რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საუდის არაბეთის ელჩს საქართველოში აბდულა ალ-მუტაირს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საუდის არაბეთის ელჩს საქართველოში აბდულა ალ-მუტაირს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკა განიხლეს.
2020 წლის იანვარი - ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 3-ჯერ, ხოლო ექსპორტი 9-ჯერ, 818 პროცენტით გაიზარდა.
რაც შეეხება თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში, 2009 – 2019 წლებში საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი კვარტალში ინვესტიციების ოდენობა საუდის არაბეთიდან 25-ჯერ გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტის ტექსტზე ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.
ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო დაინტერესებულია, რომ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან გაფორმდეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღინიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და არაბული ქვეყნების თანამშრომლობის წევრ - ქვეყნებს შორის ბოლო წლებში მზარდი ვაჭრობისა, არსებული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით არსებობს მეტი შესაძლებლობები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ინტერესი არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მოლაპარაკების პროცესის გააქტიურების შესახებ.
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ზრდადი დინამიკით ხასიათდებოდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. 2019 წელს საუდის არაბეთი საქართველოში შემოსული ვიზიტორების მიხედვით ტოპ-15 ქვეყნიდან მე-12 ადგილზე იყო.

მსგავსი სტატიები