რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ცოცხალი მუსიკა, გამოფენა, ფესტივალი, კონცერტები, პოეზია და სხვა კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება ბათუმში დაბოქლომებულია. ერთ აფიშას ვერ ნახავთ, ქალაქში გაკრულს იმის შესახებ, რომ საზაფხულო ფესტივალებითა და კონცერტებით ცნობილ ქალაქში, რაიმე გაიმართება.

ამის გამო, აჭარაში მოღვაწე მუსიკალურმა ბენდებმა და შემოქმედებითი ჯგუფების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. რას ითხოვენ აჭარის ხელოვნების წარმოადგენლები?
“ჩვენთვის ცხადია, რომ პანდემია არ დასრულდება უახლოეს თვეებში და სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ შესაბამისმა უწყებებმა დროულად არ დაიწყეს პამდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გრძელვადიან სამოქმედო გეგმის შემუშავება, ჩვენ აღმოვჩნდებით უკიდურესად მძიმე სიტუაციაში.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებს ჰქონდეთ ადეკვატური კომუნიკაცია შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან, ისეთი ფორმით, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიის შესაძლებლობა. და ყოველივე ამას მიეცემა შესაბამისი ფორმალური და სტრუქტურული სახე.
საინიციატივო ჯგუფი აგროვებს ხელმოწერებს, საიმისოდ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ქალაქ ბათუმის მერიამ შექმნან შესაბამისი სექტორული ჯგუფი, შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების, მათ შორის მუსიკოსების, არტ მენეჯერების და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით, რათა დაიწყოს დისკუსია და გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები კულტურის სფეროში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად“, -ნათქვამია განცხადებაში

პეტიციის ლინკი

 

მსგავსი თემები