რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

საარჩევნო კოდექსში განხორცილებული ცვლილებით, ყველა ქმედებას კონკრეტული ფასი დაედო. რა რაოდენობის შემთხვევაში მიიღებს პარტია 1 ხმაზე 15 ლარს და შემდგეში კიდევ 5 ლარს

.„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“-მ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. რა შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობაში? ამ კითხვაზე პასუხები ასეთია.
პარტიების დაფინანსება.
მცირდება სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად დაწესებული ბარიერი, ხოლო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის ფორმულა მარტივდება:
დაფინანსებას მიიღებს პარტია, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 1%-ი
(ნაცვლად 3%-სა), ან მეტი მიიღო;
პირველ 50 000 მიღებული ხმისთვის პარტია, თითოეულზე – 15 ლარს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
50 000-ის შემდეგ მიღებულ თითოეულ ხმაზე კი, 5 ლარი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ხალხის ფულია) გადასახდელი.
citizens.ge-სთან საუბარში პოლიტექნოლოგიების მცოდნეები განმარტავენ, რომ ახლა ამომრჩეველზეა დამოკიდებული ვინ მოაგროვებს 50 ათას ხმაზე მეტს და ამ გზით ვინ მიიღებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას 1 ხმაზე 15 ლარს, ასევე 50 ათასი ხმის ზემოთ თოთო ხმაზე 5 ლარს.
მათივე განმარტებით, თუ ამომრჩველი არჩევნებზე არ წავა, ის ბიუჯეტიდან ირიბად მაინც დააფინანსებს პარტიებს, რადგანც სახელმწიფო ბიუჯეტი ხომ ხალხის ფულია.
იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩველი საარჩევნო ყუთთან მივა და ყველა პარტია გადახაზავს, მაშინ ბიუჯეტის თანხების დაზოგავასაც ხელ შეუწყობს.
მოკლედ არჩევანი და საღად აზროვნების საშუალება არის, მთავარია ვიცოდეთ, რომ 1 ხმა 15 ლარი ღირს და კარტოფილზე არ გავიყიდოთ.
თუმცა ესეც არ არის გამორიცხული.
ახლა ქვეყნის ეკონომიკას უჭირს და როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მას ახალი სეგმენტი ხმებით ვაჭრობის ბიზნესი დაამატა.
დაიმახსოვრეთ თქვენი 1 ხმა 15 ლარი ღირს.