხოვნა.
წარმოუდგენელია,მაგრამ მაინც თხა და ცხვარი, ასევე სხვები, ქყვეყანაში მილიონების შემოტანის მაჩვენებელით თხილს უახლოვდება.
მაგრამ ეს არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ აინტერესებს და იცით რატომ?
ღვინის მსხვილი კომპანიები ოპოზიციურ და სახელისუფლებო პარტიებს აფინანსებენ, შესაბამისად მათი ინტერესების ლობირებაც კარგად ხდება.
ამის საპირწონედ მესაქონლეობითა და თუნდაც სუნელების სეგემენტით დაკავებული მეწარმეები არ არიან ისეთი ძლიერი კომპანიები, რომ პარტიები აფინანსონ და ამიტომაც მათი სუფსიდირება ნულის ტოლია.

თხამ, ზაფრანამ, ძროხამ და დაფნამ მილიონები შემოიტანა