რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

„რუსეთის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაწილობრივ ანაზღაურებს შიდა ტურის ხარჯებს. 5-10 ათასი რუბლი გადაეცემათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომე რუსეთის რეგიონებში დაისვენებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა თათბირის დასრულების შემდეგ.

დახმარება მიმართულია რუსეთის ტურისტული კომპანიების კრიზისის დასაძლევად.
ამის გარდა, ეს არის უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის ფინანსური კომპენსაცია, განმარტეს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.
ორი კვირის წინ, ვლადიმერ პუტინი ხალხს დაჰპირდა, რომ კომპენსაციის საკითხებზე იმუშავებდა.
რუსული მედია, წერს რომ ამ მიზერული 15 ათასი რუბლის დახმარების გარეშეც მოგზაურობენ რუსები ქვეყნის შიგნით.
გაზეტა.რუ-ს კვლევით, მოქალაქეები აქტიურად მოგზაურობენ კომპენსაციის გარეშე: ივლისის მოთხოვნამ შიდა ავია-რეისებზე უკვე გადააჭარბა შარშანდელ წელს.
გამოკითხულთა 83% –მა აღნიშნა, რომ ისინი აპირებენ შვებულების გატარებას რუსეთში, აღსანიშნავია, რომ 17% ჯერ კიდევ ფიქრობს ზაფხულის არდადეგები უცხოეთის კურორტებზე გაატაროს.

მსგავსი სტატიები